მშიერი

ხომ არის ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც სიამოვნებით მივბაძავდით და მისნაირი გავხდებოდით, ხომ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ყოფითი დეტალი რომლებიც არ გვინდა დავკარგოთ, ხომ წაგვიკითხავს ისეთი წიგნი, რომ არ დასრულებულიყო ვნატრობდით, ან ისეთი ფილმი გვინახავს  მილიონჯერ ნახვის შემდეგაც რომ არ ნელდება ემოციები და არ უფერულდება, ეს ალბათ იმიტომ ხდება რომ ეს ადამიანები, ეს წიგნები, ფილმები, ფოტოები, უფრო სწორად კი ის მოქმედებები რაც მათში ხდება, ძალიან იჭრებიან ჩვენს პირად სივრცეში, იმდენად პირადში, საკუთარ თავსაც რომ არ ვუშვებთ…

არის შთაბეჭდილებები შექმნისთანავე უარყოფით იარლიყს რომ მივაკრავთ და ერთ  რუტინულ დღეს აღმოვაჩენთ რომ ერთ-ერთი ყველაზე დადებითი ყოფილა, რაც კი განგიცდია…

ალბათ სულ პატარა ბავშვი ვიქნებოდი ჩემთვის რომ ღმერთს ეკითხა რამხელა გინდა იყო მუდამო, ვიქნებოდი ჭყიტასნაირი თავნება და გაბედული ბავშვი, ლინდგრენის წიგნებს ამოვიჩრიდი, კამფეტებს ჩავიყრიდი  შორტის ჯიბეებში და უაზროდ ვიხეტიალებდი ჩემს მეგობრებთან ერთად მშობლიური მხარის ორღობეებში…

და თუ მაინც გავიზრდებოდი, იმ ჩემი მშობლიური მხარიდან გადავიხვეწებოდი შორს, იქ სადაც ჰოლდენის მსგავსი, ისეთი გოგო-ბიჭები გაიზარდნენ კლდის პირას  ჭვავის ყანაში მორბენალი ბავშვების გადარჩენაზე რომ ფიქრობენ გულში, ისე კი დიდი ჯიუტი ცინიკოსი თინეიჯერები რომ ჰგონიათ… გადავიხვეწებოდი იმიტომ კი არა რომ ბავშვად  არ დავრჩი ანდა მშობლიური მხარეები მომბეზრდა, არა, უბრალოდ იმ ბავშვის მონატრება და იმ მხარის სიყვარული თავიდან რომ მესწავლა…

და თუ მაინც ჩამყლაპავდა  სტერეოტიპები, თანამედროვეობის ცელი მეც მომკვეთდა ყველაფერს იმ წარსულიდან გამოყოლილს და დიდი მეგაპოლისებისთვის დამახასიათებელ გაუცხოებას შემყრიდა, მაშინაც მგონია რომ არ დავკარგავდი საკუთარ ოცნებებს, რომელებიც იმდენად უბრალო და ადვილი გონია ადამიანებს რომ სინამდვილეში მისი სირთულის გააზრება ფიქრადაც არ მოსდით ჭკუით გამოტენილ თავებში…

თუკი ვინმე კერისნაირი გოგო ვიქნებოდი და ეს ჩემი ამ გმირისადმი სასწაული სიყვარულის მიუხედავად ყოვლად აუხდენელი და განუხორცილებელი ამბავია, იმიტომ რომ მე სამყაროს თვისობრივად განსხვავებულ მხარეში დავიბადე, გავიზარდე, და  აქ დავბერდები, ვიდრე ამ გმირის პროტოტიპი გოგონები ვინატრებდი  ხოლმე რომ რაღაც განსხვავებული მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, რომ უამრავი თავგადასავალი და ემოცია შემოიჭრას ჩემში, მიყვარდეს, მძულდეს, მერე ისევ მიყვარდეს… ყველა ნაფიქრს კაფეში მეგობრებს ვუზიარებდე და ისინიც გაგიჟებამდე იცინოდნენ ჩემთან ერთად, ან ტიროდნენ, როცა ისევ გული გამიცრუვდება მორიგი სისულელის გამო…

ახლა ზაფხულის ცხელი დღეა, მაგრამ მაინც ახალი წლის იმ ღამეზე ვფიქრობ მირანდა რომ მარტო ზის ნაცრისფერ ოთახში და კამფეტების ჭამაში უიმედობა ეუფლება, კარი რომ იღება და კერი ეხუტება… და ახალი წელიც დგება, ახალი იმედებით, ახალი ფიქრებით, ახალი ოცნებებით…

მე არ ვარ ის ადამიანი მარტო მყოფიც რომ ათას კაცშია და ყველაფერი ეხალისება, მე ის ადამიანი ვარ ათას კაცშიც რომ მარტოა და არაფერი ეხალისება…

მე ურთიერთობები მჭირდება, მაგრამ ამ ურთიერთობებში ვალდებულებების მოთხოვნას ვერ ვიტან, და როგორც წესი ადამიანები  მუდამ  ავალდებულებენ ერთმანეთს, მუდამ რაღაც მოთხოვნებს უყენებენ და ღრმად სწამთ რომ ეს ასე უნდა იყოს… მე კი ამის არ მწამს, ამიტომაც დავდივარ მშიერი, ურთიერთობები მშია… მშიერ ადამიანზე მეტად კი არავინ მეცოდება ამ ქვეყნად…

Advertisements

9 thoughts on “მშიერი

  1. ellemamageishvili ამბობს:

    კუში,რა კარგი პოსტია, აბსოლუტურად რომ ეთანხმები რაღაცას, კითხულობ და შენი დაწერილი გგონია, ის ამბავი მჭირს . ბლოგის ახალი დიზაინი ახლა ვნახე და ესეც ძალიან მომწონს ^_^

    Like

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

    ელე, ჩემო ყველაზე სასურველო სტუმარო, შენ ხომ იცი ქართველი კერი ხარ ჩემთვის 🙂 სიმართლე გითხრა მეც ხშირად გამჩენია მსგავსი გრძნობა შენს ბლოგზე მოხვედრის დროს, მგონია რომ ვიღაცამ ანუ შენ ის დაწერე რაც გულში მედო და თავადაც არ ვიცოდი…
    რაღაცნაირად მომიარა სურვილმა რომ დიზაინი შემეცვალა, ის არაა რაც მინდა მაგრამ დროებით იყოს…

    Like

  3. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ვალდებულება არა, მაგრამ ნებისმიერ ურთიერთობაში პასუხისმგებლობა და ყურადღებაა აუცილებელი და მაცოცხლებელი.
    ცოტა უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, ყველაფერს ვალდებულებებს ვეძახდი და ამ ბოლო დროს ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი.

    ჭყიტა კიდევ მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე სამართლიანი და ჭკვიანი გოგოა. ჰგავს ჰოლდენ კოლფილდს და ამიტომ მოგწონს ეს ორი ალბათ.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა, ყურადღება, ურთიერთდაგასება და სიყვარული ყველაზე მთავარია ადამიანურ ურთიერთობებში, მაგრამ აი ხელოვნურად შექმნილი ვალდებულებები მაქვს მზედველობაში, ე.წ. მეგობრულ, ცოლ-ქმრულ, კოლეგიალურ ურთიერთობებში რომ ზედმეტ წესებს გვიწესებენ და უაზროდ გვთხოვენ მერე ამათ შესრულებას მხოლოდ იმიტომ რომ ვალდებული ვართ, რის გამო ხშირად ვერც კი ვხვდებით მაგრამ მაინც ვალდებული ვართ თურმე…
      ჰო ჭყიტა და ჰოლდენი ამერიკული ლიტერატურატურაში “დაბადებული” საუკეთესო ბავშვები არიან ჩემი აზრით 🙂
      როგორ მომწეონა “ზებრაში” შენი ბლოგის გამოჩენა 🙂 წარმატებები 🙂 იქაც შენი მკითხველი ვარ ❤

      Like

  4. Tinita ამბობს:

    ქერი რომ მირანდასთან მიდის ახალი წლის ღამეს და ის შოტლანდიური საშობაო სიმღერა!!!!! :* :*

    ძალიან ვისიამოვნე ამ პოსტით. ამ ოთხი მეგობრის შეცდომებისადმი დამოკიდებულება მომწონს და პატიების უნარი. რაც არ უნდა მოხდეს, მათი ურთიერთობის სიღრმეზე არ მოქმედებს. 🙂

    სტუდენტობაში მოხსენება წავიკითხე ჰოლდენზე კონფერენციაზე, ამერიკელი პროფესორები გვესწრებოდნენ. ჰოლდენი. კითხვები, კითხვები….

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      თინი მომენატრა შენი ემოციური პოსტები, შემოვიხედავ ხოლმე იქნებ რამე ახალია-თქო…
      ჰო, მე ძალიან, ზალიან მიყვარს ეს ფილმი და ეს 4 გოგო 🙂 სულ ვოცნებობდი ასეთი მეგობრები მყოლოდა, მაგრამ ცხოვრება ამით ნამდვილად არ მანებივრებს 😦

      ჰოლდენი გაცნობისთანავე შემიყვარდა მთელი მისი შეხედულებებით ❤
      და რაც შეეხება ამ ფოტოს გასწვრივ, მე არ ვიცი საიდანაა, ზუსტად ასეთი ფეხსაცმელები მაქვს და სტილიც ჩემია შემოდგომაზე 🙂 მეგობარმა გამომიგზავნა შენ მეგონეო 🙂

      Like

  5. Tinita ამბობს:

    რა ამის პასუხია და აქვე მარჯვნივ სურათზე როგორ მომწონს ჟაკეტი!!! 🙂 ეს ფოტო ფილმიდანაა თუ სადმე იპოვე ნეტში? თუ შენ ხარ ? 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s