სკოლა

ჩემთვის შემოდგომას სულ სიახლის განცდა ახლავს, ბავშვობაში სკოლისკენ მივიჩქაროდი სექტემბრის სუსხშეპარული დილები განსაკუთრებით კარგად ახერხებდა ჩვენი ბავშვური გონების გამოღვიძებას, მერე უნივერსიტეტისკენ მიმიწევდა გული, ლექციებს მონატრებული, საყვარელ მეგობრებთან ჩახუტების სურვილი და ე.წ. “ფანჯრის” სიტკბოება მენატრებოდა მთელი ზაფხული… ახლა ჩემი შვილი მიმყავს ხოლმე სკოლაში, პირველ გაკვეთილზე რომ არ დააგვიანდეს ჩქარ-ჩქარა ემზადება-ხოლმე და მისი ვებერთელა და მძიმე ჩანთა ყოველთვის დიდებს მიგვაქვს… ჩვენ დროს არ გვქონია ასე მძიმე ჩანთები, ამათ  თითქოს ყველაფერი გაუბევრდათ, მთელი სამყაროს შესრუტვა უწევთ და ამის დიდი სურვილიც აქვთ…

ისეთი ლამაზი და მხირული იყო დილით… თვალები ვარსკვლავებივით უციმციმებდა… გულიც ალბათ გამალებით უცემდა, ყველაფერი ერთად უნდოდა, ამბების მოყოლაც, ლექსების ჩამორაკრაკებაც,  მასწავლებლის მოფერებაც, ბავშვებთან თამაშიც, ჩანთიდან ახალი წიგნებისა და რვეულების ამოლაგებაც, დაფაზე დახატვაც და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ უნდოდა ალბათ… ხომ გინახავთ პატარა წიწილები ერთად საყვარლად ჩახუტებულები?! სწორედ ასეთი წიწილებივით იყვნენ, უკვე მეორეკლასელი პატარები, ყველა თეთრ პერანგსა და შავ კაბაში გამოპრანჭული…

თავზე ჩემი გაკეთებული  კოსის მაგივრად, ყურთან ჩამოწნული კიკინები რომ  ჰქონოდა და ფეხზეც ცალ-ცალი წინდა ცმოდა ნამდვილი პეპი იქნებოდა, სწავლას მონდომებული, სიცოცხლით სავსე და თავგადასავლების მოყვარული პატარა გოგო…

დამაიმედა, ამ წელს უფრო კარგი ვიქნებიო, უფრო მეტ რამეს ვისწავლიო, უფრო მეტ გამარჯვებებს მოვიპოვებ და ფორტეპიანოსაც უკეთესად დავუკრავო…. ამ დროს ისე ისე აღტაცებით მიყურებდა, დანაშაულად ჩამეთვლებოდა თუ არ ვირწმუნებდი…

12019932_909314502478038_1572864181132014145_n

დავდიოდი მასთან ერთად ჩემი სკოლის დერეფნებში და მთელი ბავშვობა თვალწინ ტრიალებდა ფილმის კადრივით, მახსენდებოდა მოკლე ფრიალა კაბიანი, თეთრბანტიანი გოგო წვრილ ფეხებზე და მთელი ის ემოციები რასაც მაშინ განვიცდიდი, ვეფერებოდი და მეფერებოდნენ ჩემი ყოფილი და ახლა უკვე ჩემი შვილის  მასწავლებლები, რომლებსაც კლასიდან კლასში გადასვლის დროს ნელ-ნელა ვიცნობდი და მიყვარდებოდნენ, ყველა, მაგრამ ზოგიც უსასრულოდ… დავდიოდი ჩემი ბავშვობის კლასებში და ბედნიერი ვიყავი რომ ახლა ჩემი შვილი დარბის ამ კლასებში და კედლებში…

მამაჩემმა შემოირა სკოლაში, სკოლაში სადაც მამამისი ასწავლიდა, სადაც ისიც და ბიძაჩემიც ერთად სწავლობდნენ, სადაც მისი შვილები სწავლობდნენ და სადაც ახლა მისი პირველი შვილიშვილი პირველ ნაბიჯებს დგამს ცოდნის სამყაროში… შემოიარა  და ასე თქვა, მე ორმოცდაათი წლის წინ მიხაროდა ეს ყველაფერიო, გული ამეწვა და უცევ გავიფიქრე მე ცხრამეტი წლის წინ-თქო… რა მალე გასულა ჩემი სკოლის წლები, ალბათ ჩემს გოგოს ხანდახან ჰგონია რომ სკოლას დიდი ხნის შემდეგ დამთავრებს, მაგრამ ისე მალე გავა ეს “დიდი ხანი” თავად გაოცდება…

მერე დავტოვე, დავტოვე ეს კედლებიც და ჩემი გოგოც… დავტოვე და გულიც დამრჩა…

პ.ს. პირველი შესვენება ახალ სასწავლო წელს… (მამიკო არ იყო და ჰგონია რომ მამამისისთვის ვიღებ)

Advertisements

4 thoughts on “სკოლა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s