მოსამსახურე…

ამერიკა, მისისიპის შტატი, გასული საუკუნის 60-იან წლები…

ცხოვრება, როგორც ასეთი მიუღებელი…

თეთრები და შავები… ქალები და კაცები… ბატონები და მოსამსახურეები…

სამი ქალის მხრიდან დანახული ერთი გულსატკენი ამბავი…

ერთ მხარეს ეიბილინი… მინი… მის სქითერი… მეორე მხარეს მის ჰილი, მის ლიფოლთი და სხვა ბევრნი…

IMG_20140517_154534

ეიბილინი – შავკანიანი ძიძა, 17 თეთრი და ერთადერთი საკუთარი მკვდარი შვილის დედა, ხელით დაწერილი, სასწაულმოქმედი ლოცვების ავტორი და ამქვეყნად  ჭეშმარიტების შემცველი ზღაპრების მთხრობელი… მინი მეამბოხე და დაუდგომელი სულის პატრონი, გაბედული კულინარი და ათასი სისულელის ჩამდენი შავკანიანი ქალბატონი… მის სქითერი – უშიშარი, მებრძოლი და სამართლიანი, ყველაზე სამართლიანი თეთრკანიანი გოგო მაშინდელ მისისიპში…

ყველაზე ლამაზი და სიმართლით სავსე მტრედ დასკუპებული ცისფერი წიგნის წერის ხანგრძლივი შიშითა და რწმენით სავსე პროცესი… სიმართლე მზის სხივზე გამოდის…

მის სელია– ყველაზე ჩერჩეტი ქალი მთელ ამ ამბებში, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი…

წაიკითხეთ და გაიხსენეთ ადამიანები, რომლების არ ივიწყებენ იმას რომ “წინა კაცი უკანა კაცის ხიდია”… რომ “მადლობის გადახდა, როდესაც გულწრფელი ხარ , როდესაც არ ივიწყებ სიკეთეს, ეს დიდი მადლია”, რომ, ცხოვრებაში ყველაზე მძიმე ასატანი ეს მსჯელობის ის საგანია სადაც განიხილავენ იმას თუ რას ნიშნავს იყო ზანგი და ემსახურებოდე თეთრ ქალბატონს… რომ “ქალებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ორ ქალს ბევრი არაფერი აშორებს. ორივე ჩვეულებრივი ადამიანია და რომ მათ  გაცილებით მეტი სიახლოვე აკავშირებს ვიდრე წარმოგვიდგენია”, მიუხედავად კანის ფერისა…

კითხვისას გპირდებით ბევრს იცინებთ, ბევრსაც იტირებთ, რა თქმა უნდა ბევრსაც იფიქრებთ, ჰოდა კიდევ  იმას იტყვით რომ რა მაგარია ეს დრო რომ წარსულია… მაგრამ აბა გულში ჩაიხედეთ ან ირგვლივ მიმოიხედეთ, ქუჩაში გავლილ ზანგს რომ შეხედავთ ან სხვები შეხედავენ ყველა თვალს აყოლებთ… ან აყოლებენ… უბედურება სწორედ ისაა რომ დღესაც გვჭირდება ეიბის ზღაპრები მწვანე მარსელ ლუთერ კინგზე…ამიტომაცაა რომ დღესაც ასე აქტუალურად წერენ   თეთრი ქალ – ბატონებისა და ფერადკანიანი მოსამსახურეების ურთიერთობაზე, ჯერ კიდევ “ბიძია თომას ქოხიდან” მოყოლებული, “ნუ მოკლავ ჯაფარას” გავლენით აღშფოთებული თანამედროვე მწერლები, მავანნი იტყვიან თემა მოძველდაო, მიყუჩდაო, ბანალურობა მოერიაო… აბა რატომ წერენ ასე თავდადებით, ამ წიგნებს გამოცემენ მილიონობით ეგზემპლარით, თარგმნიან შეუწყველტივ და ბოლოს და ბოლოს ფილმებს იღებენ… ვინმე არ დარჩეს ისეთი რომ ვერ წაიკითხოს ან ნახოსო…

მართლაც… არ უნდა დარჩეს ვინმე 21–ე  საუკუნის ჩვენს ქვეყანაზე ვისაც გულს არ აუწვავს ეს ამბავი!

Advertisements

2 thoughts on “მოსამსახურე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s