ჩემი დღეები…

ბათუმში ულამაზესი შემოდგომაა… ნეკერჩხლის ყვითელ-წითელი ფოთლები ცვივა ყველა ქუჩის ფილაქანზე და მზე ანათებს დიდი და ნათელი… დილაობით ოდნავ სუსხია მაგრამ, შუადღეზე, როცა შესვენება მაქვს სამსახურში ისე თბილა გავდივარ და  ფეხით შემოვირბენ-ხოლმე ირგვლივ ქუჩებს… სულელივით მაღლა-მაღლა ვიყურები, გავცქერი ცისფერ უღრუბლო ცას და ფოთლებს… ფერად და ლამაზ ფოთლებს…

IMG_20141117_132947
IMG_20141117_133330 IMG_20141113_100233

ახალი სამუშაო გარემო და ახალი სამუშაო მაგიდა მაქვს ძველი საქმეებით… არ მიყვარს ყავა მაგრამ ხანდახან მაინც ვეპარები-ხოლმე… კიდევ აღმოვაჩინე რომ ჩემი სახლის წინ  უგემრიელეს ტრუფელებს ამზადებენ 🙂

IMG_20141104_190622 IMG_20141116_143522

ყოველ დილით შემოვიხვევ ჩემს ლამაზ კაშნებს და ვცდილობ ბედნიერი ვიყო…

მენატრება ჩემი გოგო ძალიან, ჩემი პრანჭიკელა ლამაზი გოგოშკა…

ჩემი ინგლისურის გაკვეთილებიც მიდის რაკრაკით 🙂 ღიმილ-ღიმილით 🙂 უკვე მეორე “სთეიჯელი” ვარ 😀

P.S  დღეს გალაქტიონის დაბადების დღეა და მთელი დღეა თავში წიკწიკებს :

“წელიწადები წავლიან ძველი,

შეიცვლებიან ქარით სიონი,

როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

ისე ერთია გალაქტიონი”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s