ყვავილები მეგობრისთვის…

მახსოვს პირველ კლასში რომ მივედი რა ლამაზები ვიყავით ყველა და როგორ გვიხაროდა რაღაც ახალი… საერთო მერხის თანამოზიარეს დაახლოებით სამი კრიტერიუმის მიხედვით  ვირჩევდით, პირველი, თუ რამდენად ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან, მეორე, ბაღში ორცხობილას ვისთან უფრო ხშირად ვიყოფდით და მესამე   ვის უფრო ლამაზი  კაბა ეცვა 1 სექტემბერს… მეორე კლასში კი საქმე სხვანაირად იყო, უკვე ზუსტად ვიცოდით ვინ ვისთან გაიყოფდა მერხს, მესამეშიც, მეოთხეშიც და ასე გრძელდებოდა 12 წელი…  მე ულამაზესი ქერათმიანი და ცისფერთვალება ქეთუშა მყავდა და ასე გავლიეთ ეს დრო.. მაგრამ სამწუხაროდ იყო ერთი ვინც თითქმის ყოველთვის ცალკე იჯდა…  კარგა ხანს ვერ ვარქმევდი ამ ამბავს სახელს,  მერე თითქოს რაღაცეები ვუწოდე.. მაგრამ ის მაინც ცალკე იჯდა… და დღეს 25 წლის ასაკში ზუსტად ვიცი რომ ისევ პირველ კლასში რომ მივდიოდე მაშინ შეიძლება ვერა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ის არ დაჯდებოდა მარტო… იმიტომ რომ მე სიამოვნებით ვიქნებოდი მისი მერხის თანამოზიარე…

…………………………………………..

ყოველ დილით სახლიდან რომ გამოვდივარ ის უკვე ეზოში დგას, სულერთია ზამთარის ცივი ქარიანი, თოვლიანი ანდაც წვიმიანი დღეა, ტემპერატურა მინუსებშია თუ პლუსებში,სულერთია  ზაფხულის თაკარა მზე ანათებს თუ გაზაფხულის შხაპუნა წვიმა უსველებს ბავშურ სახეს… ის დილის 8 საათზე უკვე ეზოშია და ყველაფერს ინტერესით ათვალიერებს… ყველას იცნობს, ყველას ესაუბრება და ყველას უღიმის… მას კი ნაკლებად ესაუბრებიან და უღიმიან , ნაკლებად იცნობენ და მეტად ათვლიერებენ… ოღონდ სხვანაირად… აი როგორ გითხრათ… ცოდვა გამხელილი სჯობს, ხანდახან მეც … თუმცა ყოველთვის ვესალმები, მას კი ისე უყვარს როცა ესალმებიან…

…………………………………………..

საინტერესოა ისინი რომ ჩარლი გორდონის ადგილზე ყოფილიყვნენ და მართლაც ოპერაცია რომ  ჩაეტარებინათ  და გაუმჯობესებული ინტელექტის სტუქტურისა და ფუნქციონირების კვლევა ეწარმოებინათ მათზე რა მოხდებოდა? მათთვის რომ მიღწეული შედეგების ანგარიშის წერა დაევალებინათ რას დაწერდნენ? ცოტა ხნით მაინც რომ ყოფილიყვნენ გენიოსები რას გააკეთებდნენ…

…………………………………………..

ნეტავ რამდენი “ადამიანია ისეთი ვისაც საკუთარი ნაწილის ამ ხალხისთვის გაზიარების არ ეშინია…. ფულისა და ნივთების გაზიარება ბევრს შეუძლია, დროისა და სიყვარულის – ძალიან ცოტას” ნეტავ რამდენმა ვიცით რომ “გონებასუსტსაც კი სწყურია სხვებს ჰგავდეს. ბავშვმა როდი იცის, თავი როგორ გამოიკვებოს, ან რა შეჭამოს, თუმცა ის კი იცის რომ შია.”

ისინი არიან გონებასუსტები და ჩვენ ჭკვიანები? ვინ დაადინა ეს, განა “რეგვენის გვერდით, ყველა ჭკვიანი არაა?”

იქნებ მათი სამყარო უფრო ლამაზი და კეთილია, ვიდრე ჩვენი დაკანონებული და გაწერილი…

ჩემთვის ჩარლი გორდონი  კრებითი სახელია დღეს… და ამ კრებით სახელში  ზემოთ ხსენებულ ადამიანებთან  ერთად ვერთიანდებით  მეც, შენც და სხვაც…

YTE

Advertisements

19 thoughts on “ყვავილები მეგობრისთვის…

  1. Tinita ამბობს:

    ვერა, დღეს ვფიქრობდი ზუსტად ამ თემაზე… როგორ დაემთხვა. ვფიქრობდი, რომ შშმ პირების ცნება ძალიან პირობითია. ჩვენც ხომ ასე ვართ მოწყობილი: რაღაც არ შეგვიძლია, არ გამოგვდის და რაღაცაში კარგები ვართ. შშმ პირიც რაღაცაშია შეზღუდული, სხვა რაღაცაში კი – ძალიან ძლიერი. უპირობო სიყვარულში და უშუალობაში უნდა შევეჯიბროთ ერთმანეთს ადამიანები. ეს წიგნი არ ვიცი, ჯერ არ წამიკითხავს… იმედია, კარგად გაატარე შაბათ-კვირა ❤

    Like

  2. კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

    ზუსტად თინი, რაღაცეები გვემარჯვება რაღაცეები არა, ასე არიან ისინიც, აი დაახლოებით 2 თვის წინ საქველმომედო აქცია მოვაწყვე სამსახურიდან და ბათუმში შშმ პირებს ახალი წელი მივულოცეთ, საახალწლო ზეიმს დავესწარით და გავგიჟდი თინი, ისე მღეროდნენ რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა… მე საოცრად არამუსიკალური ადამიანი ვარ და ამიტომ ერთი ორად გამიმზაფრდა ეგ განცდა რომ ის რაც მე არ შემიძლია მათ შეუძლიათ და პირიქით … და კიდევ გაგიჟებული ვიყავი იმ რიგითი ადამიანებით მასწავლებელ-მომვლელებს ვგულისხმობ, რომლებიც ასე ზრუნავენ მათზე… ამ ყველაფერს მხოლოდ ხელფასისთვის ვერ გააკეთებ არ გამოგივა, მათ თვალებში დიდი სიამაყე და სიხარული ჩანდა იმ დღეს როცა ეს ბავშვები მღეროდნენ… მართლაც ეერთმანეთს სიყვარულში და ყურადღებაში უნდა შევეჯიბროთ და არა სხვა სათაკილო რამეებში…

    პ.ს. ვიმედოვნებ შენ ნამდვილაად გაატარე მშვიდი და კარგი შაბათ-კვირა 🙂 მე კი ორივე დღე სამსახურში ვიყავი და ის მამშვიდებდა რომ ფანჯრიდან ნაცრისფერი წვიმიანი ბათუმი ჩანდა და არა ქათქათა და მზიანი… ისე კი კარგი წიგნები შემომეყიდა და ეგ მიხარია 🙂

    Like

  3. Kate ამბობს:

    რა თბილი პოსტია!
    ამ წიგნს დიდი ხანია წრეს ვარტყამ და გვერდს ვუვლი. მინდა ვიყიდო და ჩავუჯდე. არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ძალიან მომეწონება.

    პირველ აბზაცს რაც შეეხება, მეც იმდენი მიფიქრია მსგავსი სიტუაციების შესახებ სკოლაში. მეც ალბათ მაგ ადამიანთან დავჯდებოდი. მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანია მაგაზე ფიქრი.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      არც ისე გვიანია, საბედნიეროდ დღეს უკვე სწორად ვაანალიზებთ ამ ამბავს, სამწუხაროდ კი ვიცნობ ისეთებს ვინც დღესაც პირველ კლასშია აზროვნებით მაგ ამბავში… რა ვიცი აბა, ჩემი აზრით შეუძლებელია არ მოგეწონოს ეს წიგნი, უფრო სწორად რაღაც არ გასწავლოს ან დაგიტოვოს… გამიზიარე შენი შთაბეჭდილებაც შემდეგ… 🙂

      Liked by 1 person

      • Kate ამბობს:

        კი, კი აუცილებლად გაგიზიარებ.
        იმაშიც გეთანხმები, რომ ძალიან ბევრი აზროვნებით პირველ კლასშია. ერთი ფილმი გირჩიო, “გამოსასწორებელი კლასი”, რუსული ფილმია. რომ ნახავ, შემდეგ შთაბეჭდილებები შეგიძლია აქ გამიზიარო http://k84u.com/2014/09/15/correctionclass/

        Like

  4. tami ამბობს:

    მადლობა კუში. ბოლოს რომ ვიყავი წიგნის მაღაზიაში ავიღე დავდე,ავიღე ისევ დავდე და დღეს წავალ და ავიღებ ოღონდ სახლში წამოვიღებ.ძალიან კარგი პოსტია ეხლავე მინდა ამ წიგნის წაკითხვა

    Like

  5. tamagii ამბობს:

    გუშინ კითხვას რომ მოვრჩი და ტირილისგან თვალები მქონდა დაწითლებულ-დასიებული ჩემი პატარა და მეკითხებოდა რატომ ვტიროდი. კარგა ხანს ვიფიქრე როგორ უნდა ამეხსნა რა ჭირდა ჩარლის.
    ჩემი და პატარა აღარ არის. 10 წლისაა. ოდნავ ხმას თუ ავუწიე მერე სულ ვნერვიულობ. სულ ჩარლის რეაქცია მახსენდება რომ ყვიროდნენ. იმედია ასე მძაფრად არ განიცდის, მაგრამ მაინც გული მიკვდება.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ჰო, აი სასწაულად დაწერილია, გადმოცემის ფორმა ანუ პირველ პირში დაწერილი თხრობა კიდევ უფრო ამძაფრებს ამბავის ტრაგიკულობას… ხანდახან ვერ ვთოკავთ ხოლმე თავს, ხანდახან ასეთ ადამიანებსაც გულცივად ჩავუვლით, ხანდახან ერთმანეთის არსებობაც კი გვავიწყდება და მე მგონი სწორედ ამიტომ იწერება ასეთი წიგნები რომ ყველაზე ჰუმანური ფორმით სახეში “სილა გაგვაწნას” და გამოგვაღვიძოს… მე ასე მგონია…

      Like

      • tamagii ამბობს:

        კი, ნამდვილად იყო სახეში სილის გაწვნა და ასეთი წიგნები მიყვარს ძალიან. ბოლო ნაწილმა ბოლო მომიღო, მართლა.

        Like

  6. annitahallo ამბობს:

    ვერა, როგორ მომწონს თითოეული შენი პოსტი. ემოციური და ღრმად ჩამწვდომია, გულთან ისე ახლოს მოდის, ვერც ერთის წაკითხვას ცრემლების გარეშე ვერ ვასრულებ. ოღონდ მართლა 🙂 სულ უნდა წერო ❤

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მადლობა დიდი 🙂 ჩემთვის უზომოდ სასიამოვნოა ამ ნაწერების ვინმესგან შეფასება, მით უფრო დადებითი განწყობით გაზიარებული შთაბეჭდილება და კიდევ უფრო სასიამოვნოა როცა ამ შეფასებას შენნაირი განათლებული და გამოცდილი ადამიანისგან ისმენ 🙂 სულ სხვანაირად ჩანს ადამიანი აქ… და სიამოვნებაა ჩემთვის აქ შენი ნახვა როგორც ყოველთვის ზღვა პოზიტივით 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s