უსათაურო

არაფერი არ მაგონდება  რომ დავწერო მაგრამ მაინც გავხსენი და ვიფიქრე რამე დამეწერება-თქო… ისე მაინც…

ძალიან კარგი weekend-ი მქონდა. ხანდახან ისე მინდა ყველაფერი მივატოვო და წავიდე შორს, ახალი ცხოვრება მინდა, გადავიღალე… საკუთარ თავს ვუყურებ შორიდან და არ მიყვარს… ძალიან ცუდი ყოფილა როცა საკუთარი თავი არ გიყვარს… ამ შაბათ-კვირასაც იმიტომ ვიყავი ბედნიერი რომ ისეთ ხალხთან ვიყავი ვისაც ვუყვარვარ, ვუყვარვარ ისეთი როგორიც ვარ, უენერგიო, ზარმაცი, ინერტული, ჩაკეტილი და…

იმდენი ხანია მამაჩემის კალთაში არ ვმჯდარვარ… საერთოდ არც კი მახსოვს ალბათ როდის იყო ეს… ბერდება ჩემი მამიკო… თმა უთეთრდება, ხმაში სევდა ეპარება, თვალები კი ისევ ისეთი კამკამა ცისფერი აქვს… უწყლიანდება ხოლმე საყვარელ ხალხს რომ იგონებს… მე კი ამ დროს ყელში გაჩხერილ ბურთივით ცრებლებს უჩუმრად ვყლაპავ…

 მიკვირს, ძალიან მიკვირს როგორ ძლიერადაც არ მიყვარს ჩემი თავი, იმდენად ძლიერ მიყვარს ისინი ვინც ჩემ ცხოვრებაში არიან, ან არ არიან გარკვეული მიზეზების გამო…

სამწუხაროდ ამის დამტკიცება არ შემიძლია…  და საერთოდაც არ ვიცი როგორ უნდა დავამტკიცო… მთავარია რომ ის ხედავს…

ხანდახან ძალიან მიპატარავდება გული ტკივილისგან…

ნოემბერია, წვიმიანი ნოემბერი…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s