მწვანე უფსკრული

ყველაფერი ლამაზია ჩემს საყვარელ იმერეთში განსაკუთრებით კი სიძველით ცნობილი ქუთაისი გულად რომ უფეთქავს, მისი მყუდრო, ფილაქნიანი ქუჩებითა და ტაძრებით, ბებერი ბაგრატი უქიმერიონიდან ამაყად გადმოჰყურებს და მყარად დგას…

IMG_20150828_143112 სულ ოდნავ გაცდები ამ ბებერ ქალაქს და კიდევ უფრო ძველ, მილიონობით წლების წინ წარმოქმნილ პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეებს შეაფარებ თავს… დადიხარ ამ მღვიმეებში და არც კი გჯერა რომ სინამდვილეა, ხელშესახები და რეალურია… გამოხვალ და პირდაპირ სიმწვანეში ჩაეფლები…

20150828_160539

20150828_120357
სათაფლიაზე მინის გადმოსახედია გაკეთებული, გეცოდინებათ უეჭველად, ჰოდა გახვალ იმ აივანზე გახედავ ჰორიზონტს, ზემოთ ცისფერი ცა გახურავს ქუდად, ქვემოთ მწვანე უფსკრული ჩანს და ასე გგონია იმ წამს დაფრინავ… “არც მიწისა ხარ, არც ცისა”…
სიამოვნება სწორედ ესაა, და არა ყოფითი წვრილმანი სისულელეები..

20150828_16315720150828_163221

20150828_154334

20150828_155940

“ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები როგორ შენატრიან დღემოკლე პეპლებს?” ვახუშტი კოტეტიშვილი


Advertisements

3 thoughts on “მწვანე უფსკრული

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მართლაც საჩუქარია, სათაფლიის მღვიმეში გულს ეძახიან ერთ წარმონაქმს და 20 მილიონის წლის წინანდელია რომ თქვეს გული გამიჩერდა… როგორ არაა ეს სასწაული?! სწორედაც რომ მადლიერი უნდა ვიყოთ ყველა… ეს რაა, კიდევ რამდენი რამეა სანახავი ჩვენს ლამაზ ქვეყანაში, სასწაულად მინდა მოვიარო… შარშან კახეთში ვიყავი, წელს სვანეთი მინდა ვნახო… იმედია ასე ნელ-ნელა დავტკბები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრით…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s