გოგო ზარხუფში…

თავიდან კითხვა რომ დავიწყე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამერიკელი კარიერისტი სტუდენტი გოგოს ძალიან მაგარ ამბებს ვკითხულობდი, თავგადასავლებს მსოფლიოს ყველაზე გიჟ მეგაპოლისში ნიუ იორკში და რომ არ მცოდნოდა წიგნის შესახებ და სათაურიდან გამომდინარე სხვა მოლოდინი არ მქონოდა, ნამდვილად კარგად გავერთობოდი.

IMG_20140719_134657

მაგრამ ერთმა ვიღაც ბოსტონელმა მარტოსულმა გოგომ დიდი ტკივილი დამიტოვა საბოლოდ გულში და  განცდა იმისა რომ მინის ხუფში ვარ გამომწყვდეული და ვერ ვთავისუფლდები… მით უფრო ბოლოდროინდელმა ცხოვრებისეულმა სირთულეებმა ძალიან დიდი კვალი დამიტოვეს გულშიც სულშიც და ფიქრებშიც.. არის რაღაცეები რისგანაც ადამიანები ვერასოდეს განვთავისუფლდებით…  ამ “რაღააცეებიდან” კი პირველი ეს ჩვენივე თავია.. ესთერმა გაეცქცა საკუთარ თავს მრავალი თეთრად გათენებული ღამის, მერე უღიმღამოდ დაღამებული დღეების, აუწყობელი ურთიერთობების და მშრალი მოგონებების შემდეგ, გაექცა ერთხელ და სამუდამოდ  – თვითმკვლელობით… მაგრამ არაა… ესთერმა შეძლო თითქოს სიგიჟის ზღვარს გადაბიჯება და იმედის ნაპერწკალი დამიტოვა, მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ეს გოგო ესთერ გრინვუდი კი არა, სილვია პლათია და თითოეული სტრიქონი წიგნიდან ნამდვილია, ჰოდა სამწუხაროდ ისიც ვიცი რომ ამ წიგნის დაწერიდან მალევე ის სამუდამოდ მოექცა ზარხუფის ქვეშ…

კითხვისას მძაფრად იგრძნობთ  ფემინისტურ შეხედულებებს, რომელიც პრინციპში ფემინისტური კი არა, რეალურად ნორმალური ნააზრევია, რომელსაც მე როგორც გოგო, მეუღლე და პატარა ქალიშვილის დედა ათასჯერ, ათიათასჯერ ვეთანხმები…

სუნთქვა შეგეკვრებათ ბევრჯერ  კითხვისას…

Advertisements

One thought on “გოგო ზარხუფში…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s