მარტივი, სწრაფი და იაფი გემრიელობები

ჩემი უსაყვარლესი სალათის სახელწოდება ასე ლამაზად ჟღერს Cole slow -კოულ სლოუ 🙂 მართალია ეს სალათი ძირითადად ზამთრის ფავორიტი სალათების რიგს მიეკუთვნება და ზაფხულობით ქორფა კიტრი-პომიდვრის სალათასთან არავის გვახსენდება მაგრამ ეს ვერაფრით ვერ აკნინებს მის ჯანსაღ, სასარგებლო თვისებებს და ვიზუალურ მრავალფეროვან სილამაზეს 🙂 დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგან აკეთებს და მერე სულ კნატა-კნუტით აგემოვნებს, მაგრამ მე ჩემს კოულ სლოუს გაგიზიარებთ, უფრო ჯანსაღი რომ იყოს მე მაიონეზს ძირითადად არ ვუშვები ისე კი ორგინალ რეცეპტში საჭიროა…

  • კომბოსტო სასურველია წითელიც და თეთრიც
  •  სტაფილო, მე წითელ ბულგარულსაც ვამატებ, საერთოდ ბულგარული უზომოდ მიყვარს
  •  მწვანილი, ხახვი (ხახვს წინასწარ ვასხამ  ძმარს და მერე ვწურავ, ასე უფრო სასიამოვნო გემო აქვს და სიმწარეც აღარ დაკრავს)
  • შავი წიწაკა, მარილი, ლიმნის წვენი, (თუ არ გაქვთ მაშინ ცოტა ძმარი) ზეითუნის ან ჩვეულებრივი სხვა რომელიმე ზეთი 🙂

თუ გიყვართ შეგიძლიან მწვანე ხახვიც დაამატოთ, ან ბოლოკი, ეს უკვე გემოვნების ამბავია…

იიფ, უგემრიელესია მეგობრებო…  

sal

თქვენი არ ვიცი და მე პირადად, მაკარონის დიდი თაყვანისმცემელი ვარ, რა თქმა უნდა ზომიერად მივირთმევ და იმ მითის ნამდვილად არ მჯერა რომ არ ასუქებს 🙂 არც თქვენ დაიჯეროთ, ჩემი რჩევაა 🙂 მაკარონი უგემრიელესია სოკოთი და არაჟნის სოუსით, ან გახეხილი ყველითა და ღვინოში მოთუშული ფარშით, ამ ვარიაციებით სიამოვნებით ვამზადებ როცა მარხვა არაა, ახლა კი მაკარონი ბოსტნეულის სოუსით უნდა მოგიმზადოთ 🙂

PicMonkey Collage2

ამისათვის საჭიროა:

  • ხახვი
  • სტაფილო
  • ბულგარული
  • პომიდორი ან  მზა პომიდვრის წვენი
  • წიწაკა, მარილი
  • ორეგანო

ამ ყველაფერს მოთუშავთ და მოხარშულ მაკარონთან ერთად მიირთმევთ 🙂 სულ ესაა 🙂 უხდება სამარხვო კატლეტებს, წიწიბურას, ბრინჯთან ერთად უგემრიელესია, მე პირადად შავ პურთანაც გემრიელად  გეახლებით მხოლოდ ამ სოუზს 🙂

258

სულ ეს იყო მეგობრებო ჩემი მარტივი სწრაფი და ძალიან იაფი გემრიელობები დღეს 🙂

Bon Appétit…

Advertisements

4 thoughts on “მარტივი, სწრაფი და იაფი გემრიელობები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s