საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში…

ეს ოთახი ყოველთვის ბევრ რამეს ნიშნავდა ჩემთვის, ეს იყო ჩემი პირადი სივრცე, ჩემი წილი თავისუფლება, ჩემი გასართობების, გატაცებებისა და ოცნებების საბუდარი ადგილი, რამოდენიმე კვადრატული ფართობის მქონე ოთახი იტევდა მთელ ჩემს მაშინდელ სამყაროს…

მახსოვს ჩემი ძმის დამრიგებელმა მოსწავლეებში ჩამოიარა, უნდოდა ენახა თუ რა პირობებში მეცადინეობდნენ ბავშვები, ჩვენს ოთახში რომ შემოვიდა თვალებით მივხვდი რომ ესიამოვნა, წასვლისას ჩემს ძმას უთხრა, შენ ერთადერთი ბავშვი  ხარ 20 მოსწავლიდან  რომელსაც საკუთარი ოთახი და სამეცადინო მაგიდა აქვს, სირცხვილია რომ არ ისწავლო… უმადურობა იქნება რომ არ ისწავლოო… ეს სიტყვები ახლაც ყურში ჩამესმის, ჩემი ძმის თითქმის ყველა კლასელს საკმაოდ დიდი სახლები ჰქონდათ ფართო ოთახებითა და ფანჯრებით… მაგრამ არა საკუთარი მაგიდითა და საკუთარი ფანჯრით რომლიდანაც წესით მათი  სამყარო უნდა დაენახათ… ამ აღმოჩენის შემდეგ, მივხვდი რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და განსაკუთრებით ბავშვისთვის მისი წილი ადგილი სახლში რომელშიც ცხოვრობს, იყოს პატარა, ბნელიც კი, ოღონდ იყოს, ეს არის ადგილი სადაც შენ შენ ხარ და ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, შეგიძლია იკითხო წიგნები, წერო დღიურები, ჩემსავით ვარსკვლავების პოსტერები გააკრა, მერე ჩამოხსნა, ფარდები ხან გადაწიო და მზე შემოუშვა, ხან ჩამობურო და სულ მარტო დარჩე, ხან ბოლო ხმაზე უსმინო მუსიკას, ხან სრულ სიჩუმეში საწოლზე გაწოლილმა თეთრ ჭერს უყურო უაზროდ…tumblr_lzst2tVowA1qb30dwo1_500

ჩემი ღრმა რწმენით საკუთარი ოთახი ბევრ რამეს ნიშნავს, გავლენას ახდენს ჩვენში ბევრ რამეზე და თავისუფლების ნავსაყუდელს წარმოადგენს ჯერ ბავშვობაში და შემდეგ უკვე ასე ნანატრ “დიდობაში”…

პ.ს. ჩემი ბიჭი მეზღვაურია, წელიწადში რამოდენიმეჯერ ჩაიცმევს ხოლმე მის ქათქათა მეზღვაურის ფორმას, დაიხურავს თეთრ ქუდს და წავა, ხან ღონისძიებებზე, ხან გამოსვლებზე, ხან საზღვრებს გარეთ და ა.შ.  გავაყოლებ ხოლმე თვალს და სულ ბებიაჩემის მაგიდიდან მომზირალი მეზღვაური მგონია… გული მწყდება ხოლმე, რომ ერთხელ მაინც ვერ შეხედა ბებომ ამ კაცს, კაცს რომელიც ატარებს მინიდან მომზირალი მეზღვაურის თეთრ ფორმას   კაცს, რომელიც მის საყვარელ კუდრაჭა გოგოს ცხოვრების ყოველ დღეს ულამაზებს…

Advertisements

3 thoughts on “საკუთარი ოთახი

  1. katerina ამბობს:

    ” საკუთარი ოთახი ბევრ რამეს ნიშნავს, გავლენას ახდენს ჩვენში ბევრ რამეზე და თავისუფლების ნავსაყუდელს წარმოადგენს ჯერ ბავშვობაში და შემდეგ უკვე ასე ნანატრ “დიდობაში”…-გეთანხმები. ბევრი ნაცნობი მომენტი და გრძნობა დავინახე. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s