ტორტ-სუფლე და პარასკევი…

პარასკევი დღეა,  რამოდენიმე მიზეზის გამო დღეს ვისვენებ… ისე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პარასკევი, სულ ის განცდა მახსენდება ხოლმე სკოლიდან შინ რომ  ვბრუნდებოდი, ჩანთას  ჩემს სამუშაო მაგიდასთან მივდებდი და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი მეგონა… შებინდებულზე კალიასავით ნარბენ–ნახტუნავები,  სახლისკენ მომავალ გზას რომ მივყვებოდი და ფეხები მაინც უკან მრჩებოდა… არ მეთმობოდა ის გრძნობით და აღტკინებით სავსე წუთები, ისე როგორც ახლა არ მეთმობა და არ მავიწყდება ჩემი ტკბილი ბავშვობის მოგონებები, დღეს რომ მინდა შემოგთავაზოთ იმ რეცეპტივით ტკბილი, მსუბუქი და ხალასი…

დიახ, სიმართლე თუ გინდათ სხვა რამის მოსაყოლად შემოგირბინეთ  დღეს,  ერთი მარტივ და გემრიელ დესერტზე უნდა მოგიყვეთ, ზაფხულში პირდაპირ მისწრებაა 🙂 ცივი და ნაზი 🙂  თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ჟელეები და სუფლეები, ეს რეცეპტი თქვენთვისაა…

700-750 არაჟანი
 200-250 გრ შაქარი
 ვანილი
 30 გრ ჟელატინი
 ნებისმიერი ხილი, სასურველია კენკრა.
 200 პეჩენია
 100 გრ გამდნარი კარაქი

დაგჭირდებათ ტორტის სახსნელი  ან გამჭირვალე ლამაზი მინის ფორმა…

დაქუცმაცებულ “პეჩენიას” დავასხათ 100 გრ გამდნარი კარაქი და ავურიოთ ერთმანებთი, შემდეგ ეს მასა დავკეპოთ ფორმაში მთლიან დიამეტრზე… ამის შემდეგ გავაკეთოთ გულსართი, არაჟანი, შაქარი ვანილი და გამდნარი სწრაფმხსნელი ჟელატინი ავთქვიფოთ მიქსერით კარგად, სულ ეს არის, ჩვენს “პეჩენიას” დავასხათ მიღებული მასის ნახევარი, მოვაყაროთ სასურველი ხილი, შემდეგ ისევ მასა და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით… მე ატმით გავაკეთე და თავზე ცოტა შოკოლადი მოვახეხე.. ისეთი გემრიელია, ვიცი თქვენც მოგეწონებათ 🙂

ჩემი “ტორწიკი”  აი ასეთი გამოვიდა :

ახალბედებო და გამოუცდელებო ეს ნამდვილად თქვენთვისაა, თავი რომ მოიწონოთ 🙂

Bon Appétit…

Advertisements

5 thoughts on “ტორტ-სუფლე და პარასკევი…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s