როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

რაც თავი მახსოვს ბავშვობაში სულ მაღალი, სუსტი და კაფანდარა გოგო ვიყავი, მამიდაჩემი მოფერებით “წრიპას” მეძახდა, მეგობრები “ყანჩას”, სიმაღლისა და ძალიან წვრილი ფეხების გამო, ჩემი სახლის ეზოდან კი დედაჩემის მუდამ განწირული ხმა ისმოდა : ჭამე, დაღეჭე, გადაყლაპე 🙂 და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ არ გავთხოვდი… მაშინ 17 წლის ვიყავი და 18 წლისას უკვე 2 დღის გოგო მყავდა, ჩემი გახარება და გაღიმება 🙂

ორსულობის პირველ თვეში 53 კგ ვიყავი, სამშობიაროში 72 კგ შევედი და იქედან 65 კგ გამოვედი… და დავრჩი ეს წონა წლების მანძილზე, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, დაიწყო ჩემი “მჯდომარე” ცხოვრებაც და წონამაც არ დააყოვნა, იმატა და იმატა… საშინელი დეპრესია დამეწყო, არ მომწონდა საკუთარი თავი, აღარ ვყიდულობდი ტანსაცმელს, არ ვიღებდი ფოტოებს, ნაცნობები მეკითხებოდნენ მეორე ბავშვს ხომ არ ელოდებიო, ეს სულ მაგიჟებდა, ვჭამდი და ვტიროდი, ვტიროდი და ვჭამდი…

ალბათ დაგაინტერესებთ რა დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყველაფრისადმი ჩემს მეუღლეს, მოკლედ გეტყვით არანაირი… ის თვლიდა რომ ეს არ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის… მაგრამ  ერთ დღეს სრულიად შემთხვევით მეგობართან ავიწონე და სწორედ იქ შემოვკარი განგაშის ზარი, 70 კგ!!! ეს იყო სრული კოშმარი 😦 საკუთარ თავს ვეკითხებოდი როგორ მივედი ამ ზომამდე გოგო რომელიც 50 კგ-ს იწონიდა მუდამ და ყველას ძალიან მოსწონდა…

ჩემს დეპრესიას დასასრული არ უცანდა, შესაბამისად ეს უკვე აუტანელი იყო… ერთ საღამოს, ზუსტად მახსოვს 23 ოქტომბერი იყო (2013), საუბარს მოყვა და ჩემმა ბიჭმა მითხრა რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაინც ვერ დაიკლებ და ნერვებს კი ინადგურებ ასეთი მიდგომითო… და დავფიქრდი, თან გავვოცდი, მე ხომ არასდროს მიცდია დაკლება და თუკი არ ვცდიდი აბა როგორ უნდა დამეკლო??? 5-6 წლის მანძილზე არასდროს მიცდია საკუთარი თავისთვის და ზედმეტი კგ-ებისთვის მიმეხედა და ძალიან გავბრაზდი… პირველ როგში საკუთარ თავზე, მერე ჩემს ბიჭზე, რომელიც ასე ჰაერზე მიმტკიცებდა რომ ვერ დავიკლებდი 😦 ჰოდა ნიძლავი დავდე მასთან, რომ ახალ წელს 10 კგ-თი ნაკლები ვიქნებოდი, ანუ 60 კგ 🙂

პირველ რიგში ვიყიდე ლამაზი წითელი საწორი, თქვენც ამას გირჩევთ რომ საკუთარი სასწორი იქონიოთ 🙂  შემდეგ ბუნებრივია  ყბადაღებულ დიეტებს დავუწყე ინტერნეტში ძიება და ჩემი მაშინდელი ჭკუით ყველაზე “ჯანსაღი” ამოვარჩიე, ე. წ. იაპონური დიეტა, რომელიც 2 კვირა გრძელდება და მეორდება:

258

მაგრამ დიეტა რა დიეტაა თუ არ დაარღვიე 🙂 ზედმიწევნით ვერ დავიცავი, აი ტომატის წვენი არ დამილევია და კომბოსტო არ მომიხარშავს , ვაკეთებდი კოულ სლოუს სალათივით… დილით თაფლიან ჩაის ვსვამდი და 2 კვირის შემდეგ -6,5 ვიყავი…

აქვე ლინკს დაგიტოვებთ, ეს დიეტა დაიცვა ცნობილმა რუსმა ვლოგერმა ნატაშამ, მისი ყოველდღიური მენიუებიფოტოები და შედეგი მის ბლოგზეა 🙂

აი ამის შემდეგ ძალიან დიდი სტიმული მომეცა და გადავწყვიტე რომ კლების პროცესი გამეგრძელებინა მაგრამ არა დიეტებთ, არამედ კალორიების თვლით, დაახლოებით ვითვლიდი კალორაჟს 1200-1300 კალორიის ფარგლებში დღეში, აღარ ვჭამდი პურსა და ცომეულს არ ვიღებდი შაქარს პირდაპირი სახით, ასევე გამიმართლა და არ მიყვარდა და არც ეხლა მიყვარს ნამცხვრეულობა ( მიუხედავად იმისა რომ ხშირად ვამზადებ), დღეში მხოლოდ არც მეტი არც ნაკლები 30 გრ მწარე შოკოლადით ვინებივრებდი თავს 🙂 ჰოდა კიდევ ვერიდებოდი შემწვარ საკვებს ძირითადად მოხარშულს ვანიჭებდი უპირატესობას და ზოგადად ცილოვან საკვებს ვჭამდი, მაგ, ქათმისა და საქონლის ხორცს, თევზს ( რომელსაც ყოველთვის ვწვავდი ) კვერცხს, არაჟანს, ყველს, ასევე ბოსტნეულსა და ხილს.

hf

მოტივაციამ ისე იმატა შედეგებთან ერთად რომ დილაობით სანაპიროზე სირბილი დავიწყე,  ცოტა-ცოტა, მაგრამ მაინც ხელს მიწყობდა… გვიან მხოლოდ ხილს მივირთმევდი, მსუბუქად და კარგად ვგრძნობდი თავს და ძველი, საგულდაგულოდ შენახული, წლების წინანდელი ტანსაცმელებიც ნელ-ნელა მერგებოდა, L-დან S-ზე (ასევე XS-ც) ჩამოვედი 🙂 42 ზომა შარვლებიდან 36-ზე.. და ხომ წარმოგიდგენიათ რა ლაღი და კმაყოფილი ვიქნებოდი ჩემი თავით 🙂

ახალ წელს 59 კგ ვიყავი, ბედნიერი ვიყავი იმიტომ რომ კორპორაციული საღამოს მოტმასნილ კაბაში არც მუცელს ვმალავდი და არც თეძოებს 🙂 ჩემს ბიჭს ნიძლავი მოვუგე და მხოლოდ მას კი არა საკუთარ თავსაც!!!

თებერვლის დასაწყისში (2014)  კი 54 კგ ვიყავი და ასეა დღემდე 🙂 არაფერს არ ვაკეთებ განსაკუთრებულს, ყველაფერს მივირთმევ ზომიერად ხინკალსაც და ხაჭაპურსაც ნაყინსაც და შოკოლადსაც 🙂 ერთადერთი პურს არ ვჭამ, ხანდახან მხოლოდ შავს და ასევე ვერიდები შაქარს, გემოს რეცეპტორები იცვლებაო რომ ამბობენ მართალია, ახლა საერთოდ არ მიყვარს ტკბილი ჩაი, უშაქრო უფრო შემიყვარდა… მე ვფიქრობ ჩემი ორგანიზმი მიეჩვია ამ წონას და ვარ ძალიან კომფორტულად… ვიცი აქ კარგი იქნებოდა ჩემი ფოტოებიც დამერთო მაგრამ სიმართლე გითხრათ ამის სურვილი არ მაქვს 😦 ჩემი თავის ყურება იმ ფოტოებში არ მიყვარს 😦

ამ პოსტის დაწერა კარგა ხანია მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი, ხან მეზარებოდა ხან მერიდებოდა ხან რა და ხან რა… მაგრამ ახლა დავფიქრდი, რატომაც არა? თუკი ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგება, ვინმეს სტიმულს მისცემს, ერთ ნაბიჯს მაინც გადაადგმევინებს სასურველი მიზნისკენ, იყოს რა დაშავდება? შეიძლება მეგობრებო ჩემი მონათხრობი კვებასთან დაკავშირებით ზედაპირული და მარტივი მოგეჩვენოთ მაგრამ დამიჯერეთ ასეა, არ დაგავიწყდეთ რომ  ყველაფერი გენიალური  მარტივია და თავის მხრივ ის რაც ძალიან მარტივია, ამავდროულად ძალიან რთულიცაა…

თუ თქვენ ჯანმრთელობის პრობლემა არ გაქვთ და მაინც ვერ იკლებთ, დაფიქრდით, ან არასწორად უდგებით მთელ ამ პროცესს, ან საკმარისი მოტივაცია არ გაქვთ ან თქვენი “ორშაბათი” ჯერ არ დამდგარა…

ვნანობ იმ დაკარგულ დროს, და გული მწყდება რომ საკუთარ თავს პატივს არ ვცემდი ამ მხრივ, თქვენც ამას გირჩევთ, პატივი ეცით თქვენს თავს და პიროვნულად კი ნუ შეიცვლებით, არამედ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი… თუკი მე შევძელი, ვიღაც სხვამ შეძლო ესე იგი თქვენც შეძლებთ 🙂 აუცილებლად შეძლებთ, უბრალოდ ძალიან უნდა მოინდომოთ და გჯეროდეთ!

დაიწყე დღეს რომ ხვალ საკუთარი თავით იყო კმაყოფილი  და ამ ყვეყნად უამრავი სხვა პრობლემიდან ერთით ნაკლები გაწუხებდეს!

desktop-1920x1200

Advertisements

12 thoughts on “როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

  1. A Magazine ამბობს:

    Zalian samotivacio postia<3 es mjirdeboda zustad, radgan orsulobis mere momatebul kiloebs dgemde davatareb da tavisit ar gaqrebian. dietologs mivmarte da vnaxot rom davicyeb dietas ra shedegebi meqneba. shen yochag rom aiyvane tavi xelshi da dautme dro sakutar tavs. zalian rtulia, magram shen es gaakete. saamayoa.

    Like

  2. თამრი ამბობს:

    რა კარგი გოგო ხარ !!!
    ძალიან გამახარე! ძალიან! ასე გააგრძელე, იყავი ჯანმრთელი და ლამაზი. მიეცი სხვას ჯანსაღი მაგალითი და მოტივაცია ❤

    Liked by 1 person

  3. Katy Chelidze ამბობს:

    ყველაზე მეტად ახლა, როცა ჩემი მოტივაცია და საკუთარი თავისადმი რწმენა 0-ზე მქონდა ეს პოსტი დამეხმარა ძალების მოკრებაში. მადლობა შენ ამისათვის! ❤

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მადლობა შენ ჩემო კარგო, უბრალოდ გჯეროდეს შენი თავის და არ შეწყვიტო არასდროს შენ თავთან დიალოგი რომ ამას შევძლებ სულ ასე წაახალისე და ყველაფერი გამოგივა… მესტუმრე ხოლმე ვეცდები სულ გაგახარო ❤

      Like

  4. Takimeka ამბობს:

    აი მეც გესტუმრე შენს ძალიან ლამაზ და საინტერესო ბლოგზე. ^_^ რათქმაუნდა პირველ რიგში Healthy Lifestyle კატეგორიას მივაშურე. ამჯერადაც დავრწმუნდი, რომ სწორი კვება და ამ პრობლემასთან სწორი მიდგომა არის ყველაზე კარგი გამოსავალი. ძალიან კარგია, რომ მიაღწიე დასახულ მიზანს. მე ჯერ კიდევ კლების პროცესში ვარ. 🙂 ხშირად გესტუმრები ხოლმე ❤

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s