წამები

გავიდოდი ახლა, ასეთ თავსხმა წვიმაში რიონის პირზე და ცასთან ერთად ვიტირებდი ბევრ რამეზე…

სულ რაღაცას ან ვიღაცას ველით ადამიანები დღიდან დღემდე, საღამოდან საღამომდე, ვიღაცის დაბადებას, ვიღაცის წარმატებას, ვიღაცის სწორ თუ არასწორ ნაბიჯებს, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას… ცხოვრების შეცვლას და ახლის შექმნას… მერე მივაღწევთ დასახულამდე და თითქოს არც არაფერი, თურმე ეს ის არ ყოფილა რაც გვეგონა, არც ბოლო წერტილია და არც ახალი…

ამ ლოდინით სავსე შუალედებში კი ვფიქრობთ რომ  ბედნიერები არ ვართ და მხოლოდ მაშინ ვიქნებით როცა მივაღწევთ იმ წამს დასახულ ახალ მიზნამდე, ან კი ბედნიერება რაა ვინ იცის, ყველასთვის ერთია და ამავდროულად ყველასთვის სხვადასხვა…

ბედნიერება წუთებია, ან უფრო სწორად წამები… საუკუნეში არსებული რამოდენიმე წამი, რამოდენიმე ამბავი, წამში ჩატეული, ერთი გამოხედვა ერთი გაღიმება, ერთი თვალის დახამხამება ან ერთი ცრემლი… ბედნიერება იმდენად პატარა წამია, ხანდახან ვერც კი ვხვდებით რომ ეს ისაა… იმ წამს ვერ ვამჩნევთ, გაივლის თუ არა სულ იმას ვნანობთ რომ ვერ შევაჩნიეთ…

ჩვენ გვეშინია ბედნიერების, ადამიანებს სულ გვგონია რომ ის კარგია და ამავდროულად ქვეცნობიერად გვეშინია… ამიტომაც არ ვცდილობთ ყველაფერში მის აღმოჩენას… დღეს რომ წვიმიანი დღეა, ცა იქცევა, სიცივეა, მთელი ქალაქი ნაცრისფერია, თითები რომ მოგეყინა, საქმე რომ მოგბეზრდა, საათი რომ გაჩერდა და სახლში წასვის დრო რომ აღარ დადგა,  სად უნდა ვიპოვოთ ასე დროს ბედნიერების წამი?!

yellow-cup-beauty-market-32096397იქნებ ის მაგიდაზე დადებული ყვითელ კალამშია, ნაცრისფერ დღეს რომ ალამაზებს, იქნებ ვარდისფერი ჩასანიშნი ფურცელია, ან იქნებ ახალი ხელის კრემის შოკოლადის სურნელი,იქნებ  პატარა მყუდრო სახლზე ოცნებაა, ან უფრო მეტიც, იქნებ შენი შვილის ან საყვარელი ადამიანის ზარია: რამე ხომ არ ჭირდება?! ხომ არ გცივა?! შენთანაც წვიმს ასე ძალიან?! იქნებ სახლში სანიშნე ჩადებული წიგნია და  დედის ნაჩუქარი თბილი კუბოკრული პლედი, იქნებ უშაქრო ცხელი ჩაია ყვითელ კოპლებიან პატარა ჭიქაში… იქნებ სულაც მარტოობაშია ასე რომ მძულს… იქნებ ფანჯრის მინაზე შერჩენილი წვიმის წვეთებია და ცოცხალი თავით არ მინდა ვაღიარო რომ ბედნიერება ამათშია?!

შემედავება, ვიცი ბევრი შემედავება… რომ ბედნიერება სულ სხვა რამეა, რომ უფრო დიდი და დიადია, ეს მოპოვებული გამარჯვებებია, ოჯახია ან კარიერაა,   ან სულაც თვითკმაყოფილებაა…

ჩემთვის კი მაინც წამებია, რომელსაც ხან ვამჩნევთ, ხან ვერა…

მას ჩვენს მიერ შექმნა სჭირდება და მერე არდაკარგვა, რომელსაც ასევე ხან ვახერხებთ და ხან ვერა…

Advertisements

4 thoughts on “წამები

  1. Tinita ამბობს:

    ძალიან ბევრი ვიპოვე ამ პოსტში საერთო საკუთარ თავთან …

    ❤ ❤

    პატრიარქმა თქვა, ნუ ელოდებით, ის აქვეა, თქვენს წინო.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჰო და ძალიან ვცდილობ თინი რომ ვიპოვო სულ ჩემ ცხვირწინ აფარებული ბედნიერების მარწვლები სულ ერთ წამში ჩატეულები… ხან გამომდის ხან არა… შემოვიხედავ ხოლმე შენთან და ახალი “სასუსნაო” რომ არ მხვდება გამოვიპარები ხომე გულდაწყვეტილი…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s