დილის განწყობა

ზაფხულის დილის განწყობა ყოველთვის სულ სხვაა, მით უფრო თუ მზიანი დილაა, ნათელი და თბილი… და კიდევ უფრო საოცარია თუ ამ დროს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობ… მე ბათუმი არ მიყვარს, არც აქაური ვარ და არც არაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან, უბრალოდ აქ ვცხოვრობ, ვამბობ რომ დროებით მაგრამ ამასობაში უკვე 3 წელი მიილია… მაგრამ ამ ქალაქისადმი ჩემი ინერტული დამოკიდებულება ხელს არაფრით არ მიშლის იმაში რომ მისი სილამაზე აღვიქვა, ზღვის მონაბერი ჰაერით დავტკბე და ხანდახან დილაობით ზღვისპირა ბილიკზე ვირბინო, თან ვივარჯიშო და თან ვიფიქრო ამ ქალაქივით ლამაზ მომავალზე… თუმცა ზუსტად ვიცი რომ აქედან გადაბარგების შემდეგ აქაურობაც მომენატრება და ზღვისპირიც… მაგრამ მანამდე ვფიქრობ კიდევ ბევრი დროა…

თუ არ დავიზარე, ადრე ავდექი და ჩემი სახლიდან ზღვამდე არსებული ხუთ წუთში გასავლელი მანძილი მხნედ გავიარე, ვიცი იქ ნამდვილად დავტკბები სილამაზით… აყვავებული ყვავილებით, კოხტად ჩამწკრივებული პალმებით, ზღვის ლიცლიცით, ფერადოვანი კენჭებით და ადამიანებით… დილით მოსეირნე მოხუცებით, ახალგაზრდა მოვარჯიშე გოგო-ბიჭებით, მუდამ თამაშისა და ხტუნვის ხასიათზე მყოფი პატარებით…

დავსეირნობ, შიგადაშიგ დავრბივარ, ყურსასმენებში ჩემი საყვარელი მუსიკა მესმის და მაშინ ყველაზე მეტად ვიჯერებ რომ ეს დღეც კარგად ჩაივლის, რომ სახლში ყოველთვის დამელოდება ჩემი ბიჭი ცივი ყავით ხელში, რომ ჩემი შვილი კარგად არის და კარგად იქნება, რომ ჩემი მომავალი მალე ისეთი იქნება როგორიც მე მინდა იყოს და რავი, ნელ-ნელა უფრო ვკონკრეტდები და იმ დღეს გასაკეთებელი საქმეების გეგმას ვადგენ, აკი ტყუილა კი არ ავიღე ტესტში უმაღლესი ქულა დაგეგმარებასა და ორგანიზებაში:) რაც მართალი, მართალი 🙂 ხანდახან საკუთარი თავიც უნდა შევაქოთ….

ამჯერად ზღვისპირა ქალაქის დილის განწყობას ჩემი ფოტოებით გაჩუქებთ…

6 5 4 3

121201918

16 151413

14 7

Advertisements

3 thoughts on “დილის განწყობა

  1. tamagii ამბობს:

    კუში, სულ მგონია, რომ ზღვისპირა ქალაქში კარგად უნდა იყოს ყველა. აბა როგორ შეიძლება ცუდად იყო ადამიანი, როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია უყურო ამ ხედს, შენ სურათებზე, განსაკუთრებით ბოლო ფოტოზე რომ ჩანს. ძალიან მშურს შენი 🙂 ❤

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      აბა რა გითხრა, თუ ამ ქალაქში ცხოვრობ დაბადებიდან ალბათ ორმაგად საყვარელი და სასურველია, მაგრამ მე მაინც ინერტულად ვარ განწყობილი ამ ქალაქისადმი, იმიტომ რომ აქ არავინ მყავს ჩემიანი, თუმცა შეუძლებელია სიამოვნება არ მიიღო სილამაზით ზღვით და მისი ლიცლიცით… განსაკუთრებით ზაფხულში 🙂 შორიდან ვიცი ყველას უყვარს და უნდა, იმიტომ რომ აქაურობა დასვენებასთან, დტროის საამურად გატარებასთან და რუჯთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების ამ ეტაპზე რუტინული ყოფაა 🙂

      Like

      • tamagii ამბობს:

        ხო, შეიძლება სანამ საოცნებო და სანატრელია მანამდეა ასე კარგი. ყოველ დღიურობაში შეიძლება გაიცვითოს ჩემთვისაც.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s