შინ…

მზიანი მაგრამ სუსხიანი ამინდია… იმ დღეებს მახსენებს ჩემი სახლის დიდი აივნიდან “იმერულად” მიშენებული ნაწილის სახურავზე რომ გადავძვრებოდი ჩემი წიგნებით და ვკითხულობდი მზისგან გაბრჭყვიალებულ ალუმინის  საფარზე ფეხმორთხმული, იქ წავიკითხე ვანო ჩხიკვაძის “ჩიტები ზამთარში”, ბებიას ნაქონი პატარა წიგნის  გაცრეცილ ფურცლებზე წაკითხული ისტორია დღესაც  მიჩუყებს გულს…

მახსოვს ბოლო ფურცელზე ჩემი ჯერ კიდევ ცინცხალი შთაბეჭდილება მივაწერე… ამოვწერდი ახლა მაგრამ სამწუხაროდ ქუთაისში მაქვს… როცა მოვახერხებ იმ ბავშვურ ემოციასაც გაგიზიარებთ, ძალიან მაინტერესებს რა მივაწერე, ის კი მახსოვს რომ 18- 19 აპრილი იყო რომ წავიკითხე…  გაზაფხულის შუაგული, ძველი წიგნი მზე და სახურავზე შემოსკუპებული უდარდელი მე…  ხანდახან გერმანულსაც ვმეცადინეობდი იქ, მასწავლებელთან წასვლამდე წამოვწვებოდი სახურავზე, სუფთა ჰაერს ხარბად ვსუნთქავდი,  მზისგან ვთბებოდი,  და თან უცხო სიტყვებს ვიმეორებდი… შიგადაშიგ კი გავყურებდი ჩემს  იმერულად ბარაქიან ეზოს, ბაბუაჩემის ნაშრომს და ნაჯაფს…ისიც კარგად მახსოვს, კიდევ უფრო ადრე როგორ ამოვკაწრეთ მე და ჩემმა ძმამ პატარა დანით ჩვენი სახელები,  ალბათ დღემდე ეტყობა…  დაახლოებით 13 წელი გავიდა იმ გაზაფხულიდან მაგრამ ემოცია და ის ბავშვური თავისუფლების განცდა რასაც იქ განვიცდიდი, დღემდე უცვლელად ცოცხლობს ჩემში…

123

შენი სახლი ყოველთვის ტკბილია ალბათ, შემედავებით ალბათ სახლსაც გააჩნიაო, მაგრამ სახლი ხომ მხოლოდ კედლები არ არის, სახლი ხომ მხოლოდ ოთახები არ არის, სახლი ხომ  მხოლოდ სახურავში მოქცეული ადგილი არ არის, სადაც არ გათოვს და არ გაწვიმს… ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი სახლი ხომ ჩვენი ისტორიაა, ამბავია, ემოციაა,  მას შემდეგ ბევრი სახლი გამოვიცვალე და ვიცი კიდევ ბევრს გამოვივლი მაგრამ ალბათ ვერცერთზე ვერ ვიტყვი ასეთი ურყევი თავდაჯერებით “შინ”… მე იქ “შინ” ვარ, მე იქ მიმიხარია, მე იქ მელიან…

მე ჩიტი ვარ, ზამთრისგან შეციებულ-შეშინებული პატარა ჩიტი, ჩემი გაზაფხული კი ჩემი სახლის ფართო ეზოში ტყემლის ტოტზე დამსკდარი ყვავილებია…

6

Advertisements

7 thoughts on “შინ…

  1. Tinita ამბობს:

    რა კარგი, ტკბილი ჩანაწერია.

    ნეტარი დრო იქნებოდა თბილ სახურავზე კატასავით ნებივრად წოლა, მითუმეტეს წიგნებთან ერთად და ხელისგულივით გადაშლილი კოხტა ეზოს ცქერა…

    Like

  2. Nino Kashibadze ამბობს:

    “შინ” ❤ …. გეთანხმები ვერა. ვერც მე, ვერც ერთ სხვა სახლზე გარდა იმ "ჩემი სახლისა", სადაც ყველაზე ტკილი მოგონებები ბუდობს, ვერ ვიტყვი რომ არის "შინ"….. ჩვენი ბავშვობა, სილაღე და ბედნიერება

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      “შინაა” იქ სადაც მუდამ მიგვიხარია… რავი ნი, შენ იცი ჩემი დიდი და ლამაზ ეზოიანი სახლი, მის გარდა სხვა სამოთხე არც მეგულება დედამიწაზე… მიყვარს და მეიმედება იქ მყოფებითურთ 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s