კვირა დღე

ხანდახან ძალიან მძაფრად ვგრძნობ კვირა დღეების ჯადოსნურობას… სიკეთეებით, ღიმილებითა და ჩახუტებებით სავსე კვირა დღე მქონდა, საყვარელ ადამიანებთან ერთად წვიმიანი, ცივი დღის გატარება, ყოველგვარი ნაცრისფერისა და უღიმღამო ემოციების გადავიწყება, ფორთოხლისა და ლიმნის არომატით გაჯერებული, საკუთარი ხელით მომზადებული კექსის დაგემოვნება მეზობლის მოხუფული, ზამთრისთვის შენახული კომპოტის თანხლებით, ძველი ამბების გახსენება, ახლის მოყოლა, ერთ ოთახში ჩვენი შვილების ჟრიამული და ანთებული თვალები, რა უნდა გინდოდეს ამაზე მეტი კვირა დღეს ადამიანს?!

20151101_165204
მერე ორშაბათი თენდება… დილით მადლობას ვიხდი გულში რომ გამითენდა, მაგრამ მალევე ვიშმუშნები… კვირა დილისგან განსხვავებით ჩემი გოგოს პატარა თითები აღარ მეხვევა ყელზე და მისი პატარა ლამაზი ტუჩები ყურთან არ მიჩურჩულებენ  რომ ამქვეყნად ყველაზე ნაზი კანი მაქვს და ყველაზე კარგი სურნელი, ზუსტად ვიცი რომ ასე არაა, მაგრამ რადგან მას ასე მიაჩნია მეც ვიჯერებ-ხოლმე… წვიმა ნერვებს მიშლის, სიცივეც, მთელი სამუშაო კვირა რომ წინაა და გადასაგორებელია ისიც და საღამოს მოსამზადებელი ვახშამიც ხანდახან… მაგრამ თუ მზემ გამოანათა ისეთი ლამაზია შემოდგომა, ასეთ დღეებში ძალიან მიყვარდება ხოლმე… მივუყვები ხოლმე დილაობით ქუჩას და ისეთ კვირა დღეებზე ვფიქრობ, გუშინ რომ მქონდა…

4588 4574 12555  15778

3657125

ისე კი ერთი კვირა დღე ძალიან ძალიან ცოტაა ასეთი კარგი ემოციებისთვის… მაგრამ მთავარია რომ არის, ერთი დღე მოკლეა მაგრამ იმ დღეს განცდილი ემოციები შეიძლება ათას დღეს  გაყვეს ბედნიერების მკრთალ ფონად…

25014

პ.ს. როცა პირველად წავიკითხე ნოდარ დუმბაძის მოთხრობები, ისეთი ღრმა და მტკივნეული განცდებით ვიყავი სავსე მეგონა არასოდეს გამინელდებოდა… მაგრამ ვიზრდებით და ხანდახან სრულიად გვავიწყდება… ასე გადამვარდნია გულიდან ერთ დროს განცდილი   ერთი პაწაწინა მონათხრობი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონებია ჩემს პატარა ანაკოს, ჰოდა დიდის ამბით მომიყვა… მე კი უცებ ყველაფერი განმიახლდა…

Advertisements

6 thoughts on “კვირა დღე

  1. Tinita ამბობს:

    ვაიმე, ეს ვიდეო ახლა ვნახე ფბ-ზე და გადავირიე….. რა სასწაული ბავშვია! როგორი თხრობა აქვს, გააზრებული, ჭკვიანური და თან უსაყვარლესი და უკუდრაჭესი. ნამდვილი მოჭიკჭიკე ჩიტუნიაა. ❤ კიდევ გვინდა ანაკოს ვიდეოები.

    რა სილამაზე და სიმშვიდე დამხვდა აქ. მართლაც რა უნდა გინდოდეს მეტი კვირადღეს. და ქუჩაში ფეხით სიარული, ფიქრი და გახსენება…. მმმმმმმმ……

    მეც გავიყინე დღეს დილით … მაგრამ შენი არ იყოს, მეც სულ მადლობებს ვიხდი გულში…

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მადლობა, მადლობა, მადლობა თინი ❤ ასეთი ჭიკჭიკელა მყავს, ისეთი სასაცილოა ხანდახან, ყველაფრის მოყოლა უნდა ხოლმე ერთად… ჩავრთავ თუ არა კამერას კვდება სიცილით ❤ youtube-ზე მიდევს მისი სისულელეები 😃😃😃 ქართულის გაკვეთილის მერე მუსიკის გვქონდა 😁
      ნამდვილად კარგი იყო კვირა დღე, იმედია შენც 😃
      შემოდგომაც კარგი და ლამაზია, ერთი ნაკლი აქვს მხოლოდ, სიცივეაა 😩

      Like

  2. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ბავშვებზე კარგი და საყვარელი არაფერია ამქვეყნად. ჭკვიანი გოგო.

    მომენატრა შენი ახალი პოსტები და სურნელოვანი კექსები…

    უმეტესად ტელეფონიდან ვკითხულობ და კომენტარების წერა არ გამომდის, ყოველთვის გკითხულობ და გმადლობ, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხარ.
    ასევე გმადლობ, ჩემს პოსტებს რომ კითხულობ და კეთილ კომენტარებს არ ინანებ.

    ბედნიერი კვირა გქონოდეს შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად!

    Like

  3. tami ამბობს:

    კუში დავბრუნდიიი♡
    ვეცდები პოსტების წერაც მალე განვაგრძო. მომენატრა აქაობა.

    რა საყვარელი არსება გყავს♡♡♡♡

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s