ახალი “ძველი” აღმოჩენები…

დავაკვირდი, პოსტების წერას ყოველთვის სამუშაო დღის ბოლოს, სახლში წასვლამდე 15 წუთით ადრე ვიწყებ და ვწერ უცებ-უცებ, ხშირად იმერულად რომ ვთქვათ “შესწრებული” პოსტები გამომდის…

დავაკვირდი, ხან უზაროდ ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პოსტებს ვწერ, სილამაზეზე, ბუნებაზე, კულინარიულ მუზებზე და ლამაზ მომავალზე, ისეთ პოსტებს შემდეგ წაკითხვის დროს რომ თავადაც მიკვირს, ნუთუ მე დავწერე?! უფრო ხშირად კი უიმედო, ცხოვრებით უკმაყოფილო უკიდეგანო პესიმისტი ვარ და სულ იმაზე ვწუწუნებ როგორ არ მიმართლებს ცხოვრებაში, როგორი უღიმღამო დღეები მაქვს და როგორი უსუსური ვარ…

დავაკვირდი, იმაზე ათასჯერ მეტად მიჭირს შიგნით,  ვიდრე გარედან ვამჩნევ-ხოლმე…

დავაკვირდი როგორ ვიცვლები, რა დროს ხდება  ან მოხდა პატარ-პატარა გარდატეხები ჩემში?!  როცა სახლში მივდივარ ფეხით , ქუჩებს შორის პატარა ჩიხებში კარგად ჩანს დიდი ყვითელი მზე როგორ იმალება ზღვაში… მე კი მთელი გზა ვუყურებ როგორ გამოანათებს, როგორ დაიმალება… და იმაზე ვფიქრობ როდის შევიცვალე… ან იქნებ არც შევცლილვარ, უბრალოდ ჩემი სულის ამ მხარეებზე ადრე არ მიფიქრია, ახლა კი უსაშველოდ ბევრს ვფიქრობ…

დავაკვირდი, როგორ უნდა იყოს ჩემი ცხოვრება ისეთი როგორიც მე მინდა, თუკი მას მე არ შევქმნი?!

გუშინდელი დღე წარსულია, ხვალინდელი  საჩუქარი, დღევანდელი კი  არის დღე, რომელიც აღარასდროს განმეორდება… შეიძლება ხვალინდელი გამითენდეს, მაგრამ დღევანდელი არასოდეს, არასოდეს არ დაბრუნდება…

მე კი ამ განუმეორებელ დღეებს სისულელებზე ფიქრში და ყოვლად უაზრო საქმეებში ვკარგავ, რომელიც წლების მერე გახსენებადაც კი არ ივარგებს… არადა რაც გულში ჩაგრჩება და მოგონებების დიდ ხურჯინში ადგილს დაიჭერს სწორედ ის იქნება ჩვენი მთავარი ცხოვრება, ჩვენი განვლილი ცხოვრება, ჩვენი წილი ცხოვრება…

tumblr_nm84wxMVzC1rs8w78o1_1280

Advertisements

2 thoughts on “ახალი “ძველი” აღმოჩენები…

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    ძალიან ნაცნობი უკმარისობის გრძნობაა:) მეტი გინდა, ისიც იცი, რომ მეტიც შეგიძლია და მაინც რატომღაც, არ იცი რა გააკეთო. მერე გენანება ჩავლილი დღეებიც და საკუთარი თავიც…. მაგრამ იცოდე, ასე არაა:) ხომ იცი, რომ ყველაზე კარგად, კმაყოფილად და სასარგებლოდ მაშინ გრძნობ თავს, როდესაც სხვებს ჩუქნი ბედნიერებას:) შენ კი სწორედ ასეთი ხარ, ისეთი დადებითი და პოზიტიური, იმდენ ადამიანს სჭირდები და უხარია შენთან ყოფნა, რომ დარწმუნებული იყავი, შენი ყოველი დღე, სულ არაფერი, მარტო ამითაა სავსე და ლამაზი 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      როგორი იმედიან სიტყვებს მიტოვებ სულ, წარმომიდგენოა მართლა როგორ ახალისებ და აგულიანებ ადამიანებს შენს ირგვლივ ყველაფერ კარგისკენ… ჩემზე მართლა ძალიან დადებითად მოქმედებს ასე იმედიანად რომ მიყურებს ვინმე…
      თუმცა საკუთარი თავით უკმაყოფილება თითქმის ყველა ადამიანის განუყოფელი ნაწილია…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s