ჩემებური იტალია

მე რომ შემეძლოს ახალა გავაქრობდი საზღვრებს და  გავიჭრებოდი ჩემი ბავშვობის საოცნებო იტალიაში,გეოგრაფიის გაკვეთილიდან პირდაპირ იტალიის ქუჩებში რომ ამოვყოფდი ხოლმე თავს, ის დრო დიდი ხანია ჩამოვიტოვე, მაგრამ ოცნება ვერა და ვერ დავტოვე 🙂

რა იყო მაშინ ჩემთვის იტალია ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ასე შემიძლია განვსაზღვრო, წარმომედგინა ჩექმის ფორმის მიწის ნაგლეჯზე მცხოვრები ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” აგატას მსგავსი დახატული, გაბედული და იმედიანი გოგონები და “ხუთი ბავშვი და ერთი ძაღლიდან” გადმოსული ცელქი ბიჭები, “ჩიპოლინოს” ზღაპრის წამკითხველი მშობლების გარეშე დარჩენილები მაგრამ აი ისეთები გაჭირვებას რომ არ უშინდებიან და ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად რომ უხარიათ, წარმომედგინა ესპანეთის მოედნის ლამაზი კიბეები რომში და კოლიზეუმის ამაყი კედლები, ამდენი ამბისა და თავგადასავლის გადამტანი… წარმომედგინა ვენეცია, წყალში ჩაძირული ფერადი სახლებით, ბებერი მაგრამ ურყევი ხიდებით და გონდოლებით, გონდოლებზე კი მშობლიურ “მომღერალ” ენაზე მეტყველი  იტალიელი მენავეებით… წარმომედგინა მოედნებზე მტრედებით და ქუჩის ბოლოს პატრა კაფეებით, პიცის სურნელით გაჟღენთილი ჰაერითა და რესტორნის უკან სპაგეტის მჭამელი შეყვარებული ლეკვებით (გეცნოთ ალბათ კადრი ყველასათვის საყვარელი მულტფილმიდან “ლედი და მაწანწალა”) და  რა ვიცი კიდევ ბევრი რამ წარმომედგინა…

მერე ვიზრდებოდი და ჩემებური იტალიის სახეც ნელ-ნელა იზრდებოდა… ჩემი საყვარელი იტალიელი ტენორი რომ არ ვახსენო არ მეპატიება, ისე კი ოპერის არა თუ მოყვარული უბრალო მსმენელიც კი არასოდეს ვყოფილვარ, მით უფრო ბავშვობაში, ოპერას და მე მხოლოდ ბაბუაჩემის დიდი ძველი შავ-თეთრი სურათები გვაკავშირებდა საიდანაც ის ახალგაზრდა, მხარბეჭიანი,  გრიმით ოდნავ სახეცვლილი მიყურებდა,ვიცოდი რომ მღეროდა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე და მორჩა, სულ ეს იყო ჩემი და ოპერის მწირი ურთიერთობა, მაგრამ მას შემდეგ რაც ლუჩაიანო აღმოვაჩინე ოპერაც შემიყვარდა და ბაბუაჩემიც თავიდან… ბავშვი ვიყავი და გავკადნიერდები, ასე მეგონა ბაბუაჩემიც პავაროტივით ჭექდა-ხოლმე ოპერის სცენაზე…  ამაზე ახლა თავს ვერ დავდებ მაგრამ ის ფოტო ისტორია რასაც მამაჩემი სათუთად ინახავ, ნამდვილად მაძლევს ამის წარმოდგენის  უფლებას მაინც…

მერე იტალიური კინემატოგრაფია “შემეყარა” და ფედერიკო ფელინის ფილმების ყურების დროს თვალის დაციმციმებაც კი არ მინდოდა, შავთეთრ კადრებში გაცოცხლებული მეოცე საუკუნის იტალია და ნინო როტას გენიალური, გასაგიჟებელი მუსიკა ეს ყველაზე ჰარმონიული თანაფარდობა იქნება ყოველთვის ჩემთვის…ისევე ჰარმონიული, როგორც ფედერიკო ფელინისა და ჯულიეტა მაზინას წყვილი თავიანთი რთული, მაგრამ სიყვარულით სავსე  ცხოვრების გზით… ჰოდა მეც ვიზრები და იზრდება და იზრდება ეს ჩემებური იტალიის სახეც, ვინ იცის იქ რომ მოვხვდები იქნებ სულ სხვანაირი დამხვდეს მაგრამ მე მაინც ასეთი მეყვარება ვიცი…

ამდენი ვწერე და რისთვის მოვედი რომ გეტვით გაგეღიმებათ ვიცი, პიცა უნდა გამეზიარებინა თქვენთვის, მარხვა რადგანაა სამარხვო რა თქმა უნდა, მაგრამ პიცაში ხომ ცომია მთავარი და ზემოდან რაც მოგესურვება და რაც მოგეძიება ის მოაწყვე, ასე არაა? (ცომის ეს რეცეპტი ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კულინარიული ბლოგის რატატუის გვერდზე მაქვს ნასწავლი)

  • ფქვილი –  400 გრამი
  • საფუარი – 2 ჩ/კ
  • თბილი წყალი – 200 მლ
  • მარილი – 1 ჩ/კ
  • შაქარი – 1 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი – 2 ს/მ

საოცრად უხდება ორეგანო და ზეითუნის ზეთის რამოდენიმე წვეთი უკვე მზას, უგემრიელეს არომატს სძენს 🙂

ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში შემდეგ კი 200 გრადუსზე დაახლოებით 10-15 წთ.  ამ ცომით ორი 30 სმ დაგონალის მქონე პიცა გამოგივათ, მე სპეციალური ფორმა მაქვს პოცის საცხობი, სუპერში შეგიძლიათ შეიძინოთ აი საოცრად მოსახერხებელია… სულ ესაა…

საიდან დავიწყე, სად წავედი და სად დავასრულე 🙂 მოდი და ნუ გაგეღიმება 🙂

hyt kiu dert FDSE

Advertisements

8 thoughts on “ჩემებური იტალია

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    თბილი და რაღაცნაირია „შენებური“ იტალია 🙂 ფელინის და მაზინას მიმართ შენც იცი ჩემი დამოკიდებულება, „… ქალი დაკარგული ძაღლის თვალებით“ 🙂 კიდევ მარჩელო, სოფი, ლინო ვენტურა (მაინც იტალიელი:) ….. დანტე და ბოკაჩო…. რაფაელი და მიქელანჯელო….. პასტა და პიცა 🙂 🙂 ეჰ, ბებერი, მდიდარი იტალია:)
    p.s. დარწმუნებული ვარ ეს პიცა ისეთივე გემრიელია, როგორი ლამაზიცაა 🙂

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      იტალია ნამდვილად იმდენად მდიდარია მე კი არა ალბათ ვერავინ აღწერს ყოველმხრივ გინდ ნამყოფი იყოს გინდ არა… მაგრამ აი ეს ისეთი იტალიაა მე რომ გაგონებაზე და პიცის დანახვაზე ეგრევე მახსენდება, საიდან დავიწყე და სად წავედი მაგრამ ასე… სულ დამცინის ჩემი ქმარი როგორ შეგიძლია სრულიად ყოფით რაღაცეებს არაყოფითი რაღაცეები დაუკავშიროო 🙂 მაგრამ რა ვქნა… მაზინას თვალებმა თავი დამაკარგვიან, ვინ იცის რამდენჯერ მაქვს ფელინის ფილმები ნანახი, იმდენად ბავშვი ვიყავი იმ დროს რომ არავის სჯეროდა რომ მომწონდა… არადა არც მოდაში იყო მაშინ თინეიჯერებში 🙂 მოდის გამო რომ მეყურებინა 🙂 თუმცა ფელინი როგორ შეიძლება მოდაში იყოს ან არ იყოს, ის ხომ თავადაა საწყისი სხვა დანარჩენის… რაფაელი და … დაა… კარგად შემივსე… ახლა ამ კომენტარსაც ვეღარ ვამთავრებ ხვდებიიი? 🙂

      Liked by 1 person

      • უსახელო ბლოგი ამბობს:

        რა კარგი და საინტერესო გოგო ხარ:) ასეთად დარჩი ყოველთვის , არ „აჰყვე მოდას“:) მიყვარს ადამიანები, ვინც ყველაფერში სილამაზეს ეძებენ:)

        Liked by 1 person

      • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

        მადლობა… სულ ვცდილობ და მინდა რომ ჩემმა გოგომაც საგნებს მხოლოდ მისი დანიშნულებისდა მიხედვით კი არ უყუროს, არამე რაღაც სხვაც აღმოაჩინოს მასთში, დაამატოს, მოაკლოს და ა. შ. მკლედ ასოციააციურად იაზროვნოს მინდა… არ ვიცი ეს რამდენად კარგია ან ცუდია მაგრამ მე მეხმარება ცხოვრების გალამაზებაში…

        Liked by 1 person

  2. მარიამო ამბობს:

    მომეწონა ^_^ პიცაც მიყვარს და იტალიაც მეოცნებება ❤ ხოდა, ამას რომ ვკითხულობდი, სიამოვნებით წარმოვიდგენდი ყველაფერს ❤ მადლობა ამისთვის ❤

    Liked by 1 person

  3. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    ვისაც დიდად არ უყვარს იტალია, ამ პოსტით შეაყვარებ, ისე თბილად და ლამაზად აღწერე ყველაფერი.

    მმმმ…. და პიცა!!! იტალიაში ყველაზე მეტად პიცა და სპაგეტი მიყვარს. ფელინი და მაზინაც იყოს, კარგი :დ

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      პიცა და სპაგეტივიცი ჯერ და ფელინი და აზინაც ჰო… დანარჩენი კი სანახავი და გასაცნობი მაქვს 🙂 ნეტავ თუ მოვხვდები ერთ დღესაც იტალიის ქუჩებში? ძალიან კი მინდა…. 🙂 მადლობა შენ!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s