ერთი დიდი გაუგებრობა, ან ორი…

ერთად წავიკითხე რომენ გარის “თეთრი ძაღლი” და პოლ ოსტერის “ნიუ–იორკული ტრილოგია”…

სად ერთი და სად მეორე, მაგრამ მაინც აქვთ საერთო, ეს აზარტია, კითხვისას გიპყრობს აზარტი და ვერ ეშვები…

რომენ გარი ძალიან მსუბუქად გიყვება ყველაფერზე ცოტა–ცოტას, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობიდან დაწყებული შავკანიან და თეთრკანიან მოსახლებას შორის გამოწვეული ჯანყით დამთავრებული, მაგრამ ეს ყველაფერი ფონია, ამ ფონზე კი ძალიან მაგარი ამბავია, ერთი თეთრი ძაღლისა რომელიც დაბადებიდანვე გაწვრთნეს შავკანიანთა წინააღმდეგ… ჩვენი დიდსულოვან მწერალს კი გადაწყვეტილი აქვს თავდაპირველი ბუნება დაუბრუნოს და თავიდან გააწვრთევინოს მეგობარს.  ძაღლსაშენში მხოლოდ შავკანიანი დასთანხმდება ამ საეჭვო დავალების შესრულებაზე… ვკითხულობდი ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების გარეშე იმ დროში განვითარებულ ამბებს, ვეცნობოდი მწერლის დამოკიდებულებებს სახვადასხვა საკითხისადმი, ასე ვთქვათ მივყვებოდი მასთან ერთად ცხოვრების დინებას, შიგადაშიგ კი ძაღლსაც მოვიკითხავდით … ყოველი ნახვის შემდეგ ვხედავდი შეშინებულს და შეშფოთებულს… ვერავერს საიმედოს ვატყობდი ამ ამბავს, ჩემი მწერალი კი ჯიუტად აგრძელებდა და თანმდებოდა მწვრთნელის “ხუშტურებს”… რაღაც კარგ არ ველოდი–თქო კი გითხარით უკვე მაგრამ რაც ბოლოს მოხდა იმან საბოლოოდ ჩამწყვიტა გული…

#Books #read #freetime #RomainGary #WhiteDog #Diogene

A post shared by I'm Vera. follow me my dear! (@veraabuladze) on

ნუთუ ასე ძნელია ბოროტების სიკეთედ გადაქცევა…ნუთუ გული ამდენ ბოღმას იტევს და ვერ ელება…

თეთრი ძაღლი…შავი ძაღლი… რომელი უფრო საცოდავია, მწვრთნელი და გაწვრთნილი… გულში ჩავიხედოთ, განა ყველა ჩვენგანში არ იმალებათეთრი ძაღლი?!

პოლ ოსტერს რაც შეეხება, ძალიან ვისიამოვნე სამგანზომილებიანი დეტექტივი, სხვადასხვა სახეებით, სახელებით ამბებით მაგრამ მაინც ნაცნობი სიუჟეტებით, რაღაცნაირად გითრევს მთელი ეს გაურკვეველი ამბები რომლების სამი სხვადასხვა სათაურით “ნიუ–იორკული ტრილოგიის”  ქვეშაა გაერთიანებული: “შუშის ქალაქი”, “აჩრდილები” და “დაკეტილი ოთახი”.

#books #bookstore #paulauster #thenewyorktrilogy #bakursukakauripublishing #instabook #freetime #followme

A post shared by I'm Vera. follow me my dear! (@veraabuladze) on

ყველაზე მეტად მაინც ქუინი მიყვარს და მებრალება მთელი თავის ისტორიით და თავგანწირვით… საინტერესოა ფერების დაპირისპირება და ფანტაზიის ასე ფერებში გაცოცხლება და ბოლოს… ბოლოს ყველაზე მაგარია… იმიტომ რომ რაღაცნაირად გამოკვეთილი გზა ჩნდება და გმირი ამარცხებს ამდენ გაურკვევლობას და ბინდიდან გამოდის… მოკლედ ბოლოს ყველაზე მეტად თავისუფლად იგრძნობთ თავს.

ეს წიგნი ერთი დიდი გაუგებრობაა, მაგრამ მე თუ მკითხავთ ღირს ამ გაუგებრობაში მოხვედრა!

Advertisements

2 thoughts on “ერთი დიდი გაუგებრობა, ან ორი…

  1. Toma ამბობს:

    pოლ ოსტერის “ნიუ–იორკული ტრილოგია”… – ar vici ramdenjer davike kitxva. faqti ertia -kitxva vecertxeld avamtavre. Very boring chemtvis da mshus im admaianebisa vin am tilogiis bolo furclamde miagcia 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s