წერილი ადამიანს,რომელიც გარდაცვლილია

ხანდახან მგონია რომ საკმარისად დიდი და ძლიერი ვარ, ხანდახან პირიქით… ხანდახან ძალიან მენატრები, ხანდახან ძალიან ვბრაზდები რომ გვერდით აღარ მყავხარ, ხანდახან იმაზეც ვფიქრობ იქნებ შენც ბრაზდები-ხოლმე ჩემზე მაგრამ ხანდახან ისე ძალიან მინდა შენთან ყოფნა რომ ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ მერე…

მიყვარხარ-მეთქი რომ მოგწერო რით გაგაკვირვებ, მე ხომ ის პატარა გოგო ვარ შენი კისრიდან ჩამოცოცებულმა რომ გადავდგი პირველი ნაბიჯები, მე ხომ ის გოგო ვარ შვილივით რომ ყველგან დაატარებდი და არსად არ ტოვებდი, მე ხომ ის გოგო ვარ შენს გარეშე რომ ექიმთან არ მიდიოდა და შენთან ერთად არაფრის რომ არ ეშინოდა, მე ხომ ის გოგო ვარ შენი თამბაქოს სუნით გაჟღენთილ პერანგზე თავს რომ ჩამოდებდა და ბედნიერი ბავშვი ხდებოდა… მე ხომ ის გოგო ვარ საკუთარი ხელით რომ გაუკეთე პირველი საყურე და “დიდ გოგოობას” აზიარე, მე ხომ ის გოგო ვარ ათას ჭკუას რომ არიგებდი და “უჯიკებდი”-ხოლმე, შენ თვითონ საჯიკებელო 🙂 მე ხომ ის გოგო ვარ დედილო ასტრიდის დიდებულ სამყაროს რომ აზიარე და ყველაზე ლამაზი ლიტერატურული ბავშვობა აჩუქე, მე ხომ ის გოგო ვარ დაბადების დღეზე შენს წერილებს რომ სულმოუთქმელად ელოდა და ისიც, წასვლიდან ნახვამდე მონატრება რომ ასწავლე…

გავხედავ-ხოლმე შენს ნაჩუქარ  წმ. ვერონიკას ხატს კედელზე და შენ მახსენდები, შენი გულიანი სიცილით და თამბაქოს სუნით ჩემო შავტუხა ბუძი… კიდევ თითები მახსენდება შენი და ჩვენი სახლი… ბევრი რამე მახსენდება…

მერე გაქრი.. მერე ისევ გაჩნდი… მერე მართლა გაქრი… და ახლა სულ მენატრები…

7736220108_f57dec8eb4

Advertisements

2 thoughts on “წერილი ადამიანს,რომელიც გარდაცვლილია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s