ელვარე და ლომფერი…

ფერიცვალება რომ ახლოვდება, მართლაც ფერი ეცვლება ყველაფერს… დილით ქუჩაში ქარი აფრიალებდა რამოდენიმე გაყვითლებულ ფოთოლს და წარმოვიდგინე მალე რამდენი ფოთოლი გაყვითლდება, საერთოდ ყველაფერი როგორ გაოქროსფერდება, გალაქტიონისა არ იყოს,  “ელვარე და ლომფერი” შემოდგომა დადგება,  არ მეგულება წელიწადის ამ ბარაქიანი დროის ამაზე უკეთესი დახასიათება…

rainy_day_wallpapers_2637932160

ჩემთვის, ყველაზე მძაფრი და სასიამოვნო იყო ყოველთვის იმის ყურება როგორ ეფერებიან მთელი წლის ნალოდინებ მოსავალს ადამიანები სოფლად… გაყვითლებული, თვალუწვდენელი ყანები კაცებს ელიან, მერე ეს კაცები ჩალით ზვინებს ააწყობენ, ქალები სიმინდის ტაროებს გაწყვეტილი მძივის კაკლებივით დაანაწილებენ… ეზოებში  კარალიოკებისა და გულაბი მსხლების არომატი დატრიალდება, მწიფე ყურძნის მტევნები სულ კაკალ-კაკალ გამოიდენენ წვენს და ადამიანის გულივით დაიწყებენ  ახმაურებას,  ჯერ ადუღდებიან და მერე დამშვიდდებიან, დაღვინდებიან… მოგვიანებით ზამთრის  სუსხიან დღეებში თლილ ჭიქებში ჩამორაკრაკდებიან და მთელი წლის სამადლობელ და მომავალი წლის სალოცავ სიტყვებად დაილევიან…

ჭარმაგი კაცივითაა შემოდგომა, ნაგაზაფხულარი, ნაშრომ-ნაჯაფი, ზაფხულის სიცხეში სულ ოფლად დაღვრილი, მაგრამ მერე მთელი ამ ჯაფის შედეგად გალაღებული, გაამაყებული, ასე ბარაქიანი და მრავალფეროვანი ბუნებისა და ხასიათის გამო… ზუსტადაც რომ “ელვარეა და ლომფერი”… ხანდახან მოიქუფრება, სულ წვიმად ჩამოიქცევა… მაგრამ არის ამაშიც რაღაც აზრი… წვიმიანი დღეები ალბათ სევდაა, სევდა მომავალი ზამთრის… სევდა დასასრულის დასაწყისის…

Advertisements

One thought on “ელვარე და ლომფერი…

  1. Tinita ამბობს:

    იფ იფ რა კარგი იყო
    და უფრო მეტად მომანატრა შემოდგომა
    ❤ ყველაზე საყვარელი სეზონია ჩემთვის. სრულყოფილი ყველა თვალსაზრისით.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s