შვებულებიდან დაბრუნებულის მელანქოლია

იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი საიდან დავიწყო არ ვიცი… დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს დასვენებული, ბედნიერი და ცოტა სევდიანი… ჩემი ორკვირიანი შვებულებიდან  გამომყვა 3 დაუვიწყარი დღის შთაბეჭდილება და წუთები რომელსაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ 🙂

რა კარგია რომ გყავს ადამიანი, რომელისგანაც გრძნობ რომ უყვარხარ, ძალიან უყვარხარ და ამ სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება, არც ახსნები, არც შელამაზებები, არც დაპირებები, ამ სიყვარულს მხოლოდ ის ასხივებს და ასეთი სიყვარულიც მხოლოდ მას შეუძლია მგონია…

ჩემი სამუშაო ოთახის ფანჯრიდან წვიმიანი და ნაცრისფერი ბათუმი ჩანს…. არადა  წვიმიანი რიონის პირი  მეჩვენება, აი დაახლოებით ასეთი…

3028043h1f3yb3dzg

სურნელიც მდინარის პირისა იგრძნობა, სოფლის არომატით გაჯერებული და თან შემოდგომა მოფრქვეული…  გემოც? გემო ჩემი ეზოს კარალიოკისა აქვს …. მწიფე, მოყვითალო–მოწითალო კარალიოკისა…

მშვიდობით შვებულების ტკბილო დღეებო, იმედია მალე დაგიბრუნდებით 🙂

p.s. ბედნიერებავ დასვენების დღე უნდა გერქვას შენ 🙂

Advertisements

One thought on “შვებულებიდან დაბრუნებულის მელანქოლია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s