ხარისხი თუ რაოდენობა?!

კვირას ეკლესიაში ვიყავი… იქედან ძალიან მშვიდი და ბედნიერი წამოვედი… ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრისმთქმელი სიტყვები მოვისმინე, მიტევების კვირა ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ამ ყველაფერს, ბევრი მყავს ისეთი ვინც უნდა მომიტევოს  და ყველას ყველას მინდა ვთხოვო მაპატიოს… მართლა გულით ვითხოვ პატიებას და იმ დღეს ეკლესიაშიც მთელი სიცხადით ვგრძნობდი რომ ამდენი სიმძიმით ვერ ვიცხოვრებ…  ახლა იფიქრებთ ალბათ რაა კაცი ხომ არ მოგიკლავსო, ბანკი ხომ არ გაგიქურდავსო, ვინმე ხომ არ მოგიწამლავსო და ა. შ და ა.შ. მაგრამ ვინ იცის იქნებ მომიკლავს კიდეც ან ყოველდღე ვკლავ ვინმეს, სამართებლით კი არა სიტყვით და ქცევით, იქნებ გამიქურდავს კიდეც მაგრამ ფული კი არა ნდობა და იმედი წამირთმებია, იქნებ მომიწამლავს კიდეც ვინმეს ცხოვრება ჩემი არსებობით მასში, ან ამ ყველაფერს აწი ვიზამ… რა ვიცი… მოკლედ ბავშვობიდან მოყოლებული პომადებისა მოპარვით დაწყებული ბოლოს გაფიქრებული მანკიერი ფიქრებით დამთავრებული მინდა რომ მოვინანიო…

რა უფრო რთულია ნეტა ერთი და დიდი ცოდვა თუ პატარა და მრავალი… ამ კითხვაზე კედლის გაზეთში ბავშვობაში ამოითხული ამბავი მახსენდება, არ ვიცი საიდან იყო ეს ამბავი და ზუსტ აღწერასაც ვერ შევძლებ გულწრფელად რომ გითხრათ მაგრამ ვეცდები რაც გონებაში დამრჩა გავიხსენო… ერთ მოძღვართან 2 ადამიანი მივიდა და ცოდვების შენდობა ითხოვა, ერთმა უთხრა შემინდე მამაო მთელი გულით კაცი მოვკალი და მოსვენებას ვერა და ვერ ვპოვებო, მეორემ უთხრა მამაო შემინდე, რამე მძიმე ცოდვა კი არ მადევს მხრებზე უბრალოდ ყოველდღიურ წვრილმანებს ვგულისხმობო… შეუნდო მამაომ ორივეს და ერთი დავალება მისცათ, წადით უცხო მხარეში და იმდენი და იმ სიმძიმე ქვა მომიტანეთ რომელიც იმ ცოდვებს შეესაბამება რაც აქ მოინანიეთო… პირველმა ადგა და მალევე ყველაზე დიდი და მძიმე ქვა მოაგორა ეკლესიასთან.. მეორე კი დარცხვენილი გამოჩნდა გვიან… იმდენი წვრილ-წვრილი კენჭი მქონდა მოსატანი ვერც კი შევაგროვე ჩემი თითქოსდა წვრილმანი ცოდვების მიხედვითო… ისევ მიიღეს შენდობა და დარიგებაც ზოგჯერ მცირე უფრო დიდი და რთულია ვიდრე ერთი მნიშვნელი… აკი ვამბობთ ხოლმე მთავარი ხარისხია რაოდებობა კი არაო, ასე გადაწყვეტილადაც არ ყოფილა საქმე თურმე ყველა საკითხში.   მთავარი ალბათ მაინც მონანიებაა გულით და სულით… და ის სიძლიერე რომელიც თავიდან აგვარიდების ცოდვების ხურჯინის თავიდან ავსებას…

ვეცდები მარხვა შევინახო… ბევრი მაკლია სრულყოფილად შენახვისთვის მაგრამ მცდელობით თუ არ დავიწყე ნელ-ნელა არ გადავდგი ნაბიჯები წინ, სულ ერთ ადგილზე გავიყინები…

რამოდენიმე დღეც და გაზავხულდება… იმედია სულშიც…

 tumblr_n0bg3j5eeX1qf8em3o1_r1_1280

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s