აღდგომა იმერეთში…

ქრისტე აღსდგა მეგობრებო! ყველას გილოცავთ და რა უნდა გისურვოთ აბა გარდა სიყვარულისა…

ახლა უნდა მოგიყვეთ როგორ გავატარე წლევანდელი აღდგომა, უფრო სწორად უნდა გაჩვენოთ…ეს სილამაზე ჩემი ესთეტი  დედიკოს ნახელავია, ისეთი ლამაზი იყო მისი სააღდგომო სუფრა, კალათში ჩაწყობილი წითელი კვერცხები, ანგელოზის პაწაწინა ქანდაკებები, ჟელეს წითელი ტორტუნა და საერთოდ ყველაფერი რომ მომინდა თქვენთვსაც გამეზიარებინა 🙂

DSC_0149

DSC_0123

DSC_0120

DSC_0117 DSC_0113 DSC_0158

მუდამ განსახილვევლი და საჭირბოროტო საკითხი, წელსაც ისევ აქტუალური იყო და რა თქმა უნდა წელსაც ძველმა, მაგრამ არასწორმა ტრადიციამ აჯობა და აღდგომასაც საფლავზე გავედით, ისევე როგორც ორშაბათს. ლამის ნახევარი იმერეთი მოვიარეთ,  საოცრად ლამაზი და მრავალფერია ამ დროს  ჩემი საყვარელი მხარე, მარტო მწვანეს ნახავათ იმდენ სახოვანს რომ სულ მოგინდებათ უცქიროთ, მერე  ამ ცქერაში ნელ-ნელა აგერევათ   სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე…

ხასხასა ხავსმოკიდებული ხეები და ნორჩი ფოთლებით შემოსილი ბზის ტოტებია ყველგან…

DSC04044

DSC04024

ღობეებზე იასამნები აფეთქებულან და საოცარ სურნელს აფრქვევენ…

DSC04042DSC04017DSC04014DSC04028

ეზოები მწვანე კორდი ყვითელი ყვავილებითაა გადაპენტილი…

DSC03988DSC03999DSC03994DSC04031

სოფლის ორღობეებში ეკალას მოწითალო დახვეული ღეროები იპრანჭებიან…

DSC04068

დაფნის ხეებზე ახალი ფოთლები იბადებიან…

DSC04077

DSC_0167

ყველას გისურვებთ რომ თქვენს გულებში მუდამ გაზაფხულობდეს!

2 thoughts on “აღდგომა იმერეთში…

Leave a comment