ის დღე, როცა ვიღაცას დავაკლდებით

დუმბაძეს აქვს ერთი დიდი სიბრძნე დაწერილი: “ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო… მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია”…  ორი ბიძა მყავდა, ჰო უკვე მყავდა… ორივე ფრესკასავით ძვირფასები იყვნენ და ქანდაკებასავით ირგვლივ რომ შემოგევლო ყველა მხრიდან ლამაზები… არადა ზუსტად ვიცი გადაივლის დღევანდელი ცრემლთა დენა, გადაივლის დღევანდელი გულის ფეთქვა, განელდება.. არ გაქრება… ჩვენ ყველაფერს ვეჩვევით…ცხოვრება ესააო, ვიბადებითო, ვივლითო, ვისუნთქებთო, ვიცინებთო, ვიტირებთო და მერე ვკვდებითო, ვიცი ეს, ვეთანხმებით და ველით ამ სიკვდილის დღეს, მაგრამ როცა ასეთი ადამიანები კვდებიან, მაშინ საკუთარი სხეულიდან ამოხტომა მინდა, ყველაზე მაღალი და ბასრი ბგერებით კივილი მინდა, რომ ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ, მისნაირი ადამიანები არასოდეს არ უნდა კვდებოდნენ…

მითიური პერსონაჟივით სიკეთის ღმერთი იქნებოდა ჩემთვის რომ არ გამეცნო… რომ ვერ მოვსწრებოდი…  დედის მოყოლი ამბებიდან ყველაზე ნათლად იმ კადრს წარმოვიდგენ ხოლმე მუხლამდე თოვლში მხრებზე შემოწყობილი  პურებით რომ შემოსულა  ჩვენს ეზოში და იმ შიმშილობის დროებაში ლუკმა გაუყვია… მაგრამ გავიცანი, მიყვარდა… მიყვარს… მეყვარება… უმისობით ყველას რაღაც დააკლდება… მეც ბევრი რამე, მაგრამ ყველაზე მეტად გამარჯობის მაგივრად ნათქვამი “ჭირიმე შენი”, სიტყვები რომელსაც ყველას თანაბრად და მთელი გულწრფელობით ჩუქნიდა, მერე თითქოს ყველას ჭირსა და ვარამს ისაკუთრებდა და და სხვის მაგივრად განიცდიდა…

მამაჩემი ამბობს ხოლმე ღმერთმა დამასაჩუქრა ქვეყნად სამი მამა მაჩუქაო… პირველი და ნამდვილი აღარც კი მახსოვს როდის მოუკვდა, მამაჩემი მის გარეშე მახსოვს, არადა ძალიან უვლიდა და რაღათქმა უნდა უყვარდაო ამბობენ… მეორე დედაჩემის ნამდვილი მამა იყო, შვილივით უყვარდა მამაჩემი, ჩემს მშობლიურ სახლში ისე შემოვიდოდა, იმ სიყვარულით და სიხარულით გეგონებოდა შვილთან კი არა მასთან მოდიოდა პირველ რიგში… ისიც მოუკვდა, მის სახლში, ზუსტად იმ ოთახში სადაც მშობელი მამა დაიტირა… ჯერ კიდევ არ ვარ ობოლიო, გულს არ იტეხდა მამაჩემი, მესამე დამრჩა, გამზრდელი ძმაო… ახლა აღარც შენ ყავხარ და ობოლი დარჩა მამაჩემი… მის შევერცხლილ თმებს აღარ  ვუყურებ, არც მის ასაკს, არც არაფერს იტყვის მამაჩემი ვიცი…  ახლა ის ჩემთვის კამკამა ცისფერთვალებიანი ბიჭია ბავშვობის სურათებიდან მომზირალი, ბიჭი რომელიც დღეს მართლა დაობლდა…

 “_ რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_ სიკვდილი?
_ სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”  /გ. ჩოხელი/

ცხოვრება გაგრძელდება…  ჩვენ ვისუნთქებთ, ვივლით, ვიტირებთ, ვიცინებთ და მერე ერთ დღეს აუცილებლად მოვკვდებით… უბრალოდ იმ დღეს ჩვენც ვიღაცას დავაკლდებით…

single-flower 

 

 

Advertisements

9 thoughts on “ის დღე, როცა ვიღაცას დავაკლდებით

  1. Tinita ამბობს:

    ძალიან, ძალიან მძიმეა :(((
    რწმენა შველის ადამიანს ამ დროს… ღმერთს ყველა ცოცხლები ვყავართ, ოღონდ სხვადასხვა ადგილას. ესეც დროებით.

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი ნამდვილად ძალიან მძიმეა… არც არაფერია ადვილი მაგრამ ეს ძალიან ძალიან ძნელია… ჩოხელს ვკითხულობდი ამასწინად და “იცით რატომ ბერდებიან ადამიანებიო?! საყვარელი ადამიანები ნელ-ნელა რომ უკვდებათ სწორედ მაგიტომო…” ბევრს ვფიქრობ ამაზე… ზედმეტად ბევრს…

      Like

  2. Tinita ამბობს:

    :((((((((( მართალია.
    სიცოცხლის და სიკვდილის დეფინიციაც როგორი ზუსტი აქვს.
    ადამიანად ყოფნის და არყოფნის სევდა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s