კვირის ქრონიკა :)

წინა კვირის დასასრული იყო სრულიად დაუგეგმავი და სპონტანურად გადაწყვეტილი, პოსტი რომ დავწერე და კვირა დღეც უკვე მილეულად ჩავთვალე, სწორედ მაშინ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და აი ასე წამებში მიღებული გადაწყვეტილებით 4 გოგო და 1 ბიჭი თავს დავესხით შვებულებაში მყოფ მეგობარს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში…. ნუ რა თქმა უნდა ძალიან გვიან ჩავედით და დილით ადრიანად მოგვიწია წამოსვლა სამსახურში მაგრამ, ჩემს მეგობრებს თვალი ერთი წუთითაც არ მოუხუჭავთ მე კი ვერა და ვერ მოვერიე საკუთარ თავს და მშვენივრად მიმეძინა კიდეც… მაგრამ აი უდიდესი სიამოვნება მივიღე სუფრაზე, არა მარტო ჭამისგან :)))) არამედ იქ მყოფი მომღერალი საზოგადოებისგან, გიტარაზე შესულებული სალაღობო სიმღერები და გემრიელი შეხუმრებები ! 🙂 რაც კარგია, კარგია სულ! დილა იყო საოცარი, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, მამლების ყივილი და კრიალა ცა…

IMG_20140505_064835 IMG_20140505_064945 IMG_20140505_065542

მერე იყო საღამოები ზღვის ნაპირას, ბევრი სიარული და მარტოობა… და კიდევ ულამაზესი ყვავილები რომელსაც ბათუმის ბულვარში შეხვდებით…

IMG_20140505_194536  IMG_20140505_195216

IMG_20140505_200014IMG_20140505_195534 IMG_20140505_195506 IMG_20140505_195457 IMG_20140505_195440 IMG_20140505_195416

მერე იყო სამსახურეობრივი გადანაცვლებები და ორომტრიალები, არეული-დარეული 2 დღე და ათასი წვრილმანი 😦

წელს პირველად გასინჯული მარწყვი, რომელიც ორმაგად გემრიელი იყო ჩემთვის… აი ღამის 2 საათზე შენთვის რომ მოიტანს შენი ბიჭი გაარჩევს, დაშაქრავს და  ჩაგიციებს, შენ რომ დილით ახალგაღვიძებულზე წითელ-წითელი მარწყვები მიირთვა, აი ასეთ მარწყვებზე გემრიელი არაფერია ამქვეყნად და არც ასეთ ბიჭზე კარგი ვინმე არსებობს დამიჯერეთ!

IMG_20140511_101617

კვირას ახალი კაბა ვყიდე, ძალიან ლამაზი “ტანსმოტმასნილი” პატარა შავი კაბა… სადა და ელეგანტური…ჰოდა გამოვიპრანჭე და აღარ ვიყავი ჭკუაზე, წავედი იქ სადაც მივდიოდი, ბეეეეეეეეეევრი ვიცეკვე და … 🙂

დანარჩენისთვის ინსტაგრამზე შემომიცუნცულეთ 🙂

ყველას სასიამოვნო კვირას გისურვებთ!

სიყვარულით თქვენი კუში…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s