ფოთლების და ყვავილების ქვეყანაში

ბათუმში შარშანდელთან შედარებით უმეტესად წვიმიანი შემოდგომაა წელს…თუმცა ეს ხომ წვიმის ქალაქია…  თანამედროვე პოეტის, როინ აბუსერიძისა არ იყო

“წვეთები ტოტებს აესხა მძივად,

და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,

წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, 

ანუ ბათუმში გამოიდარა…”

მაგრამ წვიმიან დღეებსაც აქვს რაღაც ლამაზი…

1252

IMG_20150915_185453

125874

ჯერ კიდევ ბავშვობაში მიყვარდა გირჩები, შევაგროვებდი და ჩემს ეზოში ვყრიდი ხოლმე… ნაძვები არა, მაგრამ გირჩები კი მქონდა ჩემი 🙂

IMG_20150927_151143 IMG_20150927_142947

ფოთლებით აწყობილი გული ჩვენ გავაკეთეთ, ჩემმა საყვარელმა მეგობარმა და ჩვენმა ცელქმა ბავშვებმა…

IMG_20150927_143300

ეს კი  კუდრაჭა ანოს გაკეთებული ფოთოლების თაიგულია… თვალებანთებულმა მომართვა…

IMG_20150927_143854

როცა მზიანი დღეებია ბათუმში, ისეთი მრავალფეროვნებით შეგიძლია დატკბე, სულ დაგავიწყდება შეოდგომა რომ არის…

20150927_130550 20150927_130245 20150927_134854 20150927_130646

IMG_20150925_184420[1]

გუშინ ჩემს პატარა იმერეთში, ჩემს მშობლიურ სახლში ვიყავი… ამ ეზოში ჩემთვის ყველაზე ლამაზი ყვავილებია ყოველთვის…

IMG_20151011_154932

და შემოდგომის ყველაზე ლამაზი ფოთლებიც აქაა…

IMG_20151011_1649IMG_20151011_165023

ჰოდა კიდევ ყველაზე გემრიელი ეს საკუთარ ეზოში მოწეული შემოდგომაა…

IMG_20151011_154854 - копия

1258

IMG_20151011_155237

ბევრი ვერ ხვდება რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ან რატომ ვწერ ამ ყველაფერზე ან რატომ ვაჩხაკუნებ ჩემს მობილურს ასე ხშირად… მე არც ფოტოგრაფი ვარ, არც ბლოგერი და არც ვიღაცის გასართობად ვიღებ და ვწერ ამ ყველაფერს, ეს ჩემი ფოტო-დღიურია, ჩემთვის საინტერესო, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბებით სავსე, ეს ფოტოებიც რასაც აქ ვდებ ჩემი საყვარელი ადგილების, მისწრაფებების, ინტერესის სფეროების თვალსაჩინო ხატია…  ეს ჩემი შემოდგომაა, ჩემი ეზოა, ჩემი სამყაროა და კიდევ ბევრჯერ დადგება ეს შემოდგომა ამქვეყნად ვიცი მაგრამ ეს ლეღვი ასე კენწეროში მეორედ ვერ შერჩება და ვერ დამელოდება, ან დამელოდება და მე ვერ მივალ, მეორედ შეიძლება გირჩების ასაღებადაც აღარ დავიხარო, არათუ სურათი გადავუღო, მაგრამ შევხედავ აქ და გამახსენდება რომ ეს გამიკეთებია, ბოლოსდაბოლოს  მეორედ ჩემმა გოგომ შეიძლება სულაც არ მოინდომოს გაყვითლებული ფოთლებისგან თაიგულის გაკეთება და მერე ჩემთვის მორთმევა, ან მოინდომოს კიდეც მაგრამ ის უკვე პირველი აღარ იქნება, სამაგიეროდ აქ დამრჩება ეს სულ პირველი თაიგული, შევხედავ ხოლმე და  გამეღიმება, რომ ეს უკვე იყო…

Advertisements

11 thoughts on “ფოთლების და ყვავილების ქვეყანაში

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    მე დროის ათვლას ახალი წლიდან კი არა, შემოდგომიდან ვიწყებ:) სწორედ ამ დროს მაქვს ისეთი განცდა, თითქოს რარაც ახლისკენ მივდიბ=ვარ, რარაცას ველოდები :)~

    Like

  2. ირინა ამბობს:

    ამ ფოტოებით შემოდგომა მომეხალისა, ვისიამოვნე …
    არ ჭირდება გამართლება იმას თუ რატომ იღებ ან რატომ წერ, იმიტომ რომ გსიამოვნებს და შენი ფოტო -დღიური და შენი ბლოგი ძალიან საინტერესოა ყოველთვის.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      გეთანხმები ნამდვილად, მაგრამ მაინც ჩავთვალე საჭიროდ ერთი-ორი სიტყვა მეთქვა მათთვის ვინც აქ შემოდის ხოლმე, კითხულობს და მერე მიიპარება და მკიცხავს 🙂 იყოს მაინც… მადლობა რომ მესტუმრე 🙂 მეც ხშირად გესტუმრები ხოლმე 🙂

      Like

  3. Ercke Mydass ამბობს:

    ვგიჟდები წვიმაზე. მიყვარს წვიმაში ხეტიალი ხოლმე და განგებ ვისველებ თავს, მაგრამ ეს ჩემთვის დასველება არა, უფრო რაღაც ჯადოსნურ ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავს. საწვიმეთში ❤
    ძალიან კარგი სურათებია ^_^
    მაგრამ ყველაზე მეტად სეზონებში შემოდგომაც, მაგრამ ზამთარი ყველაზე მეტად მიყვარს ^^

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s