დედები და შვილები

“Мамины глаза все на свете понимают”

მე არ ვიცოდი რა იყო დედობა… არც შვილობა მცოდნია თურმე, ისე უსასრულო და რთული რამ ყოფილა, მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენს… ამდენ სიხარულს, შვილის პირველ გაღიმებას, პირველ ნაბიჯებს, პირველ ტიკტიკა, დათაფლულ სიტყვებს, პირველ გაკვეთილს, პირველ ფრიადს, პირველ სიყვარულს… მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენ დარდს, პირველ უძინარ ღამეს, პირველ ტკივილს,  შეციებას და პირველ სურდოს, პირველ სიცხეს, პირველ წაქცევას, პირველ ნატკენ მუხლს, პირველ კიჭებს და მერე პირველ მონაცვალ კბილებს… პირველ გულისტკივილს და პირველ ცრემლებს შვილის თვალებში… მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ წუთს, როცა შეგრძნობებ რომ შვილები გაიზარდნენ, როცა ჰგონიათ რომ დედა აღარ სჭირდებათ, როცა სურთ თავის გზას  დაადგნენ…

მიკვირს რომელი მარაგიდან ივსებიან დედები მოთმინების ასე მტკიცე გრძნობით როცა ელიან… ელიან ზარს შვილებისგან, ელიან მოკითხვას  შვილებისგან, ელიან მზერას შვილებისგან, ელიან სიტყვებს: “როგორ ხარ დედი? აი მეც მოვედი…” მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ გრძელ და ცივ საღამოებს, შვილების ლოდინში იმედის უკანასკნელი ნაპერწკლები რომ უნთიათ თვალებში, შვილები კი არა სჩანან…მიკვირს ამ ყველაფრის შემდეგ მაინც როგორ არ ელევათ სალოცავი სიტყვები მათი გზების გზამკვლევად, როგორ არ იღლებიან მათზე ფიქრსა და ზრუნვაში…

მიკვირს როგორ ვერ ვამჩნევთ ხოლმე ამ ყველაფერს მათ დარდიან თვალებში და სახეზე გაჩენილ ნაოჭებში… მიკვირს როგორ ვერ ვხვდებით შვილები რომ ეს ჩვენ დავაბერეთ, ჩვენ დავღალეთ, ჩვენ დავტოვეთ, ჩვენ არ მოვიკითხეთ… გზააბნეული ცხვრებივით გავიფანტეთ და ისინი მაინც გველიან, მაინც ფიქრობენ იმაზე თუ როდის დავბრუნდებით შინ… დავბრუნდებით და გვაპატიებენ, ამქვეყნად ყველაფერს გვაპატიებენ, ოღონდ დავბრუნდეთ…

ჩვენ კი არაფერი გვაღელვებს ქვეყნად, ჩვენ მხოლოდ ჩვენი თავი გვახსოვს, მხოლოდ მორიგ გათენებულ დილას შევხარით, დღის გეგმებს ვაწყობთ, სამსახურში მივიჩქარით, მერე შესვენებაზე მაინც ვასწრებთ საკუთარი თავის განებივრებას, საღამოს დაღლილები მაინც ვერთობით  რიგითი და უბრალო სისულელეებით, ღამით ღრმად გვძინავს, ისე ღრმად რომ არც კი გვაღელვებს ის რომ ერთხელაც არ მოვიკითხეთ ერთხელაც კი არ ვნახეთ, ერთხელაც კი არ გავუღიმეთ… ჩვენ მხოლოდ მაშინ გვახსენდებიან როცა მზრუნველობის მორიგი ობიექტები გვინდა გავხდეთ, მხოლოდ მაშინ როცა მათი მომზადებული კერძის სურნელი და არომატი მოგვენატრება, როცა ძველი საქმეები შეგვახსებეს თავს, მხოლოდ ისეთი მარტო დედებს რომ შეუძლიათ მოაგვარონ… და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი…

მერე ჩვენც ვხვდებით დედები და მერე ჩვენი შვილებიც ასე გვექცევიან როცა პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს ჩვენს ხელებზე ჩაჭიდება აღარ სჭირდებათ, როცა ყბაყურით გასიებულ სახეს დარდით გასიებულ გულზე აღარ გვადებენ, როცა  პირველი აღტაცებებისა და იმედგაცრუების გრძნობები უნელდებათ და მოყოლაც კი ეზარებათ… როცა უკვე ჰგონიათ რომ გაიზარდნენ… როცა ჩვენც ვხვდებით რომ მართლაც გაიზარდნენ…

და ჩვენც ვუშვებთ… როგორც ჩვენ გაგვიშვეს…

მხოლოდ მერე ვხვდებით ჩვენს ყველა შეცდომას, ყველა დაკარგულ დღესა და წუთს, როცა შეგვეძლო მოვფერებოდით, როცა შეგვეძლო ჩავხუტებოდით, როცა შეგვეძლო ათასი რამ მოგვეყოლა მათთვის… მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ დაგვაგვიანდა… დადგება დრო როცა ჩვენი შვილებიც მიხვდებიან ამ ყველაფერს და მათაც დააგვიანდებათ… და ასე გაგრძელდება ჯაჭვივით უწყვეტი რგოლი, იგივე სიხარულებითა და იგივე დარდებით, რგოლი რომელსაც დედაშვილობას ვუწოდებთ-ხოლმე…

408542

Advertisements

One thought on “დედები და შვილები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s