წინასაახალწლო…

იმდენი ხანია რამე არ დამიწერია, სულ გადამავიწყდა როგორ და რატომ უნდა ვწერო…

სულ მალე ძველი წელი თვალსა და ხელსშუა გაგვეპარება და ახალი 2016 წელი შემოგვანათებს…  როგორც არ უნდა გვინდოდეს  ვცადოთ გეგმებისა და მიზნების გაწერა, არავინ ვიცით მაინც როგორი იქნება ახალი წელი ჩვენთვის… ჩვენ ვიცით როგორი იყო აწ უკვე ძველი… ჰოდა რომ გადახედავ რა და როგორ იყო ჩემი ღრმა რწმენით თუ გული ბევრჯერ აგიფრთხიალდება ესე იგი მეტად კარგი წელი გქონია…

ჩემთვის როგორი იყო რამოდენიმე სიტყვით  შემიძლია აღვწერო,  მთელი წელი იყო” სადა”- არაფერი ახალი, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი რადიკალური… მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი ვინც სიახლეებს მუდამ უფრთხის, ვისაც “შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს”…   კიდევ ერთი სიტყვიაა “მუშაობა”- ვმუშაობდი კვირაში 6 დღეს, ვმუშაობდი უწყვეტლივ, შვებულების მოსაფრთხილებელი დღეებიც პირადი პრობლემებიდან გამომდინარე ისე სათითაოდ გავფლანგე რომ ერთი ჯეროვანი დასვენებაც არ გამომივიდა… კიდევ ამ წელს “მონატრება” ჰქვიოდა ჩემთვის… როგორც ყოველთვის გაუნელებლად მენატრებოდა ჩემი გოგო, ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი…ბათუმში ცხოვრების სამ წლიანი გამოცდილების მიუხედავად  უცხო ქალაქში დაკარგულად ვგრძნობ ყოველდღე თავს…

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს ხომ ასეა? მე როგორც უსაშველო პესიმისტს შეეფერება ჯერ ცუდით დავიწყე მაგრამ ბოლო ლუკმასავით ტკბილი ამბებით გავაგრძელებ… ყველაზე კარგი რაც ამ წელს იყო ეს ჩემი გოგოს  ულევი წარმატებები გახლდათ… მე არ ვიცი საიდან ახერხებს ერთი  პეპის მსგავსი გოგო ამდენი კარგი და საამაყო გრძნობა აჩუქოს მშობლებს, მაგრამ ახერხებს და თან შეუდარებლად… ის ყველაზე ნათელი და კაშკაშა წერტილია ჩემთვის დედამიწის ზურგზე… შვილებს თავმომწონე დედები აქებენო გაიფიქრებთ მაგრამ მთლად ეგრეც არაა საქმე,  ყვავს რომ თავის ბახალა უყვარს ეგეც გაგონილი გექნებათ… არც საყვედურები აკლია და არც შექებები, უბრალოდ კარგი მყავს და მორჩა…

კიდევ კარგი იმით იყო ეს წელი რომ ყველა კარგად მყავს, ყველა გვერდით მყავს, ყველა სუნთქავს და ყველას გული უცემს, იმათგან ვინც ჩემს გულში მყარად “შეყუჟულან”…

რას ველი 2016-იდან? ყველაფერი მინდა  მისგან, ყველაფერი რაც კი შეიძლება გამოვსტაცო,  ცხოვრება მინდა რადიკალურად შევცვალო ამ წელს, მინდა ის რთული ნაბიჯები გადავდგა რომელიც ჯერ ვერ გავბედე, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ძალიან ახლოს ყოფნა მინდა, სამუშაო განწყობაც მინდა ენერგიაც და ცოტა უფრო მეტი თავისუფალი დროც…   კიდევ ნაკლებად სევდიანი მინდა ვიყო და მეტი პოზიტივი იყოს ჩემი ცხოვრების დღეებში, მეტი მზიანი დილა მქონდეს და ნაკლები წვიმიანი საღამო… ღიმილიანი სახეები მინდა ბევრი, ყველგან რომ მეფეთებოდეს და მეც მაღიმებდეს…

კიდევ ბევრი რამე მინდა… მაგრამ ვიცი რაღაცეები ასრულდება რაღაცეები ვერა… რაღაც შეიცვლება რაღაც ვერა… შარშანდელივით დავასრულებ ახლა ამ პოსტსაც,  დაე მომიტანოს ამ წელმა ის რასაც ვიმსახურებ, არც მეტი და არც ნაკლები… თავად გადაწყვიტე რა მეკუთვნის წელო ახალო …

12118939_441407582715066_3396824026651554271_n

Advertisements

9 thoughts on “წინასაახალწლო…

  1. Tinita ამბობს:

    სულაც არ ხარ პესიმისტი 🙂

    რა კარგი პოსტი იყო … დროული 🙂 უნდა მომეწერა, რატომ აღარ წერთქვა და აჰა 🙂

    კარგი წელი გქონოდს და მადლობა ღმერთს, ღვთისმშობელს და წმინდანებს ყველაფრისთვის!

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი, მადლობა მოკითხვისთვის და რომ გაინტერესებდი 🙂 წლის ბოლოა და სამსახურში უამრავი საქმეა, კი იცი როგორც ხდება ამ დროს 🙂
      ისე კი რამდენი რამე დამიგროვდა გულში ვინ იცის…
      ნამდვილად მადლობელი ვარ უფლის ყველაფრისთვის
      !

      Like

  2. Charlie ამბობს:

    ნუ უფრთხი ცვლილებებს, გახადე ცხოვრება მეტად ექსტრემალური – ჩემი რჩევა იქნება 2016-სთვის.
    წარმატებულს, ჯანმრთელობითა და მზეებით სავსე წელს გისურვებ… ^_^
    არ გიცნობ, სულ რამდენიმე დღეა შენი ბლოგი აღმოვაჩინე და თამამად გეტყვი – საოცარი გოგო ხარ!

    Like

  3. Nino Kashibadze ამბობს:

    ვერა :* როგორ ველოდი შენს მორიგ პორტს! მიყვარხარ ძალიან. იბედნიერე მუდამ. შოთიკოს კომენტარი მომეწონა. თქვენ ჩემთვის საუკეთესო წყვილი ხართ :*

    Like

  4. Nino Kashibadze ამბობს:

    ვერა :* როგორ ველოდი შენს მორიგ პოსტს! მიყვარხარ ძალიან. იბედნიერე მუდამ. შოთიკოს კომენტარი მომეწონა. თქვენ ჩემთვის საუკეთესო წყვილი ხართ :*

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s