უმნიშვნელო სურვილები

ხანდახან ისეთი უბრალო სურვილები გვაქვს გოგონებს ძალიან უბრალო რომ არის და მაინც ვერ აგვისრულებია… ბავშვობაში ძალიან მორცხვი და წყნარი გოგო ვიყავი, იმდენად  რომ შემეძლო არავინ არასდროს არ შემეწუხებინა, ერთ სათამოშოზე გამერთო მთელი დღე თავი, მთელი დღე მესმინა დაბალ ხმაზე მუსიკა ჩემს პატარა ციმციმებიან მაგნიტოფონში რომელიც მამამ ახალ წელს გვიყიდა მე და ჩემს ძმას, მთელი დღე შემეძლო ვმჯდარიყავი და  ერთი რვეული გამევსო ჩანაწერებითა და მეტად უხეირო ნახატებით, არა ჩემგან მხატვარი არასდროს არ გამოვიდოდა, არც მუსიკოსი, იმიტომ რომ ხელბლუ და ყრუ ვარ 🙂 ყოველშემთხვევაში იმ სტანდარტებში რასაც ეს პროფესიები მოითხოვს, ესეც არ იყოს ჩემი აზრით არის პროფესიები რომლეთათვისაც უბრალოდ უნდა დაიბადო…

ბავშვობაში, უფრო სწორად იმ ხანაში როცა წიგნების კითხვა დავიწყე და ახალი სამყაროთი უსაზღვრო ბედნიერებას განვიცდიდი, როცა უამრავი ლექსი ვიცოდი და დედაჩემის წყალობით სასწაულად მხატრულად ვკითხულობდი, მხოლოდ მწერლობაზე ვოცნებობდი… ბავშვურ ლექსებს და მოთხრობებს ვწერდი და თავი მომავალი მწერალი მეგონა… ერთადერთი ვინც ამას შესაძლოდ თვლიდა ეს ჩემი ტკბილი ბიძია იყო… თუმცა არც ამისგან გამოვიდა რამე…

ჩემი ნამდვილი ვნება ცეკვას უკავშირდება… კარგად მახსოვს პირველად დედამ  ცეკვის გაკვეთილზე რომ წამიყავნა, ტირილით მოვკვდი, არაფერი არ გავაკეთე და იმდენი ვინერვიულე რომ  ისევ ჩაიქნია ხელი და შეეგუა რომ ჩემი სიმორცხვე ხელს მიშლიდა ყველა თავისმოსაწონ საქმეში… ალბათ ჩათვალა რომ გამივლიდა ოდესღაც და მართალიც იყო.. ისე გამიარა სიმორცხვემ ვერც კი შევამჩნიე მაგრამ ცეკვა უსწავლელი დამრჩა… თუმცა ოლიმპიური სიწყნარე და სიმშვიდე მაინც შემრჩა… ახლა ვნანობ რომ არ ვიცეკვე და არ ვცადე დამეძლია  ის სიმორცხვე…

დღესაც ძალიან მინდა რომ ჯადოსნურად ვცეკვავდე… თავდავიწყებით…ჩემი ყველა მოძრაობა პატარა ამბავს ჰყვებოდეს… როცა მოწყენილი ვარ არგენტინულ ტანგოს ვუყურებ და ასე მგონია ვიღაც სხვა ვარ, სასწაული ვნებები მაქვს და ჩემსავით არავის შეუძლია სიყვარული…  იქნებ ერთ დღეს ისე ვიცხოვრო რომ საკუთარი თავის განებივრება შევძლო და ვისწავლო ტანგოს ცეკვა… ვნებები გავაღვიძო და თავიდან შევიყვარო ის ვინც დიდი სიყვარულით მიყვარს…

tumblr_nro6633CMu1u4id69o5_400

Advertisements

8 thoughts on “უმნიშვნელო სურვილები

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჩამოთვლა რომ დავიწყო ვიცი რასაც მიპასუხებ, თუ გინდა მოინდომებ დროსაც ნახავ და შესაბამის პირობებსაცო, მაგრამ ალბათ სათანადოდ ჯერ ვერ ვინდომებ… ლოდინი კი მეტად აუტანელი და არასასურველი გრძნობაა, მაგრამ რემარკისა არ იყოს ყველაზე ცუდი სწორედ ისაა როცა არავის და “არაფერს” ელოდები…

      Like

      • tamagii ამბობს:

        იცი, ახლა თავიდან წავიკითხე და გავიფიქრე, რომ ცეკვა უბრალოდ ცეკვა არ არის. რაღაც განსაკუთრებულის სიმბოლოა და შენ ცეკვის სწავლას კი არა, რაღაც სასწაულებრივს ელოდები ცხოვრებაში :))

        Like

  1. Ercke Mydass ამბობს:

    სიმართლე გითხრა მომეწონე ❤
    თან იმის გამო არ შემოვდიოდი აქ, რომ ათასჯერ მაინც მქონდა გაგონილი სახელი "კუში" ჩემი მშობლების და ბებიის თურქული სერიალების გადამკიდე, ხოდა საერთოდ ეს სერიალები არ მომწონდა, მეტიც ძალიან არ მიყვარდა როცა ჩემიანებიც უყურებდნენ, მოკლედ ასე ავიცრუე გული.
    და ასე და ამ სტერეოტიპებს, რომ ავყევი არ მიზიდავდა აქ შემოსვლა რატომღაც, მაგრამ ახლა ეს წავიკითხე და უკვე აღარ ვაპირებ აქედან გასვლას ❤
    კითხვისას, რომ წარმოვიდგინე შენი გაშლილი თმა და ულამაზესი თვალები (ხო, რატომღაც ასეთი წარმომიდგენიხარ) ულამაზესი. და მწერლობაზე რატომ თქვი უარი? 😦
    ოცნებებს არასდროს არ უნდა უთხრა უარი, უნდა მიჰყვე მხოლოდ მათ.!!!

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მადლობა თუ მოგწონე, მესტუმრე ხოლმე 🙂 ჰო და ინდურ სერიალებთან საერთო არასდროს არაფერი მქონია 🙂
      კომპლიმენტებისთვის დიდი მადლობა, ვერ გეტყვი რამდენად ლამაზი თვალები მაქვს და თმაც რამდენად ჰაეროვანი, ამ ამბავში ობიექტური ვერ ვიქნები, მაგრამ მაინც სასწაულად სასიამოვნო ამის მოსმენა, უფრო სწორად წაკითხვა 🙂

      Liked by 1 person

      • Ercke Mydass ამბობს:

        ვნახოთ როგორი სტუმართმოყვარე ხარ ❤ გესტუმრები თუ არ გაგაწბილებ და არ მომიხურავ კარს ზღურბლზე :დდ 🙂 მაშ შენი სახელი საიდან მოდის? :*
        ხო არც მე ვიცი შენი გარეგნობა 😦 :დ

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s