სექტემბერი

სექტებმრის თვე მიყვარს… ძალიან მიყვარს, სულ ბავშვობას მახსენებს და ახალი რვეულებისა და წიგნების სურნელს, სიახლის განცდას და მოუთმენლობის მძაფრ განცდას, ახალ სასწავლო წელს ახალ რვეულში ახალი პასტით ჩაწერილ ახალ ცხრილსა და პირველ დავალებას… ზაფხულის უდარდელი დღეებისა და უკვე მობეზრებული თამაშების,  სკოლის მჩქეფარე რიტმით შეცვლის საამურ განცდას  მიღვიძებს სექტემბრის მზიანი დილები.. მაღლა აწეულ და ბაფთით მჭიდროდ შეკრული, ჩემი სწორი და მბზინავი თმის ბოლოების თამაშს ყელზე ისევ ისე ვგრძნობ… ახალი, ბავშვური ჩანთის ჩალაგება-ამოლაგების ყოველდღიური პროცესისგან მიღებული სიამოვნება ვერაფრით შეედრება ახლანდელი ჩანთების ჩალაგება-ამოლაგების მომაბეზრებელ პროცესს…

რა შეედრება დავალებების ზუსტ და ზედმიწევნით შესრულებას, სუფთად და ლამაზად ჩაწერას ქათქათა რვეულში, მერე წიგნში პარაგრაფების ფანქრით მონიშნული  ნაწილის  წაშლას , საზეპირო ლექსების ორ წუთში სწავლას, ცხრილის გასწვრივ მოლეული გაკვეთილების დაპლუსებას… არც არაფერი… ასე მარტო სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ და ასეც მხოლოდ მათ უხარიათ…

ჩემს ბავშვობაში ბრაზილიური სერიალების ეპოქა იდგა  გაჭირვებულ, ცხრა აპრილ და აფხაზეთის ომის გამოვლილ ქვეყანაში, ქვეყანაში სადაც ლტოლვილების არმია შემოდგომის დამჭკნარი ფოთლებივით უემოციოდ დაფარფატებდა და საბოლოდ თავს აფარებდა ყველგან სადაც ცარიელი შენობა  იყო, შენობა რომლშიც მეტნაკლებად  არ წვიმდა და არ თოვდა…  ჰოდა როგორც გითხარით იმ დროს ბრაზილიური სერიალების ეპოქა იყო, ასე გაჭირვებული ადამიანები მეზობლის სახლებს მიაშურებდნენ და კოლექტიურად უყურებდნენ, რომ სადღაც მზე სასწაულად ანათებდა, ხალხს გაჭირვების მიუხედავად სამბას რიტმული ცეკვით შეეძლოთ სიამოვნება მიეღოთ, სადაც კოპაკაბანას დიდ და ქვიშიან სანაპიროზე ახალი სიყვარულები იბადებოდა და ადამიანები წითელი კაშკაშა მაქანებით დაქროდნენ რიოს ფერად და ხმაურიან ქუჩებში… ეს ყველაფერი ისეთი უცხო იყო მაშინდელ ნაცრისფერ ყოფაში, ხშირად გაბოროტებულები ყველაფერს კიცხავდნენ ამ სერიალებში, მაგრამ მაინც თვალის დაუხამხამებლად უყურებდნენ, წუთით არ დაიგვიანებდნენ, რეკლამების გასვლას სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, ტიროდნენ და იცინოდნენ ბრაზილიელ მსახიობებთან ერთად…

ჰოდა ბავშვებიც ვუყურებდით რომ სხვა სამყაროც არსებობდა, უფრო ფერადი და მხიარული, გვიშლიდნენ მაგრამ მაინც ვუყურებდით მაგიდის ქვემოთ დამალულები, სახეზე აფარებული ხელებიდან მაინც ვიჭყიტებოდით და აკრძალულ კადრებს ჩუმად შევავლებდით თვალს…

რამ გამახსენა ახლა ეს ყველაფერი, არ ვიცი მაგრამ მაშინ ყველა დავალებას რომ მოილევდი, ყველა საზეპიროს რომ დაისწავლიდი, მერე წრეში ბურთს დაღლამდე რომ ითამაშებდი, მერე საპნის ბუშტებით თამაშის პარალელურად თავით ფეხებამდე რომ  გაქათქათდებოდი, სწორედ ეს ბრაზილიური სერიალები აბოლოვებდა ასე ნაყოფიერ დღეებს ბავშვებისთვის…

და ღამით იმდენ რამეზე ვოცნებობდით… დილით ისევ სექტემბრის მზიანი და სუსხშეპარული დილები გვაღვიძებდა და ისევ ახალ დავალებებს ვინიშნავდით გაკვეთილებზე უკვე შელახულ სიქათქათე დაკარგულ რვეულში…

ბრაზილიაში კი უეჭველად ისევ ისე ცეკვავენ სამბას…

Advertisements

7 thoughts on “სექტემბერი

  1. Tinita ამბობს:

    ვერიკო, რა სასწაულია! მეც ამ დღეებში მეფიქრებოდა მაშინდელ სერიალებზე და იცი რა ვქენი… მაშინდელი სიმღერები გავიხსენე. ლაშამ გადმომიწერა და ახლა ვუსმენ და ვტკბები.

    თმაზე რა კარგად გიწერია, მართლა ულამაზესი თმა გაქვს. მეც გამახსენდა, როცა გავრბოდი, თმა მძიმედ მეცემოდა ზურგზე :))

    სექტემბრის დილას მართლა რა შეედრება.

    რეზინობანას არ თამაშობდი?

    ის სიმღერები შემიძლია მეილზე გამოგიგზავნო, ბრაზილსკი 😉

    Liked by 1 person

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

    ვაიმე რეზინობასაც ვთამაშობდი და ლახტითაც დავრბოდი წინ და უკან, თმა კიდევ სულ მაღლა მქონდა აწეული, ეს სერიალებივ რამ გამახსენა თუ ვიცოდე გეფიცები, მაგრამ მთელი ბავშვობა გამიცოცხლა დღეს, თუ არ შეწუხდები სიამოვნებით მივიღებ მაგ მელოდიებს და მოვუსმენ ხოლმე მობილურში, დილით ხშირად ფეხით მივდივარ სამსახურში, ბულვარს დავუყვები, ყურსასმენებში ისეთი მელოდიები მესმის ხოლმე ასეთ მძაფრ მოგონებებს რომ მახსენებს…
    მადლობა რომ მკითხულობ… როგორ მიყვარს იცი შენი ბლოგი და როგორ შემოვცუნცულდები იცი, აი დღეს რომ გეწერა ინტერნეტ სამყაროს შემოჭრამდე რომ დავდიოდით, ისე გასვლა მომენატრა მეგობართანო, ნათხოვარი ნივთების დასაბრუნებლადო, აი ისე შემოგირბენ ხოლმე ბლოგზე და ნაცნობ ემოციებს ვისრუტავ, ნათხოვარი ნივთებივით გვაქვს ემოციები, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა…

    veraabuladze@yahoo.com – ველი ჩემი ბავშვობის ცხელ მელოდიებს 🙂

    Like

    • Tinita ამბობს:

      ვაიმე მეც მინდა დილით ფეხით წასვლა თან ბულვარის გავლით :((( ძალიან მინდა :))
      მადლობა, ძვირფასო! ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. ახლავე გამოგიგზავნი.

      Like

  3. Anna ამბობს:

    აუ რა კარგი პოსტია ^_^ აი, ზუსტად იგივე მოგონებები მაქვს!
    ახალი ჩანთის სუნი გამახსენდა 🙂
    თბილისში დაბრუნება არდადეგების შემდეგ სასკოლო საყიდლების და ახალთახალი ნივთების/წიგნების/ტანსაცმლის/თმისსამაგრების ხათრით მიყვარდა.

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s