კულინარიული შემოტევანი

ისევ სამარხვო რეცეპტებით გიერთდებით, ამ ბოლო დროს კულინარიული მუზები ხშირად მსტუმრობენ მიუხედავად დაღლილობისა… განსაკუთრებით ცხობით ვერთობი და მერე იმის ყურებით თუ როგორი სიამოვნებით აგემოვნებს ჩემი შოთუნა ამ გემრიელობებს…

1

ეს ყველაზე მარტივი სწრაფი და იაფი ციტრუსოვანი კექსია, (ჟურნალ “პირველი კულინარიდან”) მას ფაქტობრივად დიდი არაფერი სჭირდება, მაგრამ თქვენს სახლში ყველაზე მაგარ არომატს დაატრიალებს და ვინ იცის სურნელმა შეიძლება მეზობლებიც კი მოგიყვანოთ კარებთან ☺ერთი ცნობილი ყავის რეკლამისა არ იყოს ☺ისე კი, ამ კექსს კარგი ყავაც მოუხდება, კარგი ჩაიც და კარგი გულიანი მეზობლებიც, აი ისეთები მე რომ მყავს ჩემს ტკბილ ქუთაისში ❤

ჰო და მთავარი რეცეპტიც ესაა ჩემო კარგო:

  • 280 გრამი ფქვილი
  • 200 გრ შაქარი
  • გამაფხვიერებელი ან სოდა
  • ციტრუსის ცედრა (ფორთოხლის ან ლიმნის)
  • 2ს/კ ციტრუსის წვენი
  • 100 გრ ზეთი
  • 170 გრ ცივი წყალი

ისე კი რაც გვინდა ის შეგვიძლია კიდევ დავამატოთ, ქიშმიში ნიგოზი, ჩირი ა.შ… ჯერ მშრალ ინგრედიენტებს ავურევთ და მერე დანარჩენს ❤ ცხვება 180 გრადუსზე.

2

3

გულწრფელად გეტყვით მეორე რეცეპტი ჩემი არაა, ანა კოსტავას სამზარეულოდანაა, ორი წლის წინ ამოვიწერე და ახლა მოვამზადე.

ნიგოზი და თაფლი კლასიკური დუეტია არა? მძაფრი, არომატული და დროში გამოცდილი … ეს ისეთი გემრიელი და მსუყე ნამცხვარია რომ საერთოდაც ვერ იფიქრებ თუ სამარხვოა…. მოკლედ სულ დაგჭირდებათ:

  • 250გრ მარგარინი
  • 1,5 ჭ შაქარი
  • 2.5 ჭ თბილი წყალი
  • 3-4 კოვზი თაფლი
  • 200 გრ მსხვილად დაბლენდერებული ნიგოზი (ჩემი აზრით თუ მოვხალავთ უფრო არომატული იქნება, მეორე ჯერზე ასე ვაპირებ რომ გავაკეთო)
  • გამაფხვიერებელი ან სოდა ლიმნით
  • 5-6 ჭ ფქვილი

ესე იგი, თბილი მარგარინი და შაქარი ავთქვიფოთ და დავამატოთ თაფლი, წყალი, ნიგოზი გამაფხვიერებელი და ბოლოს ფქვილი. ვაცხობთ 200 გრ-ზე. თუ  მინანქარი გიყვართ შეგიძლიათ მოამზადოთ და იმით მორთოთ ან უბრალოდ შაქრის პუდრა მოაფრქვიოთ … უგემრიელესია!!!

5

ბოლოს ჩემი უსაყვარლესი და ისევ და ისევ უმარტივესი კერძი ბრინჯი ბულგარულში, ჯანმრთელიცაა და გემრიელიც, რეცეპტი დარწმუნებული ვარ ყველას გეცოდინებათ ☺ ლამაზია არა?

4

Bon Appétit!

Advertisements

5 thoughts on “კულინარიული შემოტევანი

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      კექსი ნამდვილად სასწაულად გემრიელი გამოვიდა თინი, საერთოდ დიდი ხანია მინდოდა ესეთი აგურისებრი საცხობი ფორმა და გუშინ შევიძინე და დავტესტე 🙂 ზომიერია ორკაციანი ოჯახისთვის და “საუცბათო” ქუთაისურად რომ ვთქვათ 🙂

      Like

  1. Tinita ამბობს:

    მეც ამის თქმა მინდოდა, რა ლამაზი ფორმაათქო 🙂
    ჩვენი იმერული სიტყვებიდან კიდევ მიყვარს “შესწრებული” :))) ბებიამ იცის ხოლმე თქმა, გასინჯე აბა შესწრებული ხომ არ არისო :)) ანუ გარედან გამომცხვარი და შიგნით ცომი. ნიგოზზე მართალია მოხალული ალბათ უფრო გემრიელი იქნება როცა არ გეჩქარება და ნებანება აკეთებ 🙂 მეუღლეს ძალიან გაახარებდი 🙂

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მეც მიყვარს ეგ სიტყვა 🙂 და ხშირად ხმარობენ ჩვენთან 🙂 კი ნიგოზი მასე აჯობებს აშკარად, რატომღაც არ მომაგონდა თავიდან მხოლოდ დაგემოვნებისას მივხვდი რომ ეს აკლდა …ჩემი შოთუნა დიდი მოყვარულია ტკბილეულის ფაქტობრივად მე ვაკეთებ და ის მიირთმევს 🙂 პატარა ბავშვივითაა მაგ ამბავში 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s