შეცნობის მსგავსი

ძალიან მინდა გავისიგრძეგანო რომ ყველაფერი რაც მსურს არაა ის რაც მჭირდება…მთელი იმ უსასრულო განცდებიდან რასაც განვიცდი-ხოლმე ინტუიციით ვხვდები რომ მხოლოდ ზოგიერთი “რაღაც” არის ის რაც ჭეშმარიტად მჭირდება იმისთვის რომ ვიცოცხლო და ვიყო ბედნიერი…

მე ვიცი ჩემი სუსტი წერტილი,ეს პრიორიტეტების არასწორად განაწილებაა, რაც თავის მხრივ იმის ბრალია რომ საკუთარი თავს არაჯეროვნად ვიცნობ და ასევე არაჯეროვნად ვცემ პატივს…მე ყველაფერი ერთად მინდა და საერთო ჯამში არც არაფერი გამომდის… ვზივარ და ვფიქრობ როგორ შევძლო ჩემს ცხოვრებაში  მთავარის აღმოჩენა, როგორ გავარჩიო ის მეორეხარისხოვანი ამბებისა და შეგრძნებებისგან და როგორ შევიცნო სხვა დანარჩენი თანმიმდევრულად, უმტკივნეულად როგორ გავყვე რთული და მრავალწახნაგოვანი ცხოვრების დინებას…

ხშირად მგონია, არა კი არ მგონია დარწმუნებული ვარ ხოლმე რომ მოთმინების ულევი წყარო მაქვს… არადა არა მაქვს იცი… შეიძლება მქონდა მაგრამ ახლა სოფლის კამკამა და პატარა რუსავითაა,  ნაცვლად ზღვასავით ღრმა და ულევი მდგომარეობისა… მინდა მოთმენა ვისწავლო და პოზიტივის აღმოჩენა ჩვეულებრივ ნაცრისფერ დღეებში… სულერთია ეს საყვარელი ადამიანის ღიმილიანი სახე იქნება თუ ახალგამომცხვარი ფორთოხლის კექსის სურნელი… კარგად შესრულებული სამუშაოთი გამოწვეული თვითკმაყოფილების გრძნობა თუ ჩემი შვილის ახალნასწავლი ლექსის სტრიქონი…

მინდა ბევრს უხაროდეს ჩემი დანახვა და ჩემი სახელის გაგონება, მინდა პატარა ბედნიერებებს ნებისმიერი სახით რაც კი არსებობს ვჩუქნიდე ადამიანებს… მე ვიცი რომ ყველას ვერ მივანიჭებ ამ სიხარულს, პირიქით ვიცი ისეთებიც არიან ვისაც ჩალადაც კი არ ვუღირვარ… მაგრამ განა იდეალურ არსებობს რამე ამ დედამიწაზე?!

მინდა უკეთესი მომავლის იმედი მქონდეს მუდამ და ჩემთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად სავსე იყოს ნაცვლად ნახევრად ცარიელისა… მინდა რწმენა გამიძლიერდეს და ის სიშორე რომელსაც ვგრძნობ გადავლახო და მადლობის გადახდა ვისწავლო შენთან უფალო… მადლობას გიხდიდე არა მარტო მაშინ როცა მჭირდები არამედ მუდამ, ყოველ წუთს და წამს…

მინდა რომ ამდენი “მინდა” არ მქონდეს და მხოლოდ ოცნებებს არ ვიყო აყოლილი, ოცნების ქარმა შორს არ წამიღოს და მყარად ვიდგე მიწაზე, თუმცა ჩემნაირი რომანტიკოსი სრულებით ვერ დავთმობ ოცნებას ვიცი…  ეს ხომ ის მიწაცაა,  სადაც ბევრი ცუდის გვერდით პატარ-პატარა საწაულებიც ხდება, სწორედ მათი შეგრძნობის უნარი მინდა ვისწავლო…

tumblr_n4jqe1toNS1rsyaepo1_1280 - копия

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s