თავისგამართლება

ადამიანი რომ სულ მარტოა ამაზე საუბარი აღარც ღირს მგონი მაგრამ ხანდახან ძალიან ძალიან გრძნობ ამ მარტოობას და ხანდახან ისე რა… რაოდენ ძლიერაც არ უნდა გვიყავრდეს ერთმანეთი ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთის ტყავში შევძვრეთ და ვიგრძნოთ სხვისი ყველაფერი… ეს კი თავმოყვარე სუბიექტურობის ბრალია, იმის რომ ყველა ჩვენი თვალებიდან ჩვენებურად ვუყურებთ ერთმანეთს და გვგონია რომ ის რაც ჩვენთვისაა სწორი და მართებული სხვისთვისაც ის უნდა იყოს, ის რაც ჩვენთვისაა მთავარი სხვისთვისაც უმთავრესი უნდა იყოს…

მაგრამ ხომ არსებობს რაღაცეები რასაც ვერ შევიცნობთ და დიდი სურვილის მიუხედავად ისე ვერ გავაკეთებთ როგორც ამას საზოგადოებრივი აზრი მოითხოვს, ან ისე როგორც დრომ დაადგინა… ხანდახან ახსნას დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ ხანდახან უბრალოდ არ ღირს… არ ღირს სწორედ ზემოთ ნახსები სუბიექტურობის გამო….

ვიღაც ლომის ბოკვერად იბადება ამ ქვეყნად და ვიღაც კი უბრალო პატარა ბატკნად, ვიღაც არწივის მართვეა დაბადებიდან და ვიღაც ოდითგანვე წიწილა… ბუნებაში კი ყველას თავისი წილი ადგილი და როლი აქვს… თავის წილი ტკივილი და ბედნიერება…

რომელს უფრო აფასებენ? მე ვერ გეტყვით, ერთი კი ვიცი საკმარისად არასდროს არავის…

ეს არ არის პოსტი, არც ფსიქოლოგიური სჯა-ბაასი, ეს უფრო თავის გამართლებაა… იმათ წინაშე ვის სტანდარტებსაც არ ვაკმაყოფილებ!

tumblr_nbnnlwvJPx1t2mg2ro1_500 - копия

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s