რეცეპტების რვეულიდან …

წინა პოსტში  დავწერე  რომ ვეცდები მარხვა  შევინახო-თქო, ასეც  ვაკეთებ, შესაბამისად მიწევს  სამარხვო საჭმელების მომზადება, რომლებიც ძირითადად ძალიან  ჯანმრთელი გემრიელი და  მარტივია…

პირველი ფავორიტი სალათი ეს უკრაინული ვინეგრეტია, კუბიკებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო კარტოფილი ჭარხალი არეულია მწვანე ხახვთან მჟავე კიტრთან , შავ წიწაკასთან ცოტა მარილთან და ზეთთან ერთად, ასევე ამატებენ მოხარშულ ლობიოს კაკლებს ან ბარდას მაგრამ მე დიდად არ მიყვარს მათი გემო ამ სალათში, ამიტომ მათ ნაცვლათ წითელი ბულგარული დავამატე კუბუკებად დაჭრილი და  არც მინანია, არაჩვეულებრივი არომატი შესძინა.

77

მეორე ფავორიტი ეს ოსპია ბერძნულ მოტივებზე, რომელსაც სიამოვნებით ამზადებს ჩემი შოთუნა… უმარტივესი კომბინაციით გამოდის უგემრიელესი ცხელი კერძი:

58

და ერთიც დესერტი,  ჩემს ოჯახში ყველას უყვარს ტკბილეული, ჩემთვის ყველაზე მარტივი ნამცხვარია ზებრა და როგორ ვამზადებ მის ჩვეულებრივ ვარიანტს ამაზე უკვე მოყოლილი მაქვს 🙂 მაგრამ ახლა მოგიყვებით როგორ მოვამზადე სამარხვო ზებრა. ამ გემრიელობის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  •  400 მლ თბილი წყალი
  •  100მლ ზეთი
  • 250გრამი შაქარი
  • ცოტა მარილი და ვანილი
  • 1 ს/ კ  თაფლი
  • სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი
  • 3,5 ჭიქა ფქვილი

ამ ყველაფერს ერთად ავთქვიფავთ, ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის, ყავისფერი ცომის  მასა იგივეა უბრალოდ ვამატებთ 3 ს/ კ კაკაოს. ცხიმწასმულ ფორმაზე მონაცვლეობით ვასხამთ 1 სუფრის კოვზ თეთრ და 1 სუფრის კოვზ კაკაოიან ცომს დასრულებამდე. ვაცხობთ გახურებულ ღუმელში 180-200 გრადუსზე, გაფორმება სამარხვო შოკოლადით ან შაქრის პუდრით შეგვიძლია.

8

Bon Appétit!

აი ასე ვდიასახლისობ-ხოლმე კულინარიის მუზები რომ მესტუმრებიან 🙂

Advertisements

5 thoughts on “რეცეპტების რვეულიდან …

  1. Tinita ამბობს:

    რა მნიამ მნიამ რამეებია! თურქებს აქვთ ოსპის სუპი უგემრიელესი, ჩორბას რომ ეძახიან. ცოტა მძიმე მოსანელებელი რომ არ იყოს ყოველდღე ვჭამდი ისეთი გემრიელია. თქვენი ოსპი რა კარგად გამოიყურება!!! ერთხელ მოვხვდი ეთიოპიურ რესტორანში და ოსპი მოგვართვეს, თან ხელით უნდა გეჭამა. :)))
    წითელი ბულგარული ყველაფერს უხდება.
    მშვიდობით და ღირსეულად გვემარხულოს. ამენ! 🙂

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      ოსპი ჩვენი საყვარელი კერძია ოჯახში, ჩემი მეუღლე წლები ცხოვრობდა საბერძნეთში და იქ ძალიან პოპულარული ყოფილა ოსპი, ზოგადად ბერძნულ სამზარეულოს ხშირად ვეზიარებით და ძალიან მსუყე და გემრიელია…
      ოსპი და ხელით ჭამააა 🙂 ეს რა უცნაურობააა, ხელით როგორ უნდა ვჭამოვერც წარმოვიდგინე 🙂
      ნამდვილად უფალი მოგვცემს ძალას რომ ვიმარხულოთ, ამენ!
      მადლობა ბლოგზე სტუმრობისთვის, მიხარია 🙂

      Like

      • Tinita ამბობს:

        ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო!!!! მმმმმ …. :)))) ყავაც კარგი აქვთ ბერძნებს. ზეითუნის ზეთზე რომ არაფერი ვთქვათ. მე მაჩუქეს ერთხელ ბერძნებმა თავისი ეზოს ზეითუნის ზეთი დიდი ბოთლით! 🙂

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s