ამბავი კარგ მამიკოებზე…

გვიანი შემოდგომაა…უეჭველად სუხნარევი ფოთოლცვენაა დაწყებული… ზაფხული რომ იყოს დილით მამიკო სახლში არ იქნებოდა… თავის ყინულის სასახლეში ჯადოსნური და გემრიელი ნაყინების მომზადებით იქნებოდა დაკავებული… მე დილაობით ყოველთვის გავრბივარ და მის საწოლში ვნებივრობ… ჩემი ძმა ყოველთვის დედიკოსკენ მირბის… საწოლი დიდი არაა მაგრამ ძალიან რბილი, თბილი და ფუმფულაა… მე ისე მიყვარს იქ ხტუნაობა… არადა სხვა დროს ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ…

დილაობით მულტფილმებს ვუყურებთ, ხან რას ხან რას, ის დროა მხოლოდ ტელევიზორი რომ არის და სხვა არაფერი… მაგრამ დღეს სტინგი მღერის ბოლო ხმაზე თავის ინგლისელს ნიუ იორკში 🙂 მე და მამიკო რიტმულად ვმოძრაობთ და აშკარად მოგვწონს, ორივეს ძალიან მოგვწონს… ჩემთვის უცნობ სიტყვებს უზომო ემოცია მოაქვს და გვიახარია რომ ერთმანეთი გვყავს… საწოლის ბოლოში ჩვენი შავი კატა იზმორება, ასე რომ უყვარს და მეცილება ჩემს მამიკოსთან ძილში და კნუტუნში…

ნეტავ როდის ხდებიან შვილების თვალში მამები გმირები? ან რაა გმირობა? ან მამობა რაა? ისინი არ გვატარებენ 9 თვე მუცლით, არ იტანენ მშობიარობის აუტანელ ტკივილებს, არ გვკვებავენ საკუთარი სხეულითა და ნერვებით, უმეტესწილად, ისინი დედასავით არც ღამეებს გვითევენ, არც სიცხეს გვიზომავენ, არც თეთრეულს გვიცვლიან და გვირეცხავენ, არც გაკვეთილებს გვამზადებინებენ დედასავით ხშირად, არც სკოლის კრებებზე დადიან და არც მიღებულ ფრიადებს ვახარებთ პირველებს, არც პირველ სიყვარულზე და საჩუქრებზე ვუყვებით არაფერს, არც აბეზარ თაყვანისმცემლებზე და არც სასურველებზე…

მაგრამ ისინი მაინც პირველები არიან… მამაჩემისნაირი მამები ყოველთვის პირველები არიან გულში, ისინი არასდროს ყვირიან, არასდროს ბრაზდებიან, არასდროს გსაყვედურობენ, დღე და ღამე მუშაობენ, მაგიდის კუთხეში ფერადოვანი საფარის ქვეშ სახარჯ ფულს გვიტოვებენ, დილაობით მძინარეს გვტოვებენ,  ღამეც მძინარეს დაგვხედავენ-ხოლმე და უბრალოდ გვენდობიან… უსიტყვოდ და უპირობოდ გვენდობიან…

ჰოდა ერთ დღეს როცა გადაწყვეტ რომ უკვე დიდი ხარ, როცა უკვე საკუთარ გზას გინდა დაადგე და გგონია წინ აგიდგება, გზას გადაგიკეტავს, ჩინეთის კედელივით მყარი და უდრეკი იქნება სწორედ მაშინ გაგაოცებს, სადმე საკუთარი სახლის კიბეებზე ჩამოგიჯენს, თავის სევდიან ისტორიას მოგიყვება, თავის მწარე ან ჭკუის საწავლებლ გაკვეთილს გაგანდობს და უბრალოდ გეტყვის რომ ახლა შენი დროა… ვერმლანდელი გლეხის, სკროლიკელი იანისა არ იყოს უბრალოდ გაგიშვებს, საგზლად ნდობასა და სიყვარულს გაგატანს და შენსც წახვალ კლარასავით და დატოვებ ამ შენს “პორტუგალიის იმპერატორს” კი არა, შენი “გულის იმპერატორს”…

წახვალ და ცხოვრება თავის გაკვეთილებს შენც ჩაგიტარებს… ყოველ წუთს, ყოველდღე, ყოველ წელს… და ასე გაგრძელდება მანამ სანამ იცოცხლებ… და სანამ იცოცხლებ, მარტო იმიტომ იქნები ამაყი რომ გყავს ვიღაც, ვინც უანგაროდ შეგიყვარა, უბრალოდ აგღზარდა და გენდო… მთელი არსებით გენდო…

wpid-980975071917860564_656447904.jpg

პ.ს. გადავიკითხე ის რაც დავწერე და აღარ მიკვირს ჩემს გოგოს ყოველთვის მისი მამიკოსკენ რატომ უჭირავს თვალი,  შუაგულ კონცერტზე მაღალი სცენიდან ყველას დასანახად თვალებით მხოლოდ მას რატომ ეძებს  და რატომ უქნევს მხოლოდ მას ქათქათა კაბის უკან ნახევრად გამოჩენილ პატარა თითებს…

Advertisements

5 thoughts on “ამბავი კარგ მამიკოებზე…

  1. tamagii ამბობს:

    ჩემი მამიკო ღამეებსაც მითევდა, მიცვლიდა, მაჭმევდა.
    ჩემი წარმატებების მოყოლა ყოველთვის მამიკოსთვის უფრო მიყვარს და პირველ წარუმატებელ სიყვარულზე როცა მოვუყევი ჩემს ირგვლივ არავის ჰქონია ისეთი სწორი და საჭირო რეაქცია, როგორიც მამას.
    დაე, ყველა მაგარმა მამიკომ დიდხანს იცოცხლოს და სულ ჩვენ გვერდით იყოს, რომ არასოდეს, არასოდეს ვიგრძნოთ თავი მარტო და სუსტად ❤
    კარგი პოსტია :))

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ტყუილს ვერ ვიტყვი, ეგ მხარე მოუცლელობის გამო ნამდვილად არ ჰქონია ჩვენს ურთიერთობას მაგრამ სხვა მხარეები ჰქონდა სამაგიეროდ და აქვს ძლიერი…
      ისე კი ეს ზოგადად ყველა მამაზეა და ძირითადად ასეა ხოლმე სამწუხაროდ…

      ამინ გისმინოს უფალმა… სანამ მშობლები გვყავს მანამდე ყველაზე ძლიერები ვართ ასე მგონია ❤

      დიდი მადლობა 🙂

      Like

  2. უსახელო ბლოგი ამბობს:

    ჩემთვისაც იღვიძებდა ღამის 3 საათზე, საჭმელი რომ მოემზადებინა…. მეც ველოდებოდი გვიანობამდე და არ ვიძინებდი, სანამ სახლში არ დავიგულებდი… არასოდეს უკითხავს რა ნიშნებს ვღებულობდი სკოლაში, რას ვკითხულობდი, როგორ ვიქცეოდი – უსიტყვოდ სჯეროდა ჩემი და მენდობოდა. არც არასოდეს მექცეოდა როგორც ბავშვს, ყოველთვის დიდი ადმიანივით მესაუბრებოდა… მეც, ალბათ ამიტომ, იმ სულელურ შეკითხვაზე – დედა უფრო გიყვარს თუ მამაო, დაუფიქრებლად ვპასუხობდი : მამა-თქო:) გავიზარდე, ჩემს გზას დავადექი და მაინც ისევ პატარა ბავშვივით მჭირდება მისი არსებობის შეგრძნება:)
    რამდენი სითბო გამახსენე, რა ლამაზი პოსტია 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მე კი ეს ემოციები და ეს ამბები თინიტას კომენტარმა გამიცოცხლა… აი უცებ სტინგის მელოდია ჩამესმა და მთელი ეს შეგრძნებები ერთ ამოსუნთქვას ამოვაყოლე… რამდენიც არ უნდა ვწერო მაინც ვერ გამოვთქვამ სათანადოდ როგორ მიყვარს…
      მადლობა რომ ეს ყველაფერი სიამოვნებით გაიზიარე 💜

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s