ერთადერთი სურვილი

კარგა ხანია არც თოვლის ბაბუის მჯერა, არც ფერიების და არც ჯადოსნური დილების და  ღამეების… მაგრამ მე მჯერა რომ არიან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში რომლებიც თოვლის ბაბუის იდეურ შინაარს ითავსებენ, ფერიებივით ბრწყინავენ და ჯადოსნურ დილებს და  ღამეებს ათენებენ ჩვენთვის…

ჩემი თოვლის ბაბუა მყავს მე, კეთილი და ძვირფასია, მას ახალი წელი სულაც არ სჭირდება საჩუქარები რომ მაჩუქოს, არც ჩემს მიერ მომზადებული კერძები და გაუთოებული პერანგების ჯარი არ სჭირდება იმისთვის რომ მადლობა მითხრას, არც უნაკლო მაკიაჟით გალამაზებული სახე სჭირდება ჩემი, ისედაც ყოველდილით მეუბნება რომ მშვენიერი ვარ… მას არ სჭირდება მზრუნველობის გამომხატველი საქციელების აუცილებლობა, ისედაც იცის რომ  მისთვის და მისი საყვარელი ადამიანებისთვის კარგი მინდა… მას არ სჭირდება რაღაცეების მტკიცება ჩემთან, იმიტომ რომ ისედაც იცის ყველა წუწუნისა და ყველა საყვედურის იქეთ ჩემი დიდი თანადგომა იმალება… მას არ სჭირდება პათეტიკური შეძახილები, უაზროდ გამამხნევებელი არაფრისმთქმელი სიტყვები, იმიტომ რომ კარგად იცის ჩემი დუმილი როგორ იტევს ამ ყველაფერს მისსავე წიაღში… მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…  საიდან ვიცი ეს ყველაფერი? თქვენ რომ ჩემი თვალებით უყურებდეთ მის თაფლისფერ წყლიან თვალებს ყოველ წუთს როცა მე მიყურებს, ეს თვალები უსიტყვოდ გეტყვიან ამ ყველაფერს…

ჩემი პატარა ფერიაც მყავს, კაშკაშა და ცელქი… ისეთი ლამაზია სულაც ვერ ვიჯერებ ხანდახან რომ ჩემია, სულ სულ ჩემი… მას შეუძლია ისეთი რამეები გააკეთოს მიუხედავად მისი პაწაწუნობისა, რომ ყოველდღე თავი ამაყ დედიკოდ ვიგრძნო… მას შეუძლია ყოველდღე მითხრას რომ ყველაზე ლამაზი გოგო ვარ და როგორ ოცნებობს რომ ჩემნაირი იყოს… მე კი გამუდმებით ვუმტკიცებ რომ ჩემზე ათასჯერ უკეთესი ფერია იქნება, უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი და უფრო გონიერი… ის ამისთვის მართლა შრომოს და ძალიან ცდილობს ყველაფერს… მე არ ვიცი ჩემს ფერიას ცხოვრება როგორი გზებით გააფრენს მაგრამ მე სულ მექნება მისი იმედი, ის ნამდვილად იმსახურებს ამ ნდობას…

დილაა დილაა, ჩვეულებრივი, მზე ამოდის ან არ ამოდის ღრუბლებში იმალება და წვიმის წვეთებს გვიგზავნის… მაგრამ სადღაც ძველ ჩანაწერს რომ კითხულობ:  “წელს პირველად გასინჯული მარწყვია, რომელიც ორმაგად გემრიელი იყო ჩემთვის… აი ღამის 2 საათზე შენთვის რომ მოიტანს შენი ბიჭი გაარჩევს, დაშაქრავს და  ჩაგიციებს, შენ რომ დილით ახალგაღვიძებულზე წითელ-წითელი მარწყვები მიირთვა, აი ასეთ მარწყვებზე გემრიელი არაფერია ამქვეყნად და არც ასეთ ბიჭზე კარგი ვინმე არსებობს დამიჯერეთ!” –  ხვდები რომ დილები და ღამეები მართლაც ჯადოსნური ხდება მზრუნველობის ასეთი სხივების შემონათებით…

ბევრი რამეზე შეიძლება იოცნებო კაცმა, ბევრი სურვილი ჩაუთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობ-ხოლმე გასული და ახალი წლის გასაყარზე,  ჯადოსნურ ღამეს, როცა თორმეტი ჩამოკრავს,  მინდა ისევ ამ გრძნობებს ვხედავდე  ამ ადამიანებში და ასე გაგრძელდეს ყოველდღე, რამდენ დღესაც უფალი მაჩუქებს…

candle-flame-hd-wallpaper

 

Advertisements

2 thoughts on “ერთადერთი სურვილი

  1. Tinita ამბობს:

    შენნაირ მადლიერ და სიკეთის დამნახავ ადამიანს ისევ ბევრ საჩუქარს მოუმზადებს ღმერთი!

    მრავალ ახალ წელს დავესწროთ სიხარულით და ბედნიერებით!

    :* :*

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s