სალამი შემოდგომავ…

სალამი შემოდგომავ!

ნეტავ წელს რა მოგაქვს ჩემთვის ახალი და კარგი? რას მიმზადებ შენს წითელ–ყვითელ, ხან წვიმიან და ხანაც ქარიან დღებში საჩუქრად… სიხარულით უნდა ამავსო უფრო თუ სევდით?

დღეს დილით თვალი გავახილე და ვიგრძენი, ძალიან მძაფრად ვიგრძენი რომ თითქოს 8 წლის ვიყავი და შემოდგომის დილა იყო, მე კი ბებიკოსეულ სახლში ვიწექი და როგორც 8 წლის ბავშვი ისე ვიკუნტებოდი და ფეხს ვითრევდი, ადგომა არ მინდოდა… ვგრძნობდი ლანდები დადიოდნენ ჩემს ირგვლივ და ვგრძნობდი რომ ნამდვილი შემოდგომა იყო… მზე შემოდგომისა ანათებდა უკვე ჩემს ფანჯარაში… მაგრამ ეს შეგრძნება არსაიდან მოვიდა და წამიერადვე არსაით გაქრა…

4ef19926e8066c7f4bd769a389718d5e

ძალიან გთხოვ ჩემო ბარაქიანო და ლამაზო შემოდგომავ იყავი საუკეთესო ამ წელში ჩემთვის… შენც რომ მიმტყუნო, მე უსათუოდ დავკარგავ იმედს და რამე სასწაული თუ არ მოხდება წლევანდელი ზამთრის ცივ დღებში ჩავთვლი რომ ეს წელი დავკარგე… ძალიან უბრალოდ და ძალიან ცუდად დავკარგე…

მე კი ჩემი მხრიდან გპირდები რომ უკეთესი გოგო ვიქნები, სხვათა შორის ძალიან პრაქტიკულად მაქვს გაწერილი ის რაც უნდა დავიწყო და გავაკეთო…

  • სწორედ ახლა,შენი სექტემბრის ერთ ლამაზ დილას ჩემი გოგო პირველად უნდა წავიყვანო სკოლაში, აბა შენ იცი როგორ ლამაზად გაათენებ იმ დილას …
  • ვიწყებ დიდი ხნის მიტოვებულ სწავლას… მომავალში რომ დადგები ალბათ ძალიან გაგახარებ…
  • ვიწყებ მომზადებას და ვიღებ მართვის მოწმობას, რა იცი რა შეიცვლება იქნებ გავბედო და ერთხელ შენს ოქროსფერ ფოთლებს ისე ჩავუქროლო ჩემი ავტოთი ტანგო ვაცეკვო მეზობელი ხეებიდან ჩამოცვენილ შეყვარებულ ფოთლის წყვილებს…

კიდევ ერთი კარგი ამბავი უნდა გითხრა, გახსოვს შარშან რომ გეწუწუნე ჩემს საძაგელ პრობლებაზე? ჰოდა წელს კარგი გოგო ვარ საყვარელო… შარშანდელმა ოქტომბერმა ისე შემაგულიანა რომ ძველი მე გავაქრე და აგერ უკვე რახანია ახალი ვარ… რახანია ამაზე ვაპირებ დავწერო მაგრამ ვერადა ვერ მოვაბი თავი… მოკლედ მარტო კი არ გთხოვ რაღაცეებს ხედავ მეც შევასრულე ერთი პირობა.. მართალია ერთი მაგრამ სულ არაობას ხომ სჯობია არა?

ხომ იცი მე სულ მარტო ვარ ხოლმე და შენც ნუ მიმატოვებ, გპირდები წელს ძალიან აუტანელიც არ ვიქნები…

წელს რაღაც ძალიან მიყვარხარ და აბა ჩვენ ვიცით 🙂

Advertisements

4 thoughts on “სალამი შემოდგომავ…

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    რა ტკბილი პოსტია.
    ვულოცავ შენს გოგონას სკოლაში წასვლას, წარმატებებს ვუსურვებ!!! ბედნიერი და მხიარული იყოს მუდამ, კმაყოფილი სკოლით და კლასელ-მასწავლებლებით!!!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s