წითელ ღვინოსთან ნაფიქრი

როცა ფიქრს ვიწყებ გაღვიძებისას საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ამ ფიქრებში… ადამიანები ბევრი რამით იღლებიან, მუშაობით, სამსახურით, სიარულით, საქმეების ორგანიზებით და მერე ამ საქმეების შესრულებით, იშვიათად ოჯახითაც და მეგობრებითაც, ხანდახან ყოველდღიური გარდაუვალი რუტინითაც… მაგრამ მე ყველაზე მეტად საკუთარი თავით ვიღლები…

აი ერთ დილას რომ გამეღვიძოს და ამ დაღლით არ ვიყო გადაქანცული, ამისთვის რაა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები კარგად… უფრო სწორად დაახლოებით ვხვდები მაგრამ ეს ნაბიჯები, მათი გადადგმა კოლოსალურ ძალებს მოითხოვს, ქვეყნის ამოტრიალების სურვილი მძაფრია ჩემში მაგრამ არც ისე ძალიან რომ გავგიჟდე და მართლა ამოვატრიალო ჩემი წილი სამყარო…

მერე ვალდებულებებს რა ვუყო, მერე გასაკეთებელ საქმეებს რა ვუყო, მერე იმ ადამიანებს რა ვუყო ახლა რომ ქმნიან ამ ჩემს სამყაროს?! საკუთარი ტყავიდან გამოსვლა რომ შემეძლოს, ან დროის გადახვევა, იმ გოგოს მე რომ ვიცნობდი გავუშვებდი სადმე სხვაგან, მოვეფერებოდი და იმედს ჩავუსახავდი რომ წინ ევლო და ვეტყოდი რომ გზად თავად შემოხვდებოდა პატარ-პატარა ბედნიერებები, ცოტა ქარაფშუტა ყოფილიყო კიდეც და ცოტა ოპტიმისტიც… გავუშვებდი სადმე, მის ოცნებებს ლამაზ თავშალში გამოვუკრავდი და ვეტყოდი ისეთი ადგილი მოეძებნა სადაც მატერიებს კი არა ემოციებს შექმნიდა… სადაც იმ ამბებს დაწერდა რასაც აქ ვერ წერს, სადაც ისეთ ადამიანებს შეხვდებოდა ახლა ქუჩებში რომ ეძებს და ვერ პოულობს, სადაც დილაობით ბალახის სურნელი და ჩიტების ჭიკჭიკი გააღვიძებდა და საღამოობით პლედმოხვეული წითელი ღვინის ჭიქის ყურებით დათვრებოდა…

1111

გავუშვებდი იმ გოგოს, თავიდან დაბადების უფლებას მივცემდი, ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობას…

და თუ ადამიანები 40 წლის ასაკშიც კი თავიდან იწყებენ ყველაფერს, მე რატომ არ უნდა მქონდეს იმის იმედი რომ  რომ შეიძლება ეს გოგო მართლაც დაადგეს ახალ გზას, წავიდეს და თავის დიდი ხნის ნანატრი თავგადასავლები შექმნას… თუნდაც 40 წლის შემდეგ…

თუმცა ცხოვრებაში ასე  იშვიათად ხდება…

 

Advertisements

2 thoughts on “წითელ ღვინოსთან ნაფიქრი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s