ფინჯანი ჩაი

შემოიპარა შემოდგომა და მალე აცივდება… ხეები ჯერ გაოქროსფერდებიან, მერე გაყვითლებული გამხმარი ფოთოლთა ცვენა დაიწყება… მზე ნელ-ნელა დაკარგავს ჯადოსნურ სითბოს… მოღრუბლული ცა წვიმიან დღეებს არ დაიშურებს…სულ ასეა, სექტემბერი სიახლის განცდას მჩუქნის, ოქტომბერი ხვავს და ბარაქას,  ნოემბერი კი სევდიანად ტკბილდება… ძველ მელოდრამებს გამახსენებს და საღამოობით ჩაის არომატს გაამეფებს ჩემს ოთახში…
ყოველთვის როცა მცივა ჩაი ჩემი მეგობარია, ყოველთვის როცა მოვიწყენ არომატული ცხელი ჩაი ლამაზ ფინჯანში სასიამოვნო გრძნობებს მიღვიძებს…

teapot_3-wallpaper-2800x2100

სულ კოხტა ჭურჭლისკენ გამირბის თვალი… ვყიდულობ ხოლმე და წარმოვიდგენ ვითომ  ჩემი საოცნებო სახლი ავაშენეთ, შემოდგომაა, ეზო ჩემი ბავშვობის სახლის ეზოსავით ყვითელი ფოთლებითაა სავსე, დაახლოებით ისეთია სუზან სარანდონის გმირს რომ აქვს ფილმში “დედინაცვალი” მაგრამ მე სპეციალურად არ ვაგროვებ და არ ვუკიდებ ცეცხლს…ჩემი გოგო სკოლაშია, უკვე დიდი და კიდევ უფრო ჭკვიანია ვიდრე ახლა, მისთვის ვაშლის ღვეზელი მაქვს მომზადებული, სკოლიდან დაბრუნებულს ალბათ ეშიება… მანამდე სანამ მოვა, სამზარეულოში ვფუსფუსებ…. დიდი სამზარეულო მაქვს…საყვარელი ჭურჭელი ლამაზად იპრანჭებიან ვიტრინებიდან და ჩაიდანი ოხშივარს იდენს…ფინჯანში ვასხამ, პატარა აივანზე გავდივარ და ნება-ნება ვსვამ ცხელ ჩაის… იქვე ძველი, ბებიას ნაქონი რემარკის “სამი მეგობრის” სულ პირველი ქართული გამოცემა მიდევს ყდაგაცვეთილი და ბებიას მიერ წითელი ფანქრით ჩანიშნული აბზაცებით…
სწორედ ამაზე ვფიქრობ ხოლმე როცა ლამაზ ფინჯნებს ვხედავ სულერთია სად… მაღაზიაში, ინტერნეტში, ვინმესთან სტუმრად…ალბათ ამიტომაც ვათვალიერებ ასე ხშირად… და ამიტომაც გამირბის თვალი სულ მისკენ…
ოცნებების ახდენის მჯერა… ოღონდ ამბობენ ამისთვის ძალიან ძალიან უნდა გჯეროდესო… თქვენც ეცადეთ დაიჯეროთ… სანამ აგვიხდება მანამდე შემოდგომით დავტკბეთ და ფინჯანი ჩაით…

wpid-time_for_tea_book_still_life_cup_flowers_hd-wallpaper-1648414.jpg

wpid-photo-coffee-cup-table-hd-wallpaper.jpg

wpid-biscuits-yellow-roses-open-notepad-tea-cup-hd-wallpaper.jpg
11110238_1458929614418453_6371043735091851153_o

morning_coffee_3-wallpaper-2560x1600

12036368_759440767535985_4257688353726996984_n
tea-cup-on-small-wooden-table-wallpaper

Advertisements

7 thoughts on “ფინჯანი ჩაი

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    მართლა აგხდენოდეს ოცნებები და აგიხდება კიდეც, დარწმუნებული ვარ.
    არ მიყვარს შემოდგომა, უკვე ზამთრის სუნი რომ მოაქვს, ალბათ იმიტომ, მაგრამ შენს ბლოგზე ყოველთვის ისეთი სიმშვიდეა, ჩაის ორთქლითა და ნამცხვრების სურნელით გამთბარი.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s