თაფლაკვერები

ალუბლის ნამცხვრზე გიყვებოდით ამას წინათ და ისიც გითხარით ცხოვრება ჩემი აზრით ალუბლის ნამცხვრივითაა-თქო, ახლა თაფლზეც რომ იგივეს გეტყვით მოდი და ნუ გაგეღიმებათ…  თაფლივით ტკბილ-მწარეცაა ნამდვილად…  ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ზოგისთვის ყველაფერის აღქმა მარტივდება თუ საგანის დახასიათებას გემოების აღწერის გზით წაიყვან, ზოგისთვის ვიზუალია მთავარი, ზოგი სმენას უფრო ენდობა, ზოგიც შეხებებს ანიჭებს უპირატესობას… მოკლედ თუ მაგალითად მანქანას ყიდი და პოტენციურ კლიენტს, რომელიც პირველი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, ეუბნები რომ “ეს მანქანა გემრიელად დადის” ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ უთხრათ “ეს მანქანა გამართულად დადისო”დამიჯერეთ  შანსი ნამდვილად დიდია რომ სარფიანი გარიგება გამოგივათ 🙂 ჰოდა მიუხედავად ჩემი არაგურმანი ხასიათისა მეც გარკვეულწილად გემოებით და სურნელები აღვიქვან ბევრ რამეს, აი მაგალითად ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის მარწყვის გემო აქვს, ჩემს ბავშვობას მწიფე კარალიოკის, მამაჩემის ხსენებისას კი ჩემში უნებურად ვანილის ნაყინის გემო და სურნელი ცოცხლება… და რა ვიცი აბა, თითქმის ყველაფერში ასე ვარ…

თაფლს რაც შეეხება და ფუტკარს, პირველ რიგში დედიკოს გამზადებული ძალით გადაყლაპული კოვზი თაფლი მახსენდება სულ და აივანიდან ხელის გაწვდენით მოკრეფილი გულაბი მსხლიდან გამოჭყეტილი ფუტკრის ნაკბენი და ჩემი კივილი, მთელი ეზო რომ შეძრა… ვერც ნიშნიანიძის ლექსს ვივიწყებ:

 “თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,

 შენ წყენა გრჩება და ტკივილი…

 მაგრამ იცოდე:

 უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,

 ნესტარს ვტოვებ და

 ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს…”

საოცარი ქმნილებაა ფუტკარი…

258

ბავშვობაში ბებიკოსთან სამსახურში მიყვარდა მისვლა, სულ გულით მიმეჩქარებოდა იქ, ჩამომატარებდა ყველა ექიმის და ექთნის ოთახში, ყველა რაღაცას მჩუქნიდა, ზოგი ბლოკნოტებს, ზოგი ფანქრებს, ზოგი კანფეტებს, ზოგიც ფუნთუშებს და რავი…. მაგრამ იმ ბნელ და ტკბილ 90-იანებში ბებიკოს ნაყიდი თაფლაკვერები ე.წ. “პრიანიკები” სულ ყველაფერს მერჩივნა…

ახლა თავად ვაცხობ მსგავს თაფლაკვერებს, “პრიანიკის” ფორმიდან მაფინების ფორმაში “გამოვპრანჭე” და მაინც იმ ბავშვობის გემოს მაგონებს… თუმცა ესენი უფრო კოხტები არიან 🙂 სიამოვნებით დავაგემოვნებინებდი ჩემს ბებოს, წითელქუდასავით ჩავაწყობდი ხის მოწნულ კალათაში, გავუდგებოდი გზას… მანამდე ვივლიდი სანამ არ ჩავუტანდი, ოღონდაც ისევ იქ დამხვეროდა… ახლა აღარც ბებოა, აღარც მისი სამსახური და აღარც მისი სახლი, სწორედ იმიტომ  ვაგროვებ  და ვაფასებ  მოგონებებს, რომ მათ საოცარი თვისება აქვთ, მაშინაც კი შეუძლიათ იარსებონ შენში როცა უკვე დიდი ხნის გამქრალები არიან, გაიღვიძებენ უცებ შენში, გაგათბობენ და გაქრებიან ისევ…

რეცეპტი მარტივია: აიღებთ 3 ჩ/ჭ შაქარს აუმატებთ 7 ს/კ ზეთს, 3 ჩ/ჭ მაწონს, სოდას ძმრით, 6 ს/კ თაფლს, ვანილს და ფქვილს და ყველაფერს ერთმანეთში ავურევთ… (ფქვილი იმდენი უნდა ვუყოთ, რომ კოვზზე ჩერდებოდეს მასა და არ გადმოდიოდეს)

გააკეთეთ, დააგემოვნეთ და სასიამოვნო მოგონებები გააცოცხლეთ თქვენში…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s