facebook-ის დღიურიდან…

ჩემს facebook-ს გადავავლე თვალი და რამოდენიმე ძველმა სურათმა და ზედ წარწერამ გული ამიჩუყა…  ჰოდა გადავწყვიტე აქ გადმოვიტანო, რავი იყოს მაინც, სამახსოვროდ იმ განცდებისა… გაგიზიარებთ, ისე უბრალოდ…

…………………….

2012 წლის შეჯამება:

2012 წელი დაიწყო წარმოუდგენლად…..წარმოუდგენლად ცუდად, დავკარგე საყვარელი მეგობარი თვალწინ გამიხდა წუთში ანგელოზი…..მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეგუება….გაგრძელდა 2012….დაგავდგი სულ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ცხოვრებაში პირველად ავდექი 1 მარტს დილით იმისთვის რომ სამსახურში წავსულიყავი…პირველ სამსახურში…სულ სხვა პოსტზე სულ სხვა განათლების მქონე და რაც მთავარია სულ სხვა პროფესიაზე მეოცნებე…მაგრამ აქაც არ მიმიღო გულთბილად 2012–მა წელმა…დიდი იმედგაცრუებაც ცხოვრებაში ალბათ პირველად ვიგემე…მაგრამ ხდება ხოლმე ისე თუ მწარე არ ჭამე, ტკბილის გემოს “გემოვნებიანად” ვერ გებულობ….ისევ გაგრძელდა 2012 და ამჯერად დიდი მოლოდინით….ისევ გათენდა 1 მაისი და ისევ წავედი ახალ სამსახურში…ამ დროს უკვე ცოტა გამოცდილება ნაგემები მქონდა და ჰოი საოცრებავ…….!!!! ეს სად მოვხვდი……მხოლოდ იმიტომ მაინც გადავუხდი მადლობას 2012–ს რომ ჩემს დღევანდელ სამსახურში ვარ და ვიცნობ ისეთ დიდებულ ადამიანებს რომლებიც დღეს ახალშეძენილ და თან უკვე დაძველებულ მეგობარს მეძახიან…მადობა მათ ძალიან დიდი…ვიცი რომ ყველანი ამოიცნობენ საკუთარ თავებს 🙂  მადლობა იმითომ რომ 2012 ლამაზად გამაგრძელებინეთ!!! ბევრი ლამაზი დღე და საღამო მაჩუქეთ!!! :))) ძალისხმევა არც მე დამიშურებია თუმცა თქვენს გვერდით სხვაგვარად შეუძლებელია…. 

734227_408489345893892_1665196749_n

……………………………

დედის დღეს:

ყველა დედას ვულოცავ დღევანდელ დღეს… გულით და სულით მთელი გრძნობით და მადლიერებით მადლობას ვუხდი ჩემს დედიკოს იმ ყველაფრისთვის რაც ჩემთვის გაუკეთებია და ახლაც აკეთებს, ღმერთს ვთხოვ ჯანმრთელი და ძლიერი გამყოფოს, ამქვეყნად ისე ხდება რომ ყველაფრის არჩევის თავისუფლება გვაქვს გარდა მშობლებისა… მე იმდენად ამაყი ვარ თქვენით რომ ამაშიც რომ არჩევანი მქონოდა ცხრა ზღვასა და ცხრა მთის იქით მოგძებნიოდით და მაინც თქვენი პირველი სიხარული ვიქნებოდი…. იცოდე რომ არცერთი დღე არ მინდა შენს გარეშე გათენდეს და დაღემდეს…დღევანდელ დღეს ვულოცავ ცხოვრების გზად შეხვედრილ და ჩემს მეორე დედად ქცეულ ადამიანს, დეიდას დედის სუნი ასდისო და პირველ რიგში თქვენ გილოცავთ ჩემო დეიდებო…ვულოცავ ყველა ჩემს მეგობარს, გილოცავთ გილოცავთ გილოცავთ ყველა ქალს ყველა დედას და მომავალ დედას!

598944_439325632810263_1754448918_n

…………………………

ჩემს იუბილარ გოგოს:

ზუსტად 5 წლის წინ მზიან დილას გულში ჩამიხუტეს შენი თავი, პაწუკა პაწუკა ძალიან პაწუკა არსება იყავი სულ სველი ცოტა მტირალა და შეშინებული, იმ წამს რაც ვიფიქრე ეს იყო : ბედნიერი ქალი გამიზარდე უფალო…ბედნიერი და ჯანმრთელი…
დღეს დილით გულში ჩამეხუტა ცოტათი დიდი და ცოტათი ჭკვიანი, ყველაზე ტიკტიკა და ყველაზე ჯიუტი, ყველაზე ლამაზი და ყველაზე თბილი 5 წლის გოგო … დედიკოს ანგელოზი…
და დღესაც ვნატრობ რომ შენ იყო ამქვეყნად ერთ-ერთი უბედნიერესი ბავშვი, ერთ-ერთი უბედნიერესი ქალი, გფარავდეს უფალი ყველგან და ყოველთვის… მიყვარხარ დედიკო, ჩემი ცხოვრების აზრო და არსო….
შენს დედიკოს და მამიკოს უდიდესი განძი ხარ ანა!!!
დაბადების დღეს გილოცავთ ჩემო შვილიკო ❤

16701_693814854028005_140074003513762271_n

…………………………..

ავღანეთში დაღუპული ბიჭების ხსოვნას:

ახლა ამ წუთებში ვისმენ განცხადებას კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ….გონებაში ფილმის კადრებივით წარმოვიდგენ თვითმკვლელ ტერორისტს და ჩვენს ბიჭებს, (თუკი ეს ამბავი მათლაც ასე მოხდა) ზოგ გამოცდილს, ზოგ გამოუცდელ რიგითს და მაინც სხვის მიწაზე მყოფ იმედით და გეგმებით სავსე კაცებს… ვფიქრობ იმათზე ვინც მათ ელოდებოდათ აქ, მშობლიურ მხარეში და მეტირება… დაბრუნდებიან მაგრამ ვაი მათ დაბრუნებას… დახვდებიან მაგრამ ვაი მათ დახვედრას…. გული მტკივა და აღარ მინდა მთელ რიგ მიზეზებზე ვიფიქრო, რა როგორ, რატომ და რითვის ხდება… მთავარი ისაა რომ ხდება… მთავარი ისაა რომ ეს ფილმის კადრები კი არა ცხოვრების კადრებია… სად იწყება და სად მთავრდება ჭეშმრიტი სიცოცხლე…. …. ???

ზღაპარ იყო ზღაპარ იყო…. ჩვენს პატარა ქვეყანაზე 7 კაცი აღარ იყო… 😦

944244_477966795612813_319548850_n

…………………

მეუღლის კიდევ ერთ წარმატებას:

ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ამდენი ზარისთვის, ამდენი ლამაზი სიტყვებისთვის, ამდენი სითბოსთვის… დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენი კეთილი ადამიანი არსებონს ჩვენს ცხოვრებაში, რამდენს უხარია ჩვენი წარმატება, რამდენი ადამიანი აფასებს როგორ პატიოსნად და სუფთად მივუყვებით ცხოვრების გზას!
მადლობა ყველას იმისთვის რომ ჩვენი დანახვა გიხარიათ და გახსოვართ მიუხედავად სიშორისა, დროისა და ცხოვრებისეული სირთულეებისა…
ჩემი სტატუსი შეიძლება ძალიან ხმამაღლად მოეჩვენოს ვინმეს მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი ყურადღებისგან… ეს არაფერია, ყველაფერი წინაა და შენ ჩემოვ გისურვებ ნამდვილად დიდი წარმატებების მიღწევას და იმ ოცნების ასრულებას, რის გამოც იბრძვი და იღწვი მთელი შენი შეგნებული ცხოვრების მანძილზე!!!

………………….

მონატრებულ მეგობრებს:

ახლა ვუყურე მობილურით გადაღებულ ჩვენს ვიდეოებს, რა ბედნიერი ვარ რომ მყავხართ, მიუხედავად მანძილისა და დროისა, რა ტკბილი და თბილი დღეები მქონია თქვენთან ერთად, მესმოდა თქვენი ხმები და ასე მეგონა აქვე გვერდით მეჯექით, წინ უამრავი წიგნი, ქსეროქსის ფურცლები და რვეულები გვედო ჭიქა ყავასთან ერთად… ასე მეგონა წინა საგამოცდო ეიფორიით ვიყავით თითქოს შეპყრობილი და ერთმანეთს ვაგულიანებდით… მენატრებით ჩემო გოგონებო… მალე მოდის მგონი ჩვენი ჩახუტების დრო…ანა სულ მინდა გვერდით მყავდე, ჩვენს გოგონებს უფრო ახლოს ვზრდიდეთ ერთად…თეკლა რამდენი რამ მინდა გკითხო და რამდენი რამ მინდა გაგიზიარო…ნათი ჩემო ჭკვიანო მინდა ათასჯერ გითხრა რომ შენ ყველაფერი გამოგივა, შენ ძალიან ძლიერი ხარ!!! მადლობა რომ ჩემი ყველაფერი გტკიოდათ და ყველაფერი გიხაროდათ, ვიცი ათასი კილომეტრის იქით ეს დღესაც ასეა… მოკლედ არ დავიღლები თქვენზე საუბრით… უბრალოდ მიყვარხართ და მეიმედებით!!!

10356262_640590796017078_5317496316916703929_n

………………….

გადაღლილი მე:

არაფრის კეთებით სრული სიამოვნებით ტკბობა… თუ რაღაც ამდაგვარი მინდა… ბედნიერებავ დასვენების დღე უნდა გერქვას შენ!!!

73393_451009601641866_23077922_n

…………………..

ორგინალური საჩუქარი ვალენტინობის ნიშნად:

10974536_794853173924172_4892897321620513502_o

……………………

წერილი მეგობრისგან:

აი დილით თვალებს რომ გაახელ და ასეთი თბილი ტკბილი სიყვარულით და მზით გამთბარი წერილი რომ დაგხვდება გამოგზავნილი შენთვის, მაშინ ხვდები რომ ფუჭად არ ცხოვრობ… დიდი მადლობა რომ ამდენი წლის მერე ასე ცოცხლად გაქვს შემონახული ჩვენი მეგობრობის ლამაზი ამბები, ასე მგულშემატკივრობ თურმე და ასე გიხარია ყველაფერი ჩემი  მე სულაც არა ვარ ისეთი როგორსაც შენ მწერ მაგრამ დაე ვიყო ამ დილით ყველაზე ეგოისტი გოგო და დაე მჯეროდეს ამ ყველაფრის დღეს… შენ მე ბედნიერება მაჩუქე შენი ხელით დაწერილი წერილით… იმ ხელებით ასობით ფურცელი კონსპექტი რომ გვაქვს ნაწერი ერთად და იმ გულით ასობით საერთო ოცნებას რომ იტევდა და იტევს დღემდე… მიყვარხარ და მადლობის თქმით არ დავიღლები ❤

11044615_809385929137563_1819827692643556857_n

და რავი კიდევ ბევრიააა….. ყველას ვერ გადმოვიტანდი…  წლები მიდიან მე კი კიდევ უფრო უარესი სენტიმენტალური ადამიანი ვხდები… ეს დღის აღმოჩენააა ❤

Advertisements

5 thoughts on “facebook-ის დღიურიდან…

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მე თვითონ ამიჩუყა გული ამ ჩანაწერებმა და ამიტომ ჩავთვალე რომ ამ ჩემს პატარა სამყაროში უნდა გადმომეტანა, ერთი კია, სულ გულწრფელი ვარ… ვცდილობა, ვცდილობ, გამომდის თუ არა ეგ სხვა საკითხია… ათასი გულწრფელი მადლობა შენ გულშემატკივრობისთვის 🙂

      Like

  1. ეველინი ამბობს:

    გილოცავ გამარჯვებას! გამეხარდა ჩემი დაბრუნება შენს ბლოგზე(შენი დაბრუნება-თქო, უნდა დამეწერა, მაგრამ პოსტებს გადავავლე თვალი და არც ყოფილხარ დაკარგული, ჩემგან განსხვავებით). ახლაც, უსაქმურობის გამო შევიჭყიტე ბლოგზე და შენი პოსტი რომ დამხვდა რიდერში გამიხარდა რაღაცნაირად… წარმატებებს გისურვებ!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s