ვლოგერები

ძირითადად, ყველა ვმუშაობთ დილიდან საღამომდე, ზოგი სამსახურებში, რომლებიც განსხვავდებიან თვისობრივად და ყველას მისი ინტერესების მიხედვით აქვს ნაპოვნი, ან იმის მიხედვით რაც ეხერხება, ზოგი სახლში მუშაობს, ზოგიც სწავლობს, ვიღაც სკოლაში, ვიღაც კოლეჯში, ვიღაც უნივერსიტეტში… ესეც მისწრაფებებისა და შესაძლებლობების მიხედვით…თუმცა ჩვენ ძირითადად ყოველთვის ვპოულობთ დროს რომ ვუყუროთ ფილმებს, წავიკითხოთ წიგნები, მოვუსმინოთ ახალ ამბებს და ასე ვთქვათ წამიერად ამოვისუნთქოთ, მიუხედავად ჩვენი ერთი შეხედვით მოუცლელობისა…

ყველა ადამიანს თავის ე.წ. ჰობი აქვს, აი მაგალითად მე რომ ახლა აქ რაღაცეებს ვწერ ყოველგვარი მიზეზისა და ანაზღაურების გარეშე, ეს ჩემი ჰობია, თქვენ რომ ამ ნაწერებს კითხულობთ (თუ რა თქმა უნდა სიტემატურად კითხულობთ და თქვენს ძვირფას დროს გვითმობთ) ესე იგი გარკვეულწილად ეს თქვენი ჰობია, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება თქვენ თავად სულ არ აწარმოებდეთ ბლოგს, არც აქ იყოთ დარეგისტრირებული და არც კომენტარებს ტოვებდეთ და არც ლაიქებს, მოკლედ ეს ამბავი ცალმხრივი იყოს, მაგრამ თქვენ მაინც კითხულობდეთ ყოველ ახალ პოსტს…… ისევე როგორც მე ვკითხულობ და ვუყურებ სხვა ბლოგერებს… ადრე ვწერდი იმაზე თუ როგორ აღმოვაჩინე youtube-ს სხვა მხარე და როგორ მივხვდი რომ ეს საიტი მხოლოდ მუსიკებისა და ფილმების სანახავად არ იყო შექმნილი, რომ ეს საიტი იტევს უამრავი საინტერესო ადამიანის პირად channel-ებს, რომლებიც თავიანთი ვიდეოებით გვიზიარებენ ცხოვრების საინტერესო მომენტებს, თავიანთ შეხედულებებს მთელ რიგ საკითხებზე და ამით სიამოვნებასაც იღებენ და უკვე კარგა ხანია შემოსავალსაც… თუმცა ჩვენ ქვყანაში ეს ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა…

რამხელა შესავალი გამომივიდა, არადა მოკლედ შემეძლო მეთქვა ჩემი საყვარელი გოგონების channel-ები რომ უნდა გაგიზიაროთ youtube-ზე 🙂 თავიდანვე გეტყვით რომ ვუყურებ როგორც ინგლისურენოვან ვლოგერებს, ისე რუსულენოვანს, მართალია ინგლისური სასწაულად არ ვიცი მაგრამ თავის მხრივ ინგლისურენოვანი ვიდეოები ძალიან მეხმარება ამ მხრივ 🙂

მოდი ინგლისურენოვანი channel-ებით დავიწყებ:

რუსულენოვანი ვლოგერები:

★ Lizaonair და Estonianna-ზე უკვე გესაუბრეთ ძველ პოსტში 🙂

  • ახლა ძალიან საყვარელი, თბილი და ბუნებრივი გოგონების elena864  და Osia-ს ჯერია 🙂
  •  მოდური და საინტერესო გოგონები არიან Jenya Geyn ალმაატადან და PolinaRepik ამერიკიდან 🙂
  • ახალგაზრდა და ლამაზი დედიკოები არიან harmonyofbeautyVictoria Portfolio და Morskaymar 🙂
  • Natasha NaffyNaffy Life
  •  missAnnsh & wikky3000 🙂
  • კავკასიური დომხალია  “Blablablabla2008 და Domxozynet გვერდებზე

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მე ასეთებსაც ვუყურებ, სწორედ იმის გამოა ადამიანთა მოდგმა საინტერესო რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით და მრავალფეროვანი შეხედულებები, კულტურა და სულისკვეთება გვაქვს 🙂

ძალიან საინტერესო იქნებოდა ქართველი ვლოგერები რომ გვყავდეს, სამწუხაროდ მე ვერ აღმოვაჩინე ასეთი ჯერ-ჯერობით გარდა ყველაზე მზიანი ბლოგერის ადრეული მცდელობისა რომელისაც მე ვთვლი რომ ეს ძალიან საყვარლად და ლაღად გამოდიოდა 🙂 სიამოვნებით ვნახავდი კიდევ… და ხანდახან ვფიქრობ, ალბათ ვცდიდი კიდეც ვინმე რომ ამყვებოდეს… მარტო კაცი ხომ იცით ჭამაშიდაც რომ ცოდოა:)IMG_20151010_095433

ალბათ თქვენც გეყოლებათ საყვარელი ვლოგერები youtube-ზე, არ დაიზაროთ და გამიზიარეთ თქვენი საყვარელი გოგონების ვიდეოები 🙂

Advertisements

11 thoughts on “ვლოგერები

  1. Katy Chelidze ამბობს:

    ვერა საყვარელო როგორც იტყვიან ჩემს გულში იჯექი )) სულ მინდა და სულ ვეძებ ქართველ ვიდეო ბლოგერებს და ძალიან მინდა რომ ვინმემ დაიწყოს ბოლოს და ბოლოს. მეც მინდა დიდი ხანია მაგრამ არ ვიცი კრიტიკის მეშინია თუ რა არის ვერ გავბედე ვერაფრით. არადა ძალიან ბევრი იდეა მაქვს და თან ძალიან მიყვარს სხვების ყურება.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      წარმოიდგინე რამდენი ჩვენნაირია ვისაც სურს და პირველობის ეშინია 🙂 არადა ძალიან კარგი იქნებოდა, საინტერესო ჩემთვის და ჩვენნაირი ინტერესების მქონე ადამიანებისთვის… სხვების ყურება კი ძალიან ძალიან მიყვარს, ვერთობი კიდეც და ძალიან ბევრ რამეებსაც ვჰებულობ 🙂 მიხარია რომ ჩვენი ფიქრები ასე ემთხვევა 🙂

      Like

  2. მერც ანნა ბლუმი ამბობს:

    ნუ გეშინიათ, გვყავს რამდენიმე ვიდეო ბლოგერი. იმის გარდა, რომ ონლაინ ჟურნალები აწარმოებენ ვ ბლოგებს, ვიღაცეები პერსონალურ სივრცეშიც გამოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად, თაკო კობახიძე გამახსენდა მაკიაჟზე. ორიოდე ბიჭია გაჯეტებზე, კომპ თამაშებზე და ა.შ რომ საუბრობს. ქსელურ მარკეტინგზეც გვაქვს. მოკლედ, პრობლემა ის კი არაა, რომ არავინ დაიწყო, იმაშია, რომ ეს ვ ბლოგები მიტოვებულია, არაა ხშირი, არ მოუწვდენია მათზე ხმას ჩვენამდე და ა.შ.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      პრინციპში გვყავს მაგრამ თემატური ვლოგერები უფრო როგორც შენ ჩამოაყალიბე, მაგრამ არავინ ისეთი ვინც უფრო ფართო და მრავალფეროვან თემებს გაშლის… ასევე ამას პოპულარიზაციას არავინ უწევს და კიდევ ჩვენთან იუთუბს ძირითადად მხოლოდ მუსიკების მომსასმენად იყენებებ :))))

      Like

  3. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    დიდი მადლობა, რომ მოგეწონა ჩემი ძველი ვლოგები. ძალიან აღტაცებული ვიყავი ბლოგინგით მაშინ და ვიდეობის გაკეთებაც არ მეზარებოდა.
    მგონი, სურვილი თუ გაქვთ, აუცილებლად უნდა გააკეთოთ, სულაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის, მერე ნელ-ნელა სხვებიც ნახავენ, მოუნდებათ და იქნებ, გაიღვიძოს ქართულმა ვლოგინგმაც ოდესმე 🙂

    Like

  4. Kate ამბობს:

    მე დიდი ხანია მინდა დაწყება.
    თან ახლა მითუმეტეს რაც საქართველოში აღარ ვარ.
    ჰოდა რა ვიცი აბა. ვფიქრობ.
    პირველი დაწყების მეშინია და თავს მხოლოდ მაგიტომ ვიკავებ. ვიღაც გამაკრიტიკებს, ვიღაც რაღაცას იტყვის და ნუ მოკლედ.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s