თითქმის იდეალური სიტკბოება

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ისეთი მადის აღმძვრელი ტკბილეულის ფოტოები შემხვდა თქვენთვის რომ არ გამიზიარებია… ჰოდა ვზივარ ახლა სამსახურში და ვუყურებ ამ მტანჯველ ფოტოებს 🙂

ეს შვრიის პეჩენიები ნატეხი შოკოლადით ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს გამოვაცხვე, მე დიდად არ მომეწონა, გემრიელი კი იყო, მაგრამ  ფუმფულა გამოვიდა ანუ ფხვიერი არ იყო, მე კი ხრაშუნა ყოფილიყო მინდოდა…

DSC_0457

მიყვარს ნამცხვარი “იდეალი”, მოხარშული რძის არომატი სულ ჩემს პატარაობას მახსენებს, ალბათ გახსოვთ ადრე პატარა ნამცხვრები იყო, გირჩებს ეძახდნენ,  შუაგულში სულ მოხარშული რძე იყო, უგემრიელესი ფაფუკი და საყვარელი, აი იმას მაგონებს სულ იდეალის გემო…

DSC04571111

ზაფხული სულ მიიწურა, თვალსა და ხელსშუა დაგველია…  ახლა ციტრუსების ბატონობის დრო მოდის, ფორთოხლისა და მანდარინების არომატი დატრიალდება, მაგრამ ჩემნაირები მაინც მარწყვის გემოს ინატრებენ ზამთრის ციტრუსოვან დღეებში, მხოლოდ იმიტომ რომ მარწყვს ახალდამდგარი ზაფხულის გემო და ხასიათი აქვს…

DSC_0488

თუკი ახლა ამ ფოტოებმა სახლში ან სამსახურში, მაგიდის უჯრაში გადანახული, თუნდაც ძველი, ხელს გამოყოლებული სასუსნავები გაგახსენათ და ამათ მაგივრად ახლა მათ მიირთმევთ,გულს ნუ გაიტეხთ, მაინც ტკბილეულია, მაინც სასუსნავია და მაინც

Bon Appétit!

Advertisements

6 thoughts on “თითქმის იდეალური სიტკბოება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s