Kakheti Trip

ჩემი შვებულების ორი დაუვიწყარი დღე გავატარე კახეთში, პარასკევს ჩავედი თბილისში და საოცრად სასამოვნო საჩუქარი მოგვიწყვეს ჩვენმა მეგობრებმა, იმდენი დადებითი ემოცია დამებადა რომ არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა სიტყვებით გადმოცემას, ეს იყო ნამდვილი მეგობრული, სიყვარულით, მოგონებებითა და ჭიქა  ღვინის არომატით გაჯერებული საღამო სადაც სპონტანურად და ყოველგვარი მომზადების გარეშე დაიგეგმა მეორე დღს კახეთში წასვლა და რაც შეიძლებოდა ყველაფრის ნახვის მოსწრება 🙂

ჰოდა გათენდა ჩემი ულამაზესი შემოდგომის დილა შერატონში, ვისაუზმეთ და მე ჩემი შოთუნა და ჩვენი მეგობარი წყვილი გავემართეთ სად? ნუ რა თქმა უნდა კახეთში, ეგ ისედაც იცით, უკვე  გითხარით… მაგრამ პირველად სად  წავიდოდა 2 ერთმანეთზე უგვზო–უკვლოდ შეყვარებული წყვილი კახეთში? რ თქმა უნდა სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში 🙂

ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი პატარა ქუჩებით,  რომანტიკული ქვაფენილებით და კაფეებით, ლამაზი აივნებით და შეუყვარებული წყვილებით…

სიღნაღი

კაფე სიღნაღში

სიღნაღიდან როგორც კი გამოხვალთ იქვე არის გადასახვევი და სულ რაღაც 15 წუთში აღმოჩნდებით ბოდბის დედათა მონასტერში… სადაც დაგხვდებათ საოცარი სიმშვიდე და შემოდგომისთვის უჩვეულო სიმწვანე…

ბოდბე

ბოდბე

შემდეგ გავეშურეთ ყვარელში და თავი ამოვყავი საოცარ ადგილზე, ყვარლის ტბაზე, გასულელება შეიძლება ისეთი ლამაზია იქაურობა, განსაკუთრებით შემოდგომაზე ალბათ, ოქროსფერი ფოთლები, მწვანე გარემოში და დიდი ტბა კეთილმოწყობილი გარემოთ 🙂 თუ დასვენება და ამ სამყაროსგან მოწყვეტა გინდათ იქ უნდა წახვიდეთ… გახსენებისას ჟრუანტელი მივლის იმ სიამოვნებისგან რაც იქ მივიღე და კიდევ ის საქანელები მენატრება პირდაპირ ტბასთან რომ დაუდგამთ… ბავშვობის მერე პირველად ვიქანავე ასე თავდავიწყებით…

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

საქანელები ყვარლის ტბაზე

საქანელები ყვარლის ტბაზე

მე და საქანელა :)

მე და საქანელა 🙂

ყვარლის ტბა

ყვარლის ტბა

წამოვედით და გზად გვხვდებოდა უამრავი ქარვისფერი ყურძნით დატვირთული მანქანა, ჰაერი ყურძნის ნაჭყლეტის სუნით იყო გაჯერებული… მზე ნელ–ნელა ჩადიოდა ვენახების გრძელ რიგებში…შებინდებულზე გავიარეთ ილიას ტბა, მაგრამ უკვე ბნელოდა და სამწუხაროდ ფოტოები აღარ გადაგვიღია…

დავბინავდით თელავში ერთ–ერთ სასტუმროში “Old Telavi”, თუ თელავში მოგიწევთ გაჩერება აუცილებლად იქ დაბინავდით, ძალიან კარგი გარემო აქვთ, სასიამოვნო მომსახურება, რაც ჩვენ ესოდენ გვიჭირს ქართველებს და ფასები კიდევ ხომ ადეკვატური… ერთი სიტყვით ყველაფერი კარგი იყო…

თელავი ძალიან მომეწონა, ნუ სულ არ დამითვალიერებია მაგრამ რაც ვნახე მშვენიერი იყო, ღამით ოთხივემ ძალიან ბევრი ვისეირნეთ თელავის ქუჩებში და ბევრიც ვიცინეთ…

თელავის დილა იყო წვიმიანი და გრილი მაგრამ მე ისე თბილი ვიყავი ემოციებით რომ საერთოდ ვერ იმოქმედა ამან ჩემზე, ადრიანადვე ავდექი მოვწესრიგდი, ჩემი “რაზმი” შევკრიბე და წავედით წინანდალში…

რა ლამაზია წინანდალი, როგორი სიძველისა და სიმდიდრის სურნელი დაჰკრავს… ღვინის არომატითა და თან სიჯანსაღითაა გაჯერებული იქაურობა, ასწლოვანი ხეები ერთმანეთხე გადახვეულნი, ლამაზად გაკვალული ბილიკები, ყვითელ–წითელი ფოთლების ცვენა და … რომანტიკა… სიძველის რომანტიკა…

წინანდლის ეზო

წინანდლის ეზო

წინანდლის ეზო და ოთახები სასახლიდან...

წინანდლის ეზო და ოთახები სასახლიდან…

წინანდალი

წინანდალი

წინანდალი...

წინანდალი…

მე და შოთუნა წინანდლის ეზოში :) ყველგან ვახერხებთ

მე და შოთუნა წინანდლის ეზოში 🙂 ყველგან ვახერხებთ “მაიმუნობას” 🙂

და წამოვედით ასე ბედნიერები კახეთიდან გომბორის გავლით…

გომბორის მთა

გომბორის მთა

გზაში შევსანსლეთ კახური ჩურჩხელები და პატარა ბავშვებივით გვიხაროდა რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდებოდა, რომ ერთად ვიყავით და მთელი გზა ვაწყობდით გეგმებს.. მომდევნო გაჩერების ადგილიც განსაზღვრულია და ვნახოთ აბა, იმასაც თუ მოვახერხებთ პოსტი მასზე იქნება თუ იქნება დიდებული 🙂

თქვენი დიდად ნასიამოვნები ინტრიგანი გოგო 🙂

Advertisements

4 thoughts on “Kakheti Trip

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s