მე ვარ მალალა

ამბავი მამაც პაკისტანელ გოგოზეა, მაგრამ გამოგონილი და ერთი ვიღაც მდიდარი ფანტაზიის მქონე მწერლის შეთხზული კი არა,   ნამდვილი, რეალური და დამაფიქრებელი ისტორიაა… ეს ავტობიოგრაბიული შინაარსის მქონე საკმაოდ მოზრდილი წიგნი-დღიურია, რომელშიც გაცოცხლებულია პაკისტანის უახლესი წარსული და დღევანდელობა, თალიბანის მმართველობა, როგითი პაკისტანელი ბავშვების  მკაცრი და არაბავშვური ცხოვრების  წესები და სხვა ბევრი საჭირბოროტო საკითხი…

მალალა ერთი ჩვეულებრივი პაკისტანელი გოგონა იყო,  რომელიც ფაქტობრივად მისმა ოჯახმა და იმ თანადგომამ რასაც ის გრძნობდა მამისგან გახადა არაჩვეულებრივი და გამორჩეული. თალიბანის იდეოლოგიურ ატმოსფეროში მცხოვრები “ანა კარენინას” და ჯეინ ოსტინის რომანებს კითხულობდა, სკოლაში ამაყად დადიოდა ბიჭების გვერდით და მტკიცედ სჯეროდა პატრიარქალურ სამყაროში მცხოვრებს მამის სიტყვებისა “მალალა ჩიტივით თავისუფალიაო”  ბედნიერი იყო რომ პუშტუნი იყო, თუმცა პუშტუნთა რწმენის მანკიერ მხარეებზე თვალს არასოდეს ხუჭავდა…უხაროდა რადგან თვლიდა რომ  სვატში გოგონებს სკოლაში სიარული დასწავლა უპრობლემოდ შეეძლოთ და თალიბანი კი აუღელვებლად ემზადებოდა მისი მზიანი და მშვიდობიანი მხარის დალაშქვრისათვის…

მალალა პოლიტიკოსობაზე ფიქრობდა, მის ორატორულ ნიჭს ფართო გზას აძლევდა, გულიდან ამოსულ სიტყვებს ამჯობინებდა ყოველთვის ფურცელზე დაწერილს და მზას, მამა კი გამუდმებით სიმართლის თქმას ასწავლიდა : “თუ დავის გადაწყვეტა ან კონფლიქტის მოგვარება გინდა უპირველეს ყოვლისა, სიმართლე უნდა ილაპარაკო, თუ თავი გტკივა და ექიმს ეტყვი მუცელი მტკივაო, როგორ გიმკურნალებს? სიმართლე უნდა თქვა. სიმართლე ტკივილს დაგიცხრობს.”

JKHLNKM,.

2009 წლის 3 იანვარს პიველად დაიბეჭდა მალალას ჩანაწერი “ბი-ბი-სი ურდუს” ვებ გვერდზე, ჯერ გულ მაკაის ფსევდონიმით, შემდეგ კი ყველამ ამოიცნო მასში მალალა, ამოცნობას კი მოყვა ტყვია…ტყვია რომელსაც აჯობა მალალამ, ტყვია რომელმაც მართალია სიმაღლეში ვერა, მაგრამ ცამდე აამაღლა… ტყვია რომელმაც ახალ სამყაროს აზიარა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია არგუნა და მისცა უმარავი საშუალება მისი სანუკვარი და დიადი მიზნების განხორცილების მცდელობისათვის…

მისი ოცნება კი ბევრი არაფერია, “მინდა მსოფლიოს ყველა გოგო ბიჭი სწავლობდეს, სკოლაში თანაკლასელების გვერდით ჩემს მაგიდასთან ჯდომა და კითხვა ჩემი უფლებაა. ყოველი ადამიანის სახეზე კი ბედნიერი ღიმილის ხილვა -ჩემი ოცნება”

საერთოდ ყველა წიგნი, რაც წამიკითხავს მუსლიმანური სამყაროს ავ-კარგიანობაზე ძალიან გავს ერთმანეთს, ერთი საერთო სულისკვეთებით იწერება სხვადასხვა პიროვნებების მიერ სხვადასხვა დროს და მაინც მათი სუბიექტური ,დამოკიდებულებების მიუხედავად გარესამყაროს მიმართ , მთავარი ლაიტმოტივი მაინც საერთოა : ჭეშმარიტი თავისუფლება! თავისუფლება კი არასდროს არ არის ჭეშმარიტი, თუ მასში შეცდომების დაშვების თავისუფლებაც არ იგულისხმება” /მაჰათმა განდი/

Advertisements

9 thoughts on “მე ვარ მალალა

  1. უსახელო ბლოგი ამბობს:

    დარწმუნებული ვარ, ასე გულწრფელად დაწერდი „პერსეპოლისზეც“ 🙂 სხვათა შორის, ანიმაციაც მშვენიერი აქვს ამ წიგნს:)
    P.S. ლამაზი და საინტერწსო ბლოგი გაქვს:)

    Like

  2. შოშანა ამბობს:

    სანამ კითხვას დავიწყებდი, მეთქი ამდენი რა დაწერა ამ გოგომ, განა რა გადახდა ამდენის დასაწერითქო, მაგრამ ნურას უკაცრავად 🙂
    კარგად იკითხება ძალიან.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s