არასაბავშვო ძილისპირული ფიქრები

კვირა საღამოა… როგორც ყოველთვის მარტოობის, სიჩუმის, სიწყნარის საღამო… ისე მივეჩვიე ასეთ მარტოობას რომ ხანდახან მეშინია, რომ ვერ გადავეჩვიო?! ზოგჯერ სიჩუმეს სიმშვიდე მოაქვს, სიმშვიდეს სიწყნარე, მაგრამ ხანდახან ეს სიჩუმე ძალიან გვაშინებს ხოლმე.. შიში კი თავის მხრივ უამრავ ემოციებს აღძრავს ჩვენში, იმ ემოციებს, მთელი ძალებით რომ ყველაზე ბნელ კუთხეში ვმალავთ…

ზოგჯერ ძალიან ლამაზად ღამდება და დილაც ლამაზად თენდება, ცაზე ვეებერთელა ყვითელი მზე ამოცურდება და გული თავისთავად ღიღინებს ბავშვობაში ნასწავლ მისალმებას, “მზეო მზეო ცხრათვალა, ვის უცინი ვისა?”… და ისიც მზის სხივებით გპასუხობს “შენ გიცინი პატარავ, დილა მშვიდობისა!”

მაგრამ…

ხანდახან უცნაური სიჩუმით ღამდება და ბნელდება… ხანდახან როცა მზე იძინებს და შენც უნდა იძინებდე უცნაურ ღამეს უცნაური სუჩუმე მოაქვს, შეიძლებ იმ წუთას შენთან არა, მაგრამ ვიღაც სხვასთან აუცილებლად… აი მაგალითად სიჩუმეში ნელ-ნელა წვიმის წვეთების ხმას გაიგონებ ფანჯრის მინებზე… მერე ეს ხმა წუთებში გაძლიერდება… აბობოქრებული მდინარის ხმას გაგაგონებს, გულს აგიფორიაქებს, შიში აგიტანს, ეს შიში ყველა ნერვს აგიტოკებს, თვალებს აგიცრემლებს, სულში ჩაგისახლება და ან თავს დააღწევ ან ვერა…

ან კიდევ ფეხებქვეშ ამ ბებერი, მრავალ ომგადახდილი და მაინც ძლიერი მიწის შეტოტმანებას იგრძნობ და სხეულს ვეღარ დაიმორჩილებ… არც ამ დროს მიგატოვებს ნაცნობი მეწყვილე-შიში…

ან კიდევ ქარი დაუბერავს. ოღონდ ზურგის არა… ისე დაუბერავს რაც კი შეგიქმნია უდაბნოს მტვრად აქცევს…  სუნთქვას შეგაკავებინებს, ჰაერში მომაკვდავი პეპელასავით გაფრიალებს და თუ მიწაზე დაეშვები და მაინც ისუნთქებ, მაშინ ნამდვილად შენთვის გაუღიმია იმ მზეს, დილით რომ ყოველთვის უნდა ამოვიდეს…

ეს ყველაფერი გვკლავს… ეს ყველაფერი გვანგრევს… ეს ყველაფერი გულს გვიჩერებს…მერე კი საიდანღაც რწმენისა და იმედის დასტაქარები გამოჩნდებიან…  სუნთქვას თავიდან გვაწყებინებენ… თვალებს თავიდან გვახელინებენ და ცოტათი უფრო გამოცდილებს და შემწყნარებლებს გვეღვიძება… გვეღვიძება თუკი მოგვისწრეს…

ასე გრძელდება ათასწლეულები და ასე გაგრძელდება მაშინაც როცა ჩვენ აღარ ვიქნებით… მაგრამ მანამდე რასაც განვიცდით, მხოლოდ ისაა ჩვენი სიცოცხლე… სანამ გვეშინია, მანამდე ვიბრძვით, სანამდე ვიბრძვით მანამდე ვსუნთქავთ… და არა პირიქით!

ჩვენ შეიძლება ფიზიკურად ჯერ ვსუნთქავდეთ და მერე ვიბრძოდეთ, მაგრამ ვერასდროს ვერ ვისუნთქებთ თუ არ ვიბრძოლებთ…

413066_369058076453961_351223685_o

Advertisements

3 thoughts on “არასაბავშვო ძილისპირული ფიქრები

  1. Sophie Sunny Golden ამბობს:

    ულამაზესი ჩანახატია, მადლობა გაზიარებისთვის. ზოგჯერ ისე მჭირდება მსგავსი ნაწერების კითხვა ხოლმე.
    ყველაზე რთული საკუთარ თავთან ბრძოლაა, მე თუ მკითხავ, საკუთარ სისუსტეებთან, სიჯიუტეებთან და სიამაყეებთან…

    “მზეო, მზეო ცხრათვალა და ჩიტო, ჩიტო ნაცარა” კიდევ, როგორ მიყვარს, იცი? ჩემს შვილებს ყოველ დილას ასე ვეუბნები, დედაჩემიც ასე მეუბნებოდა ყოველ დილას და ვფიქრობ, ძალიან იმოქმედა ჩემი ისედაც პოზიტიური ხასიათის განვითრებაზე 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ყოველ დილით როცა ჩემს გოგოს ვაღვიძებდი ხოლმე სულ ვესალმებოდი ამ ლექსით და ისიც თავის ბავშვური ტიკტიკით იმეორებდა, მიყვარს ძალიან ეს ლექსი, იმედს მისახავს…
      ყველაზე რთული მართლაც საკუთარ თავთან ჭიდილიაა…
      მადლობა შენ ❤

      Like

  2. Shota ამბობს:

    ….. აბა რა ვთქვა ჩემო კარგო, დავმუნჯდი და დავფიქრდი ბმული რომ წავიკითხე!
    გული მტკივა რო მხოლოდ დღეს ვიკადრე და ვესტუმრე შენს ბლოგს, რისთვისაც ბოდიშს გიხდი, თუმცა მინდა ვაღიარო რო შეუდარებელი ხარ. ზუსტად ამ შეუდარებლობამ მომხიბლა თავის დროზე და დღეს ერთად ვართ, თუ შეიძლება ამას ეთად ყოფნა უწოდო. თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებ ყველაფერს რაზეც ზემოთ საუბრობ და ვხვდები რომ ლომის წვლილი მე მიმიძღვის ბევრ რამეში. მინდა იცოდე რო უკიდეგანოდ მიყვარხარ !

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s