პირველი პოსტი ახალ 2015-ში…

როგორ უნდა დავიწყო ამას ბევრი ფიქრი არ უნდა, მოკლედ უნდა შევაჯამო 2014… ძალიან, ძალიან ვიწუწუნე მახსოვს 2013-ზე, მართლაც ცუდი იყო მაგრამ არც 2014-ს გავუნებივრებივარ, პირიქით იმდენი რთული და არასასიამოვნო რამე შემემთხვა რომ დღემდე ვერ დავძლიე და ვერ ვაჯობე საკუთარ თავს 😦 ამ წელმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა როგორი უსუსური და საწყალი ვარ 😦 იმედგაცრუება იმედგაცრუება იმედგაცრუება მთელი წელი მხოლოდ ერთ სიტყვამდე დადის  … ხან მე ვუცრუებდი იმედებს სხვებს ხან სხვები მიცრუებდნენ იმედებს… საერთოდაც მე ვთვლი რომ ნებისმიერ ცუდ ამბავში ერთი მხარე არასდროს არაა მართალი ან დამნაშავე, ყველაფერი ყოველთვის ორმხრივია… ზოგჯერ სპონტანური გადაწყვეტილებები ამართლებს, ზოგჯერ კი გვღუპავს… მე მაინცდამაინც მეორე დამმართა… და დამრჩა მარტოობა, სრული მარტოობა…ღამეული ფორიაქები და სევდა გარდასულ დღეთა… ყოველ თვეს ჰქონდა უზარმაზარი კი არა, გრანდიოზული ცუდი ამბავი…და შესაბამისად მრჩებოდა სერიოზულად შერყეული ჯანმრთელობა, ჩემი ესოდენ სუსტი წერტილი… ძნელია როცა ძალიან გტკივა და ვერავის უზიარებ, მაგრამ ამასაც მივეჩვიე, იმდენად რომ აღარც ჩემს ყველაზე ახლო ადამიანს აღარ ვანდობ, თუკი მე უნდა ვიტვირთო დაე ბოლომდე მე გავწიო და სხვას ერთი ნერვიც არ აუტოკდეს ამის გამო…

მაგრამ ალბათ ყველაფერი დამსახურებითაა ჩვენ ცხოვრებაში, ალბათ დავიმსახურე ამდენი ტკივილი და იმიტომ მერგო, იქნებ ვთესავდი თავიდანვე ყველგან ცუდს  და იმიტომ მოვიმკე ცუდი მოსავალიც… იქნებ 2015-ში მაინც შეიცვალოს რამე…

tumblr_mfcq9iaPgp1r71b95o1_500

იდეალური არაფერია ამქვეყნად და არც ისე საუკეთესოდაა ყველაფერი მაგრამ მე მაინც ბედნიერი ვარ რომ ჩემი გული მრავალ საყვარელ ადამიანს იტევს… და თუ მათთან ვერ ვარ ხოლმე გულში მყავს თითოეული ჩაბუდებული… მერე რა რომ ზოგს ვერც კი წარმოუდგენიათ ეს…ყველაზე მეტად კი მიხარია რომ მყავს  ჩემი პატარა სიფრიფანა გოგო, რომელიც წელს პირველკლასელი გახდა და ჩემი შოთუნა, მიხარია რომ ისევ ჩემს გვერდით არიან ჩვენი მშობლები რომლებსაც ზუსტად ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ და ყველაფერს მაპატიებენ რაც არ უნდა გავაკეთო… მიხარია რომ მყავს ძმა რომელიც ასე მახარებს მისი სიძლიერით… მიხარია ჩემს ირგვლივ ცხოვრობენ სხვა ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანები. ნეტავ ყველას მოუტანოს ახალმა 2015-მა ბევრი სითბო, სიყვარული და ღიმილი…

ყველას ვისაც ჩემგან ეკუთვნის ბოდიში ნამდვილად მინდა მოვუხადო ყველაზე გულითადი და გულწრფელი ბოდიში, ყველას ვისაც ჩემგან ეკუთვნის მადლობა ნამდვილად მინდა გადავუხადო სიყვარულით და მადლიერებით სავსე მადლობა…

რავქნა, როგორიც ვარ ისეთი ვარ… დაე მომიტანოს ამ წელმა ის რასაც ვიმსახურებ, არც მეტი და არც ნაკლები… თავად გადაწყვიტე რა მეკუთვნის წელო ახალო …

რჩევა საკუთარ თავს ახალ 2015-ში!!!

რჩევა საკუთარ თავს ახალ 2015-ში!!!

P.S.  დღეს ჩემი ბლოგი 2  წლის გახდა 🙂 

Advertisements

2 thoughts on “პირველი პოსტი ახალ 2015-ში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s