ნაცრისფერ დილას საკითხავი

ჩამომიჯექით ფანჯრის რაფასთან, ერთად ვუყუროთ ნაცრისფერ დილას და წვიმის წვეთებს ფანჯრის მინებზე… ბოლო დროს ძველი მოთხრობები მახსენებენ თავს ან ახალი მოთხრობები მიტაცებენ… ქარჩხაძეს ვკითხულობ, ისე მომწონს რომ არც კი მინდა დავამთავრო და გამოწერილი წამალივით ნელ-ნელა ვიღებ და ვკითხულობ… არადა ნათხოვარი წიგნია, სქელტანიანი, მუქი მწვანე ყდით, ისეთი შემოდგომის მწვანეს რომ ვეძახით… პირველი მოთხრობა რომ წავიკითხე, ჩემი ჩანაწერი გამახსენდა დედებისა და შვილების ურთიერთობებზე..
IMG_20151031_094817

“შვილები იგრძნობენ, რომ ელენე მათთვის “ტკბილი დედიკო” იყო და არა ოფიციალური “დედაჩემო”, მოუნდებათ საგულდაგულოდ შენიღბული ემოციების გამჟღავნება, მაგრამ გვიან იქნება და გულ-მუცელი აეწვებათ, რადგან მათი სურვილი, სურვილადვე დარჩება” -ამ ნაწყვეტმა მოთხრობიდან “აბზიანიძეების ოჯახი” ისევ განმიახლა ჩანაწერში აღწერილი ჩემი პირადი ემოციები, ეს ამბავი და ურთიერთობები ზედმიწევნით რეალურია და ეს რეალობა ორჯერ მეტად მტკივნეული…

მთელი ტრაგიზმი იმაშია რომ, შვილები ვაგვიანებთ, ყოველთვის ვაგვიანებთ, ამას ვხვდებით ხოლმე და მაინც ვაგვიანებთ…

ცხოვრება ძალიან მრავალფეროვანია, მრავალფეროვანია ადამიანური ღირებულებები და შეხედულებები… ამ კრებულში ერთი სიყვარულის ამბავია… 50 წელიწადის მძლავრ ხელს გაძლებული და 50 წლის მანძილზე გულში დამალული გაუნელებელი გრძნობებისა და ერთგულების ამბავი… კონსტანტინესა და სალომეს გრძნობათა ეპოპეაა ერთ პატარა მოთხრობა “ისტორიული რომანში” ჩატეული…

” … ჩემი ამბავიც მოკლე და მშრალია, თუ გარედან შეხედავ მთელ ამ ორმოცდაათ წელიწადს. თუმცა ცალ-ცალკე დღეებს ავიღებთ შესაძლებელია, ყოველი მათგანი სავსე იყოს. ალბათ შენი ორმოცდაათი წელიც ასეა. საერთოდ ორმოცდაათი წელი და ერთი დღე ცოტა უცნაურად უპირისპირდება ერთმანეთს. ორმოცდაათი წელი გაცილებით მოკლე და მშრალია, ვიდრე ამ ორმოცდაათი წლის ერთი დღე, პარადოქსია მაგრამ სუბიექტურად ასეა, ადამიანი კი სუბიექტია. ერთი დღის აღწერას შეიძლება ორმოცდაათი წელი მოუნდე, ორმოცდაათ წელიწადს კი ორ წუთში აღწერ.”285245

ჰოდა უნებურად დავფიქრდი ადამიანთა ცხოვრებაში არსებულ იმ დღეებზე წლების სიდიდეს რომ უნდა იტევდეს მათთვის… სხვისი არ ვიცი და მე ღრმად მწამდა რომ  ასეთი დღეები უკვე მრავლად მქონდა, არადა მხოლოდ ერთი-ორი თუ მომაგონდა ისეთი გახსენებისას  გული რომ ამიჩქარდა…

“ადამიანის არსებობის ერთ-ერთ ფუნქცია არის გაძლება. ხოლო თუ ზოგ ვინმეს დავუჯერებთ, რომ სიცოცხლე არის ღმერთის ექსპერიმენტი, მაშინ შესაძლებელია გაძლება ერთადერთი ფუნქციაც იყოს.”

უბრალოდ ძნელია არ დაეთანხმო…

კიდევ ბევრი მოთხრობაა იმ მწვანეყდიან წიგნში, სულ ერთმანეთზე კარგები და აუცილებლად წასაკითხები… მაგრამ რატომღაც ამ ორმა მოთხრობამ ყველაზე მეტი სევდა მომგვარა და სასწაულად შემივსო ჩემი ბოლო დროინდელი ფიქრები და დარდები…

 

Advertisements

4 thoughts on “ნაცრისფერ დილას საკითხავი

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    რა დამთხვევაა, მეც სწორედ ახლა ვკითხულობ ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობებს:) თან მეცინება, თან მანაღვლიანებს, თან გაოცებით მაფიქრებინებს რა ზუსტად გადმოსცემს ადამიანის შინაგან კომპექსებს….

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      რა სასიამოვნო დამთხვევაა, მართლაც ადამიანთა შინაგანში მოხეტიალე მწერალია, სულ ქათქათა ან ფერდაკარგული თეთრეულივით გამოგიფენს საქვეყნოდ ადამიანური ბუნების დადებით და უარყოფით მხარეებს …

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s