იცვლებიან კი ადამიანები?!

ერთნი ამბობენ ადამიანები არ იცვლებიანო, მეორენი პირიქით, სულ იმის მტკიცებაში არიან რომ ადამიანები იცვლებიან…

ერთნი ამბობენ ურთიერთობები არ იცვლებაო, მეორენი ამას არ აღიარებენ…

ერთნი სიშორეში ეძიებენ რომანტიკას,  მეორენი პირიქით, ამბობენ “თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო” …

11202094_474609632716753_1184439334704730191_n

რაღაც დრომდე ჯერ პირველთა მხარეს ვიყავი, ახლა მეორე მხარეს ვარ… ეს ამბავი სწორედ იმას ამტკიცებს რომ ადამიანები იცვლებიან, ხან დადებითისკენ, ხანაც უარყოფითისკენ, თუმცა ფაქტია რომ იცვლებიან…

მტკიცედ მჯეროდა რომ სიშორე ვერაფერს აკლებდა ურთიერთობებს, რომ მთავარი ის სიყვარული და თავგადასავლები იყო რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკაშირებთ… მაგრამ ნურას უკაცრავად… ყოველდღიურობა გვყლაპავს, ამას სიშორე ემატება, ნელ-ნელა სურვილები ქრება, სასაუბრო თემები ილევა, ღიმილი ყალბდება, შეხვედრა ფორმალობა ხდება და ასე დაუსრულებლად…  თვალყურს ადევნებ შორიდან და ვერც კი გაგიხსენებია როგორი იყო ის დრო, ერთმანეთს რომ ავსებდით, ამშვიდებდით, აცინებდით, საუბრობდით განიწყვეტლივ ყველაზე და ყველაფერზე და ეს საუბარი იყო გულითადი და არა ზრდილობის გამომხატველი “სხვათაშორის” დიალოგი ამინდზე ან საზოგადო მოვლენებზე…

ხვდები ასეთ ადამიანებს ნიშნავს შეხვდე შენს ბავშვობას, შენს სტუდენტობას, შენს სამსახურს, შენს ცხოვრებაში არსებულ სხვადასხვა მომენტებს… მაგრამ არა იმ განცდებს რაც იმ დროს გაგჩენია… არადა ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებთანაც შეფეთება ემოციების მთელ ამალას აახმიანებს შენში…

ჯერ ძალიან გინდა, ჯერ ძალიან ცდილობ, მერე მართლა  აღარ…

სინამდვილეში არ გინდა რომ ეს ურთიერთობები ასე იწყებოდეს და ასე მთავრდებოდეს მაგრამ ალბათ არის რაღაცეები ამ სამყაროში რაც თავიდანვე დასაღუპადაა განწირული…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s